შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

ოდესმე თუ გიფიქრიათ მარილის შემადგენლობის შემოწმებაზე? შეიძლება ეს ბევრი თქვენთაგანისთვის უცნაური კითხვაც კი აღმოჩნდეს, მაგრამ აუცილებელიც კი ყოფილა მარილის შემადგენლობის გადამოწმება. გარდა იმისა, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება არაა რეკომენდირებული, არანაკლებ საყურადღებო ყოფილა მისი შემადგენლობაც.

თანამედროვე საწარმოებში აწარმოებენ უამრავ პროდუქციას და კარგად იცით, რომ ბევრი მათგანი არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ამაზე მათი შემადგენლობა პირდაპირ მიუთითებს და ძირითადად სწორედ მხოლოდ პროდუქტების შემადგენლობით ვინტერესდებით.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სასარგებლო ინფორმაციას მარილის შესახებ.

 

როგორი უნდა იყოს მარილი?

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

უფროს თაობას უფრო ემახსოვრება 15-20 წლის წინანდელი მარილი. მისი ხარისხი და ფერი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ახლანდელისგან. ადრე მარილი მონაცრისფრო ფერის იყო. მსხვილი კრისტალი, რომელიც უნდა დაფშვნილიყო მარილად გადასაქცევად.

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

ახლა კი უკვე იყიდება იდეალურად თეთრი ფერის მარილი. თუმცა დაფიქრებულხართ თუ რამდენად უსაფრთხოა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ან მისი შემადგენლობა თუ გინახავთ?

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ქარდა ნატრიულ ქლორიდისა მარილის შემადგენლობაში ასევე არის საკვები დანამატები E535 და E536.

რა არის ეს საკვები დანამატები და რატომ უმატებენ მას მარილს?

E535 – ნატრიუმის ფეროციანიდი.
ის სტაბილიზატორების ჯგუფს მიეკუთვნება და მარილს უმატებენ იმისთვის, რომ გოროხები არ შეიკრას და იყოს ქათქათა თეთრი ფერის. E535 შეიცავს ციანიდის ნაერთებს, ამის გამო მისი დიდი რაოდენობით მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა.

E536 – კალიუმის ფეროციანიდი
ასეც სტაბილიზატორია და მას მარილს სიფხვიერისთვის ამატებენ. E536-ც შეიცავს ციანიდებს და ისიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.  ეს სტაბილიზატორი იწვევს კანის პრობლემებს, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ლიმფური კვანძების მუშაობის დარღვევას.

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

მართალია მარილი ამ საკვებ დანამატებს მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ზემოქმედება მაინც იგრძნობა ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ფეროციანიდები არ შეიწოვება კუჭის კედლებში და რომ ის უცველლი სახით გამოიდევნება ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით. განა ღირს კი გარისკვად ან საექსპერიმენტოდ საკუთარი ჯანმრთელობის გამეტება?

შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!

იმედი მაქვს, რომ ამ სტატიის გაცნობის შემდეგ თქვენ არა მარტო პროდუქტების, არამედ მარილის შემადგენლობასაც დაუთმობთ ყურადღებას.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
შეძენამდე აუცილებლად შეამოწმეთ მარილის შემადგენლობა!
თმის ცვენის საწინააღმდეგო სასმელი. რეცეპტი იხილეთ აქ…