შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

შავი ბოლოკი ვიტამინების შემადგენლობის რაოდენობით კონკურენციას უწევს ხალხური მედიცინის ისეთ საშუალებებს როგორიცაა კოჭა, ხახვი, ნიორი და პირშუშხა. მას აქტიურად იყენებდნენ დიდი მარხვის და ავიტამინოზის დროს. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ხველების საწინააღმდეგო ნატურალური საშუალების რეცეპტს, რომელსაც მარტივად დაამზადებთ სახლის პირობებში შავი ბოლოკისგან

შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

ხველების საწინააღმდეგო საშუალება შავი ბოლოკისგან

მეთოდი № 1. მათთვის, ვისაც მოთმენა შეუძლიათ

შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

კარგად გარეცხეთ ბოლოკი, გააშრეთ და მოაჭერით თავი. ბასრი დანით ამოაცალეთ გული, რათა მიიღოთ ჭიქის მსგავსი რამ. კედლების ოპტიმალური სისქე უნდა იყოს 2-3 სანტიმეტრი. ღრმულში ჩაასხით თაფლი ისე, რომ გაავსოთ მხოლოდ ნახევრამდე.

დააფარეთ მოჭრილი თავი და დატოვეთ 5-6 საათით. ამ დროის მანძილზე გამოიყოფა წვენი. მიიღეთ ის დღეში 3-ჯერ 1 ს.კ. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში.

მეთოდი № 2. მათთვის, ვისაც ლოდინი არ შეუძლიათ

შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

საშუალო ზომის ბოლოკი გახეხეთ წვრილად. რბილობიდან გამოწურეთ წვენი, რომელსაც შემდეგ დაუმატებთ თაფლს. 100 მლ. წვენზე დაგჭირდებათ 50 გრ. თაფლი. ამ მეთოდის მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ის არ ექვემდებარება შენახვას. ყოველი მიღებისას ის ახლიდან უნდა მოამზადოთ.

მეთოდი № 3. ბავშვებისთვის

შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან! დაამზადეთ სიროფი ტრადიციული მეთოდით. განსხვავება მხოლოდ დოზირებაშია. 3 წლიდან ბავშვებს დაალევინეთ 1 ჩ.კ. დღეში 3-4 ჯერ ჭამამდე. პირველი 2-3 მიღებისას საშუალების გაზავება ჯობია თბილ წყალში 1:1.

შავი ბოლოკი ხველების წინააღმდეგ

შავ ბოლოკს აქვს იმუნოსტიმულატორის, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და მუკოლიზური თვისებები. თაფლზე და ბოლოკის წვენზე დამზადებული სიროფი ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას და სასუნთქი გზების გაწმენდას. ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია ქრონიკული და გართულებული ბრონქიტის, ძლიერი ხველების, ტრაქეიტის, პლევრიტის და პნევმონისი დროს.

შავი ბოლოკი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ხველების სამკურნალო საშუალება. სააფთიაქო საშუალებებისგან განსხვავებით მას პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია. გამონაკლისია ინდივიდუალური აუტანლობა ან თაფლზე ალერგია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება მწვავე ფორმით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია