ციტრუსის კანი ბაღში: მისი გამოყენების უპირატესობები

ციტრუსის კანი ბაღში: მისი გამოყენების უპირატესობები

როგორც იცით პრაქტიკულად ყველა ორგანული ნარჩენის გამოყენებაა შესაძლებელი ბაღში სხვადასხვა მიზნისთვის. ამიტომ არ ღირს მათი მაშინვე გადაყრა. ეს ეხება ფორთოხლის კანსაც, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ ნიადაგისთვის. დღეს ამ სტატიაში გაეცნობით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ფორთოხლის კანი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

ფორთოხლის კანის გამოყენება სხვადასხვაგვარდ შეგიძლიათ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მეთოდი მოგცემთ შესანიშნავ შედეგს. მთავარია ზუსტად განსაზღვროთ რა მიზნით გბენავთ ამ ნარჩენების გამოყენება. ეფექტი ნამდვილად არ დააგვიანებს!

ციტრუსის კანი ბაღში: მისი გამოყენების უპირატესობები

როგორ გამოვიყენოთ ციტრუსის ქერქი ბაღში

კომპოსტირება

ფორთოხლის და სხვა ციტრუსების კანი კომპოსტის შესანიშნავი ინგრედიენტია. ამისთვის უნდა ჩაატაროთ რამოდენიმე მარტივი მანიპულაცია. უბრალოდ გარეცხეთ და დაანაკუწეთ ქერქი, შემდეგ თამამად დაუმატეთ კომპოსტის გროვაში. ასე ის გახდება მიკროფლორის საკვები და მოგცემთ შესანიშნავ მოსავალს.

ციტრუსის კანი ბაღში: მისი გამოყენების უპირატესობებიფორთოხლის კანის გამოყენება სასუქადაც შეგიძლიათ ისეთი კულტურებისთვის, რომლებიც კარგად იზრდება მჟავე ნიადაგზე. ფორთოხლის კანი ხომ მდიდარია ფოსფორით, კალიუმით და სხვა მიკროელემენტებით. ის გაზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას. საჭიროა უბრალოდ დაჭრათ ხილის ქერქი და ჩაფლათ გარკვეულ სიღღმეზე (5 სმ. სავსებით საკმარისი იქნება). თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, მაშინ კანი უნდა დააბლენდეროთ.

ციტრუსის კანი ბაღში: მისი გამოყენების უპირატესობები

ნაყენი მავნებლებთან საბრძოლველად

ციტრუსები შესანიშნავად გვეხმარებიან მავნებლებისგან გასანთავისუფლებლად. უბრალოდ საჭიროა სპეციალური ნაყენის მომზადება – მწერებისგან კვალიც კი აღარ დარჩება. დაგჭირდებათ: 3 ცალი ფორთოხლის ქერქი. დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ლიტრი თბილი წყალი. დადეთ 7 დღით ბნელ ოთახში. ნაყენი უნდა გადაწუროთ და გააზავოთ 2 ლიტრ სუფთა წყალში, დაუმატოთ 1 ს.კ. თხევადი საპონი. ეს ნამდვილად ეფექტური საშუალებაა!

ციტრუსის კანი ბაღში: მისი გამოყენების უპირატესობები
ციტრუსის ქერქის გადაგდება –  ეს დანაშაულია, თუ გაქვთ ბაღი. აუცილებლად სცადეთ ზემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენება და თავად დარწმუნდით მათ ეფექტურობაში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია