ნატურალური საშუალება გაცივებისა და ვირუსების სწრაფად დასამარცხებლად…

იმუნიტეტის გასაძლიერებლად უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ამ მცენარისგან დამზადებულ სიროფს აქვს საოცარი შედეგი, საუბარია ანწლზე. გარდა იმუნიტეტის გაძლიერებისა, ანწლი მრავალმხრივაა დაჯილდოვებული ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით.

ბოლო კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ანწლის ნაყოფი შეიცავს ვიტამინ B17 – ს. რაც დადებითად აისახება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს. ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას რაც ამაღლებს იმუნური სისტემის ბრძოლის უნარიანობას.

ანწლი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სისუსტისა და დაავადების სამკურნალოდ.

– აძლიერებს იმუნიტეტს
– კარგია გაციების და ხველების დროს
– არის სიცხის დამწევი და შარდმდენი კარგი საშუალება
– მისი გამოყენება განსაკუთრებით კარგია ვირუსული ინფექციების პერიოდში
– ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები
– ხელს უშლის ონკოლოგიური უჯრედების განვითარებას
– ეხმარება ორგანიზმს კანის და კუჭის კიბოსთან ბრძოლაში.
– ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას კანის დაავადებების მიმართ.
– პოდაგრის დროს ორგანიზმს ხელს უწყობს შარდმჟავის გამოყვანაში.
– გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
– აქვს დამაშვიდებელი მოქმედება.
– აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო (შემკვრელი თვისება).
– ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები და ტოქსინები

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ანწლის სიროფის რეცეპტს, რომელიც გამოიყენება გაცივებისა და ვირუსების სწრაფად დასამარცხებლად.

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

– ⅔ ჭიქა ხმელი შავი ანწლი

– 3½ ჭიქა წყალი

– ½ ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი

– 1 ჭიქა ნედლი თაფლი

– 2 ს.კ.დაფქული მშრალი ჯანჯაფილი

– 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი

 

მომზადების წესი:

 

მოატავსეთ ქვაბში ანწლი, დარიჩინი, მიხაკი და ჯანჯაფილი.

ჩაასხით ქვაბში წყალი და დაუმატეთ ანწლი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და მიხაკი. მიღებულ ნარევს დაასხით წყალი  და მიიყვანეთ ადუარებამდე. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ თავსახური და იქამდე ადურეთ, სანამ სითხე 2–ჯერ არ შემცირდება. (დაახლოებით 45 წუთი) ამის შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და გააციეთ. სიასევე შეურიეთ საწურში გასრესილი ნაყოფი. უკვე გაციებულ სითხეს დაუმატეთ ტაფლი და კარგად მოურიეთ.

გამზადებული სიროფი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ამ სიროფს ვადა აქვს მხოლოდ 2 კვირა!

რეკომენდირებული დოზები:

ბავშვებისათვის: დღეში – ½ ჩაის კოვზიდან 1 ჩაის კოვზამდე.

ზრდასრულებისათვის: დღეში ½ სუფრის კოვზიდან 1 სუფრის კოვზამდე დღეში.

ყურადღება ! მცენარე არის ტოქსიკური, ამიტომ არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. ასევე არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 18 წლამდე მოზარდებმა კი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ნატურალური საშუალება გაცივებისა და ვირუსების სწრაფად დასამარცხებლად…
სახსრების აღდგენა მხოლოდ ერთი ინგრედიენტით! დაემშვიდობეთ ტკივილს და…