გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

ეს გემრიელი, რბილი და წვნიანი ნაყოფი უკვე საკმაოდ ცნობილია მსოფლიო მაშტაბით არა მხოლოდ გემოვნური თვისებების გამო. ის ცნობილი გახდა თავისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე.

ავოკადო ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას, სისხლში ქოლესტერინის შემცირებას და ჭარბი წონის მოშორებას. მას აქვს მასტიმულირებელი ეფექტი და როგორც აფროდიზიაკს ისე იყენებენ. თუმცა ეს მხოლოდ მცირეოდენი ჩამონათავლის მისი სასრგებლო თვისებებისა.

დღეს გაგაცნობთ ავოკადოს 13 სასარგებლო თვისებას. ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ის იყოს თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

1. ავოკადოში შემავალი ნახევრად უჯერი მჟავები ხელს უწყობს წონის დარეგულირებას. მიუხედავად მისი კალორიულობისა, ის აქტიურად გამოიყენება დიეტის დროს. ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, რის გამოც სწრაფადვე გიტოვებთ დანაყრების შეგრძნებას.

 

2. ავოკადო ვიტამინების საბადოა და არა მხოლოდ. ის შეიცავს  A, PP, E, F, D და B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე მინერალებს: მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მანგანუმი, კალციუმი, ნატრიუმი და იოდი.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

3. ავოკადო შეიცავს კალიუმს, რომელიც არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აფერხებს ჰიპერტონიის განვითარების რისკს.

4. ავოკადოს კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენებენ, მისი დამატენიანებელი და ანტისეპტიკური თვისებებიდან გამომდინარე. ის ასევე დაჯილდოვებულია ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი თვისებით და არაჩვეულებრივია ართრიტის და ართროზის დროს.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

5. ავოკადო ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და გაახალგაზრდავებას, მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამო.

6.  ის ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას ე.წ. ცუდი ქოლესტერინისგან.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

7. ავოკადო შეიცავს ფოლიუმის მჟავას და B6 ვიტამინს, რომელიც ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ავოკადო რეკომენდირებულია ორსული და მეძუძური ქალბატონებისთვის.

8. ავოკადოს ზეთი ბევრ სასარგებლო პროდუქტს აჭარბებს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე. ის ეკოლოგიურად ყველაზე უფრო სუფთაა, მდიდარია მიკროელემენტებითა და ვიტამინებით.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

9. ავოკადო არაჩვეულებრივია შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. ის არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

10. ავოკადო აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. განსაკუთრებით სასარგებლოა შეკრულობის დროს.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

11. ავოკადო სასარგებლოა ძვლებისა და კბილების ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ის შეიცავს კალციუმს და ფოსფორს, რომელიც გონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

 

12. ავოკადოში შემავალი ორი უძლიერესი ანტიოქსიდანტი – ზეაქსანტინი და ლიუთეინი, ოფიციალურადაა აღიარებულია სიბრმავის შემაფერხებელ და მხედველობის გასაუმჯობესებელ ნივთიერებებად.

გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.

13. მიირთვით ავოკადო და დაამარცხეთ დეპრესია. ის განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ავოკადო შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში, ბუტერბროდებში და ა.შ. ის შესანიშნავად ერწყმის წითელ თევზს, კრევეტებს და ფრინველის ხორცს. იზრუნეთ თქვენ ჯანმრთელობაზე და თან დატკბით გემრიელი ნაყოფის ეგზოტიკური გემოთი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ მეტი ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ და დარწმუნდებით, რომ ყოველდღე უნდა მიირთვათ ის.
ახლა უკვე ვიცი რატომ ვერ ვიღებდი საკმარის ვიტამინებს. არასდროს მიირთვათ ხორცი ამ პროდუქტებთან ერთად!