თაფლის სასარგებლო თვისებები

თაფლი ძილის წინ: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ თაფლი ღამით | რჩევები ვივიენისგან

თაფლი არასდროს ფუჭდება - ბორჯომი - გასტრონომია

თაფლი როგორც მოგეხსენებათ საკმაოდ მაღალკალორიული ბიოლოგიურად აქტიური პროდიქტი გახლავთ, რომელშიც დაახლოებთ 299 ქიმიური ნივთიერება შედის. მის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფრუქტოზა და გლიკოზა, რომელიც მარტივად ასათვისებელი გახლავთ ორგანიზმისთვის და ამავდროულად დადებითად მოქმედებს გულისა და ტვინის მუშაობაში. წინაპრები კი თაფლს აგრეთვე აქტიურად იყენებდნებ დიეტისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.

თაფლს ნამდვილად, საოცრად, ბევრი დადებითი თვისებები გააჩნია. მასში დიდი რაოდენობით გახლავთ: ფოსფორი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმის მარილები, ვიტამინები „C”, „Pp” „B”.

ფალი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების ფუნქციაზე, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ნივთიერებათა ცვლას, რადგანაც მასში შედის ფერმენტული ნივთიერებები, ლომონის, მჟაუნასა და ვაშლის მჟავებს.

დამეთანხმებით თანამედროვებოაში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური პრობლემას წარმოადგენს უძილობა, რომლის დროსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ურჩევენ ადამიანებს ძილის წინ ჭიქაში ¼ ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნან ერთი ჩაისკოვზი თაფლი და მიირთვან, შედეგი არ დააყოვნებს. აგრეთვე ძალიან სასარგებლოა იგივე პროცედურის ჩატარება დილით.თაფლი ძილის წინ: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ თაფლი ღამით | რჩევები ვივიენისგან

გარკვეული მედიკოსები თვლიან, რომ თაფლის წყალხსნარის შემადგენლობა (დაახლოებით 30%-თ) იგივეა, რაც სისხლის პლაზმა. თაფლი მისი თვისებებიდან გამომდინარე ახდენს წყლის სტრუქტურირებას, რის გამოც მისი სამკურნალო თვისებები იზრდება და ორგანიზმი მას სწრაფად აითვისებს. ისმის კითხვა რა სარგებლის მომტანია აგვარი ფორმით თაფლის მიღება? პასუხს მედიცინის წარმომადგენლები სცემენ. თაფლის წყალხსნარის სახით მიღება აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და საგრძლობლად ზრდის იმუნიტეტს.

ის აგრეთვე არაჩვეულებრივია ბრონქიტის სამკურნალოდ და ქრონიკული სურდოს წინააღმდეგ. ის ხელს უწყობს ფილტვებში ლორწოს გათხელებას და ბუნებრივი გზით მარტივად ხდება მისი გამოდევნა იქედან, ნაწლავების გზით. ამ თვისების გამო ის ახდენს ნაწლავების სანაციას და ფეკალური მასისგან მარტივად თავისუფლდება.

ის შესანიშნავად ებრძვის დისბაქტერიოზს, ასევე ეფექტურია ნაწლავის მიკლოფლორის აღსადგენად და ამავდროულად სტაბილურდება მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირება. პარალელურად უმჯობესდება ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანტიბაქტერიული ეფექტი. საერთო ჯამში კი ორგანიზმის გაწმენდა, გასუფთავება ხდება უჯრედულ დონეზე.

თაფლის მიღება ხელს უწყობს შარდის შეუკავებლობის (ენურეზი) პრობლემის მოგვარებას, იმიტომ, რომ თაფლი გახლავთ ჰიგროსკოპიული რის გამოც იკრებს წყალს და ღამით თიკმელები და შარდის ბუშტი განიტვირთება.

თაფლიანი წყლით ასევე ძალიან კარგია სახის გაწმენდა. მას შეუძლია სახის კანს მოჰგვაროს სინაზე და სირბილე, ხოლო პერიოდულად პროცედურის გაკეთება თქვენს კანს გახდის ხავერდოვანს. ის გახლავთ ნატურალური კოსმეტიკის ერთ-ერთი მაკაფიო და თვალსაჩინო მაგალით.თაფლის მათეთრებელი ნიღაბი მოდუნებული და დანაოჭებული სახისთვის - რეიტინგი

თაფლის, როგორც სითხითი სახით მირთმევისას აუცილებელია ადამიანმა გააკონტროლოს შაქრის შემცველობა ორგანიზმში, რადგანაც იგი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ნახშირწყლების ცვლის მოშლას იწვევს, რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით მიღება.

ექიმები ზდასრულ ადამიანებს ურჩევენ მიირთვან საშუალოდ 70-დან 100 გრამამდე თაფლი და, თუ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მიირთმევენ მით უფრო კარგი. ხოლო მცირეწლოვანებში აღნიშნული დოზა უნდა შემცირდეს დააღლოებით სამჯერ. მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ აღნიშნული ნუგბარი ნებისმიერი ასაკისთვის გახლავთ უზომოდ სასარგებლო

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეაფასეთ სტატია
თაფლის სასარგებლო თვისებები
მოამზადეთ ჩაი ბროწეულის ქერქისგან