ბუნებრივი საშუალებები ბუასილის სამკურნალოდ. მოიშორეთ შემაწუხებელი ტკივილისა და წვის შეგრძნება მარტივად

სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ბუასილი საკმაოდ გავრცელებული დააავადებაა.

ბუასილის დროც იცვლება ანუსის და სწორი ნაწლავის ქოროიდული ბმულები.

ამ დაავადებას ახასიათებს ტკივილისა და წვის შეგრძნება ანალურ მიდამოში. ასევე შეიძლება შენიშნოთ სისხლი ტუალეტის ქაღალდზე. თითოეული ეს სიმპტომი საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ იმ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც შეგიმსუბუქებენ ტკივილისა და წვის შეგრძნებას. მარტივად მოიცილებთ საშინელ დისკომფორტის შეგრძნებას. ასეთი მკურნალობა ინიშნება მდგომარეობის გამწვავებამდე და სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

გახსოვდეთ, რომ ბუასილის მკურნალობის პერიოდში უმნიშვნელოვანესია თქვენი კვების რაციონი. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი, თავი აარიდეთ ცხარე საკვებს და ბოჭკოვანი საკვებით დატვირთეთ დღის რაციონი.

ფსილიუმის ქერქი

თუ ამ დანამატს მიიღებთ, აუცილებლად დალიეთ ბევრი წყალი. ეს საშუალება ხელს უწყობს ბოჭკოვანი ნივთიერებების მიღებას და არბილებს განავალს. სიფრთხილე გამოიჩინეთ დოზირების დროს, რადგან ზედმეტმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის დაჭიმულობა და გაზები. ფსილიუმის ქერქი არეგულირებს ნაწლავებს.

ალოე ვერა

ალოე ვერას აქვს არაჩვეულებრივი ანთების საწინააღმდეგო და გამაგრილებელი ეფექტი, რაც ბუასილის დროს საკმაოდ კარგი საშუალებაა. გამოიყენეთ დანამატების გარეშე.

EPSOM მარილი და გლიცერინი

ეს საშუალება ნაკლებად ცნობილია, მაგრამ დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნაში.

შეურიეთ ერთმანეთს 2 ს.კ. გლიცერინი და 2 ს.კ. EPSOM მარილი.
წაუსვუთ ეს ნარევი საფენზე და დაიდეთ პირდაპირ მტკივნეულ ადგილზე. გაიჩერეთ 15–20 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ 4–6 საათში, სანამ ტკივილი ბოლომდე არ გაქრება.

თბილი აბაზანა

ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა მტკივნეული ბუასილის დროს. დაახლოებით 15 წუთით თბილ აბაზანაში ყოფნა საგრძნობლად მოგიხსნით იმ შემაწუხებელ შეგრძნებებს რაც ახასიათებს ბუასილს.

შეაფასეთ სტატია
ბუნებრივი საშუალებები ბუასილის სამკურნალოდ. მოიშორეთ შემაწუხებელი ტკივილისა და წვის შეგრძნება მარტივად
მონასტრის ბოტანიკოსი: ამ მცენარეს სახსრებისა და ხრტილების მკურნალობა ქიმიურ საშუალებებზე ბევრად უკეთ გამოსდის