ჩაის საზიანო თვისებები

ჩაის საზიანო თვისებები

მდიდარი შემადგენლობის წყალობით ჩაი უკვე უამრავი წელია რაც ერთ-ერთ საუკეთესო სასმელად ითვლება. ჩაის ფოთლები შეიცავს დაახლოებით 300 ინგრედიენტს, მათ შორის ცილას, ცხიმებს და ათეულობით ვიტამინს. ამიტომ გვირჩევენ ექიმები ჩაის რაციონში დამატებას.

ჩაის საზიანო თვისებები

როგორც აღმოჩნდა ამ სასმელის მიღება ყველასთვის არ არის რეკომენდირებული, რადგან მისმა შემადგენელმა ნივთიერებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს გარკვეული ორგანოების მუშაობის პროცესზე. ჩვენ შევადგინეთ იმ შემთხვევების სია, როცა თავის უნდა შეიკავოთ ჩაის მიღებისგან.

ვისთვის არ არის რეკომენდირებული ჩაის მიღება

1. ორსულები

ყველამ ცის, რომ ორსულებისთვის არ შეიძლება ყავა, რადგან ეს სასმელი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამან კი შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ნაყოფის განვიტარებაზე. როგორც აღმოჩნდა ორსულობის დროს არც ჩაის მიღებაა რეკომენდირებული.

მაგარი ჩაიც შეიცავს კოფეინს, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ბავშვის განვითარების პროცესი. ამ ფაქტის ადდასტურება შეუძლია იაპონიაში ჩატარებულ გამოკვლევებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კოფეინმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის არასაკმარისი წონა.

ჩაის საზიანო თვისებები

2. წყლულით დაავადებული

განსაკუთრებული სიფთილე ჩაისთან უნდა გამოიჩინონ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებმა. ეს სასმელი შეიცავს ტეოფილინს, რომელიც თრგუნავს ფოსფორის მჟავის მოქმედებას, რითიც ზრდის კუჭის მჟავის რაოდენობას. მომატებული მჟავიანობა ხელს უწყობს წყლულის გაცოცხლებას. თუ თქვენ ვერ ამბობთ უარს ამ სასმელზე, ეცადეთ გაურიოთ ის რძეს.

ჩაის საზიანო თვისებები

3. ჰიპერტონიკები და ათეროსკლეროზით დაავადებულები

ამ პერიოდში უკეთესია თუ საერთოდ უარს იტყვით ჩაის მიღებაზე. ტეოფილინი და კოფეინი იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას.

ჩაის საზიანო თვისებები

4. უძილობის დროს

როგორც უკვე იცით კოფეინი ხელს უშლის დაძინებას. ამიტომ ჯობია თავი შეიკავოთ ძილის წინ ჩაის მიღებისგან.

ჩაის საზიანო თვისებები

5. მაღალი ტემპერატურის დროს

ბრიტანელმა ფარმაკოლოგებმა ჩაატარეს უამრავი ცდა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ტეოფილინს შეუძლია ორგანიზმის ტემპერატურის მომატება. ეს ნივთიერება ასევე სახელგანთქმულია თავისი შარდმდენი ეფექტით, რაც ამცირებს სიცხის დამწევი საშუალებების ეფექტურობას.

ჩაის საზიანო თვისებები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია