დაბალ კალორიული ტკბილეული

დაბალ კალორიული ტკბილეული
ქალბატონებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: რა უნდა მივირთვათ, რომ არ მოვიმატოთ წონაში? ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულის წინა პერიოდში, როცა უმეტესობა იწყებს ზღვაზე წასასვლელად  მზადებას. ყველაზე მეტად ეს პერიოდი რთულია ტკბილეულის მოყვარული ხალხისთვის, რადგან სწორედ ტკბილეული ახდენს ყველაზე მეტი ცხიმის დაგროვებას სხეულის სხვა და სხვა ადგილებში.

უამრავი ქალბატონი მიმართავს მკაცრ დიეტას, სტუმრობს სპორტ-დარბაზს და საკმარისია სულ ცოტაოდენი მოდუნება, რომ ისევ დაუბრუნდნენ პირვანდელ წონას ან მეტსაც კი. არ არის აუცილებელი ორგანიზმის სტრესში ყოფნა, თუ მივმართავთ ზომიერ ჯანსაღ ცხოვრების წესს. ამ დროს აუცილებელი სულაც არა რის რაციონიდან ტკბილეულის სრულად ამოღება. ამ ამოცანის გასამარტივებლად ჩვენ მოგიმზადეთ რამოდენიმე დიეტური რეცეპტი.

დიეტური დესერტები

ხაჭოს ნამცხავრი

ხაჭო –  ეს არის კალციუმის საბადო, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს თითოეული ადამიანის რაციონში. თუ დიდად არ გიყვართ ამ პროდუქტის მიღება, შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ნამცხვარი და მიირთვათ ის ჩაისთან ერთად.

დაბალ კალორიული ტკბილეული

დაგჭირდებათ:

  • 0,5 კ.გ. ხაჭო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 80 მლ. კეფირი
  • 20 გრ. თაფლი
  • 120 გრ. ქიშმიში

მომზადების წესი:

  • კარგად ათქვიფეთ კვერცხი.
  • აურიეთ ერთმანეთს ხაჭო და კეფირი. მიღებულ მასას ჩაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, თაფლი და ქიშმიში (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ჩირიც).
  • მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთით.
  • თქვენი დესერტიც მზადაა!

სახლური ტყლაპი

ეს დესერტი ყველა ბავშვს უყვარს. ნუ იყიდით მას გარეთ, მოამზადეთ სახლის პირობებში და მიირთვით სასარგებლო ტკბილეული.

დაბალ კალორიული ტკბილეული

დაგჭირდებათ:

  • 0,5 კგ. ვაშლი
  • 0,5 კგ. ქლიავი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ცალი კვერცხის ცილა

მომზადების წესი:

  • გამოაცხვეთ ქლიავი და ვაშლი 170 გრადუსზე (ჯემის მაგვარი მასის მიღებამდე).
  • გადაურიეთ ერთმანეთს ვაშლი და ქლიავი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად და შეურიეთ ხილის მასა.
  • გადაანაწილეთ საცხობ ფორმაზე მიღებული მასა ( სისქე არა უმეტეს 1 სმ.).
  • მოათავსეთ 40-50 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 2-3 საათით.
  • უნდა შეინახოთ მშრალ ადგილზე.

სახლური ჟელე

ეს არის ლამაზი და სასარგებლო დესერტი, რომელიც მზადდება ძალიან სწრაფად და არ მოუტანს არანაირ ზიანს თქვენს ფიგურას.

დაბალ კალორიული ტკბილეული

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 100 მლ. წყალი
  • 500 გრ. ალუბლის წვენი

მომზადების წესი:

  • დაასხით ჯელატინს ცოტაოდენი წყალი, რათა აფუვდეს.
  • გამოწურეთ ალუბლის (ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხილის წვენი).
  • გააცხელეთ ჟელატინიანი წყალი და გადაურიეთ ხილის წვენი. გადაიტანეთ სასურველ ფორმაში გასაციებლად. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის ნაჭრებიც.

ხილის სალათი

ვფიქრობ ამაზე მარტივი მოსამზადებელი დესერტი არც არსებობს. ის ვიტამინების საბადოა!

დაბალ კალორიული ტკბილეული

დაგჭირდებათ:

  • 200 გრ. კივი
  • 200 გრ. ბანანი
  • 200 გრ. ფორთოხალი
  • 100 მლ. იოგურტი

მომზადების წესი:

  • დაჭერით ხილი პატარა ნაჭრებად.
  • გადაურიეთ იოგურტი (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი და თხილეული).

ეს დესერტები გახდება შესანიშნავი ალტერნატივა ტორტის, კამფეტების და სხვა ტკბილეულის ჩასანაცვლებლად. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ საყვარელ ტკბილეულზე უარის თქმა, მაგრამ ორ კვირაში მიღებული შედეგი მოგცემთ საკმაოდ დიდ მოტივაციას. მთავარია არ დანებდეთ და ზომიერად მიირთვათ ყველაფერი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
დაბალ კალორიული ტკბილეული
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა