უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

ნებისმიერი კარგი დიასახლისის დევიზი სისუფთავეში მდგომარეობს. ისინი მუდამ ცდილობენ მათი ადგილსამყოფელი მუდამ იდეალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მოგეხსენებათ ეს საკმაოდ დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ვანა-ტუალეტი სახლის ის ადგილია სადაც ყველაზე მეტად იყრის თავს, ბაქტერიები და მიკრობები, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

მოგეხსენებათ დღევანდელ ყოფაში რთულია გამოყო დროის ის საჭირო რაოდენობა, რომელიც სახლის სრულ, იდეალურ მდგომარებაში მიყვანისთვის არის საჭირო, განსაკუთრებით კი აბაზანა მოითხოვს ყველაზე დიდ შრომას, მაგრამ თუ ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთ და რიგ ხრიკებს გამოვიყენებთ, მაშინ დროს და ენერგიას საგრძნობლად დაზოგავთ. ამ სტატიაში გასწავლით იმ ხრიკის შესახებ, რომელიც თქვენს უნიტაზს იდეალურ სითეთრეს და ბრწყინვალებას დაუბრუნებს, ამავე დროს მავნე მიკრობებსაც გაანადგურებს.

როგორ გავწმინდოთ მიკრობებისგან უნიტაზი

მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო მაღაზიები გატენილია ძვირადღირებული თუ ნაკლებად ძვირადღირებული ქიმიური პროდუქტით, მისი შეძენა ბევრს არ შეუძლია. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ რიგი ქიმიური საშუალებები სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს, მისი შეხების ან შესუნთქვის დროს.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

ამ ხრიკის შემდეგ თქვენ შეძლებთ ნაკლები ზიანი მიაყენოთ, როგორც თქვენს ჯანმრთელობას ასევე საფულეს. ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ეხლა მოგახსენებთ, თითქმის ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება და სწორედ ეს პროდუქტები ბევრად უფრო სწრაფად და საფუძვლიანად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 შეფუთვა ლიმონმჟავა;
  • საჭმელი სოდა;
  •  თბილი წყალი;
  • უნიტაზის ჯაგრისი და სახეხი.
უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

მითითებული რაოდენობის ლიმონმჟავა აიღეთ და გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. უკვე აღნიშნული გადაიტანეთ ბოთლში (უმჯობესია სპრეი ბოთლში) და ორი წუთის მანძილზე კარგად შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ შესაძლებელია მიღებული ნარევი მიაპკუროთ უნიტაზის როგოც შიგნითა ნაწილს, ასევე გარედანაც და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

მითითებული დროის გასვლის შემდეგ უნიტაზზე მოაყარეთ საჭმელი სოდა და დაელოდეთ რამდენიმე წუთი. სოდის მოყრის შემდეგ ის რეაქციაში შევა ლიმონმჟავასთან და აქაფდება, რის შემდეგაც აუცილებლად ხელთათმანებით შეუდექით მის გაპრიალებას ან რბილი ღრუბლით ან უნიტაზის ჯაგრისით.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

ამის შემდეგ უნიტაზი რამოდენიმეჯერ ჩარეცხეთ და ზედაპირი სადაც წყალი არ ხვდება კარგად გაასუფთავეთ სველი ღრუბელით. შედეგი, რომელსაც ამ პროცედურის შემდეგ მიიღებთ ნამდვილად სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

რაც შეეხება უნიტაზის წყლის ავზს (ეგრეთწოდებულ ბაჩოკს) მისი დეზინფექციაც აუცილებელია, რომელიც ძალიან მარტივია დამატებითი შრომის გარეშე, წყლის ავზში ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური საშუალებაა დეზინფექციისთვის. ის კარგად ებრძვის მიკრობებსა და ბაქტერიებს.

უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ვიდეოს:

შეაფასეთ სტატია
უნიტაზის ბრწყინვალების საიდუმლო მარტივ პროცედურაშია, რის შედეგადაც მას მილიარდობით მიკრობსა და ბაქტერიას მოაშორებთ
лечение артрита яблочным уксусом
ვაშლის ძმრით სახსრების მკურნალობის 5 მეთოდი. ბუნება ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.