პროდუქტების სია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ

პროდუქტების სია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ

როცა გარეთ ძალიან ცხელა, პროდუქტებიც ბევრად მალე ფუჭდება. ამიტომ ვცილობთ მათი უმეტესობის საყინულეში გადატანას. ასევე კომფორტულია მზა საკვების გაყინვა, რათა არ მოგვიწიოს ყოველდღე მზადება და უბრალოდ გავაცხელოთ ის.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი პროდუქტის გაყინვა საერთოდ არ შეიძლება, რადგან ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე ან დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. აუცილებლად გაეცანით ქვემოთ მოცემულ სიას, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები შესაძლო გართულებებისგან.

პროდუქტები, რომელთა გაყინვაც სასტიკად აკრძალულია

1. კვერცხი ნაჭუჭში
პირვე რიგში გაფუჭდება კვერცხის გემო, ხოლო ნაჭუჭი შესაძლოა გაიბზაროს და შიგნით მოხვდეს ბაქტერიები.

პროდუქტების სია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ

2. კონსერვები
არ არის რეკომენდირებული კონსერვების შენახვა დაბალ ტემპერატურაზე და მითუმეტეს მათი გაყინვა. ქილის შიგთავსი მოცულობაში იმატებს, რაც იწვევს ქილის გაბერვას. ქილის ასეთი შიგთავსის საკვებად გამოყენება არ შეიძლება.

3. რძის პროდუქტები
არ ღირს გარისკვა და რძის პროდუქტების გაყინვა: იოგურტი, კეფირი, არაჟანი, მოჭიქული ყველი. ყვეა მათგანი ნამდვილად არ გამოდგება გასაყინად და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე მოწამვლაც კი.

პროდუქტების სია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ

4. გამლღვალი ხორცი
თუ თქვენ ხორცი გაალღვეთ, მაგრამ გეგმები შეგეცვალათ და ვეღარ ახერხებთ მის მომზადებას, არავითარ შემთხვევაში აღარ დააბრუნოთ ის საყინულეში. ხორცი დაკარგავს არა მხოლოდ გემოს, არამედ შესაძლოა გახდეს სერიოზული მოწამვლის გამომწვევი მიზეზი. ეს ეხება ყველა სხვა პროდუქტსაც, რომელსაც გაყინავთ.

5. კვერცხზე, ფქვილზე და სახამებელზე დამზადებული სოუსები
ასეთი სოუსის სტრუქტურა შეიცვლება და უკვე გამოუსადეგარი იქნება საკვებად.

6. მოხარშული კარტოფილი
მოხარშული კარტოფილი საყინულეში მოხვედრისას იფარება ლორწოთი და შემდეგ შავდება.

პროდუქტების სია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ

7. დიდი რაოდენობით წყლის შემცველობის მქონე ხილი და ბოსტნეული
კიტრი, პამიდორი, საზამთრო, კომბოსტო და მარწყვი გაყინვის შემდეგ ძალიან კარგავენ ფერს და გემოს. ამიტომ ზამთრისთვის რეკომენდირებულია ისეთი ხილის და ბოსტნეულის გაყინვა, რომელსაც არ აქვს წყლის დიდი შემადგენლობა: ჟოლო, შავი მოცხარი, მოცვი.

ზოგიერთი პროდუქტი უბრალოდ გემოს კარგავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი გაყინვის შემდეგ საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
პროდუქტების სია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ
შვიდი წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც პირის ღრუში 526 კბილი აღმოაჩნდა