7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

წონის აკრეფა საკმაოდ მარტივია, მაგრამ ძალიან ძნელია შემდგომ ჭარბ წონასთან გამკლავება. დიეტოლოგები ყოველთვის მუშაობენ ახალი და ყველაზე ეფექტური მეთოდის შენარჩუნებაზე. თუმცა დღეს ყველაზე ეფექტურად ითვლება ამერიკელი ბიოქიმიკოსის, ბარი სირსის 7 დღიანი დიეტა.

ამ დიეტის მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შეამციროს დღის მანძილზე კალორიების რაოდენობა, მაგრამ ამავდროულად უზრუნველყოს ორგანიზმი ყველა საჭირო მიკროელემენტებით. ბარი სირსმა შეადგინა განსაკუთრებული 7 დღიანი მენიუ, რომელიც ერთ თვის მანძილზე შეგიძლიათ დაიცვათ.

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

ამ დიეტის საიდუმლო მდგომარეობს ინსულინის და გლუკოზის სწორ ურთიერთქმედებაში, რომელიც აწესრიგებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს ორგანიზმის ბიოლოგიურ აქტივობას. ეს დიეტა განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს აძლიერებთ თქვენს იმუნიტეტს, ფიზიკურ და გონებრივ აქტიურობას. ამ დროს ასევე ძალიან მცირდება ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკი. სირსის დიეტა მოიცავს დღეში ხუთჯერად კვებას.

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

7 დღიანი კურსი

ორშაბათი

1. 4 ცალი კვერცხის ცილის ომლეტი, 2 ნაჭერი ქატოს პური, 80 გრ. ქიშმიში, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

2. ლავაშში გახვეული კრევეტები ან კრაბის ჩხირები სალათის ფოთოლთან ერთად. მოაწურეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

3. 50 გრ. ნაკლებად ტკბილი იოგურტი

4. ორთქლზე მომზადებული კატლეტი

5. 50 გრ. მოხარშული ინდაურის ხორცი ან შაშხი, 100 გრ. მარწყვი ან ჟოლო.

სამშაბათი

1. წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, ერთ ჭიქა უშაქრო ჩაისთან ან ყავასთან ერთად.

2. მცენარეულ ზეთში შემწვარი 170 გრ. ქათმის ფილე, პომიდორთან და სალათის ფოთოლთან ერთად. ერთი ნაჭერი მაგარი ყველი, ნახევარი ვაშლი და ერთი მუჭა თხილი.

3. მწვანე ბარდა, ბროკოლი ან მწვანე ლობიო ზეითუნის ზეთთან და ტოფუსთან ერთად.

4. 150 გრ. გამომცხვარი ქათმის ან ინდაურის ხორცი, ისპანახის სალათი ლიმონის წვენთან და ზეთთან ერთად, 100 გრ. მარწყვი ან ჟოლო.

5. 50 გრ. მაგარი ყველი, ატამი ან ზეთის ხილი.

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

ოთხშაბათი

1. ხილის სალათი ნაკლებად ტკბილ იოგურტთან ერთად, 80 გრ. ქიშმიში, 3 ცალი კაკალი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

2. თხელ ლავაშში გადახვეული 200 გრ. კრევეტები ან კრაბის ჩხირები სალათის ფოთოლთან და ლიმონის წვენთან ერთად.

3. 50 გრ. მაგარი ყველი და 150 გრ. ანანასი.

4. თეთრი თევზის გამომცხვარი ფილე, 50 გრ. პარმეზანთან, ლიმონის წვენთან და მოთუშულ მწვანე ბოსტნეულთან ერთად.

5. 50 გრ. ინდაურის ხორცი ან შაშხი, 80 გრ. ქიშმიში, ერი მუჭა თხილი ან გარგალის ჩირი (კურაგა).

ხუთშაბათი

1. 2 ნაჭერი შემწვარი ბეკონი, 50 გრ. ნაკლებად ტკბილი იოგურტი 50 გრ. კენკრასთან ერთად, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

2. 150 გრ. გამომცხვარი ქათმის ფილე, სოკოს სალათთან, ნიახურთან, ზეთის ხილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად, 1 ცალი ფორთოხალი.

3. ნახევარი ვაშლი და 50 გრ. მაგარი ყველი.

4. მდოგვთან, თეთრს ღვინოსთან და ვაშლთან ერთად გამომცხვარი 150 გრ. ღორის ხორცი სალათის გარნირით.

5. 50 გრ. იოგურთი და 200 მლ. მშრალი წითელი ღვინო.

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

პარასკევი

1. 4 ცალი კვერცხის ცილასთან ერთად შემწვარი 2 ნაჭერი გამომშრალი პური (სასურველია მიირთვათ კენკრასთან და გახეხი ნუშთან ერთად.) 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

2. 150 გრ. მოხარშული ქათამი, ნიახურის, პამიდორის, სალათის ფოთლების და ნახევარი ვაშლის სალათთან ერთად. 1 ნაჭერი ჭვავის პური. 80 გრ. ქიშმიში.

3. 50 გრ. ლორი, 80 გრ. ქიშმიში.

4. 180 გრ. საქონლის ხორცის გუფთა, ბროკოლის და ნახევარი ვაშლის გარნირთან ერთად.

5. 50 გრ. ლორი, 80 გრ. კენკრა და 3 ცალი კაკალი.

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

შაბათი

1. 150 გრ. ლორი პამიდორთან ერთად, 1 ცალი ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხილი. 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

2. 1 ნაჭერი ჭვავის პურის და ინდაურის ხორცის ან შშხის სენდვიჩი სალათის ფოთოლთან და 50 გრ. ყველთან ერთად. ნახევარი ფორთოხალი.

3. 100 გრ. მაგარი ყველი, 150 გრ. ანანასი და ერთი მუჭა ნუში.

4. კარაქში შემწვარი 200 გრ. ინდაურის ფილე მოთუშული მწვანე ბოსტნეულის გარნირით. 1 ჭიქა კენკრა.

5. 50 გრ. შაშხი, 80 გრ. კენკრა და 3 ცალი ზეთის ხილი.

კვირა

1. 4 ცალი კვერცხის ცილის ომლეტი 2 ნაჭერ ლორთან და 1 ნაჭერ შავ პურთან ერთად. ნახევრი გრეიფრუტი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა.

2. ლავაშში გადახვეული 150 გრ. მოხარშული ქათმის ხორცი, ნახევარ ბულგარულ წიწაკისთან, ხახვთან და კიტრთან ერთად. 2 ცალი შავი ქლიავი.

3. 1 ცალი მოხარშული კვერცხი,1 ცალი ვაშლი და ერთი მუჭა ნუში.

4. 200 გრ. ნიორთან ერთად შემწვარი წითელი თევზი, მწვანილით და წითელი წიწაკით.

5. 50 გრ. ლორი ან მოხარშული ქათმის ხორცი.

7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!

თუ თქვენ სამ თვეში ერთხელ მაინც დაიცავთ ამ ერთ კვირიან დიეტას, ასე გააკონტროლებთ თქვენს წონას. დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ სპეციალურად და სწორად შერჩეული კვებით გაუმკლავდებით ჭარბ წონას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
7 დღიანი დიეტა: თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე სწრაფად დაემშვიდობებით სასურველ კილოგრამებს!
მოამზადეთ ხელების გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახლის პირობებში