ვარდის წყალი

ვარდის წყალი

ვარდი არა მარტო ყვავილების დედოფლად ითვლება, არამედ ნამდვილი სილამაზის სიმბოლოდ. ამ ყვავილის სამკურნალო თვისებებზე წერა ჯერ კიდევ ძველ წელთაღიცხვამდე დაიწყეს. ვარდის წყალს იყენებდნენ სახის კანის გასაგრილებლად.
დღეს ეს უნივერსალური საშუალება ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში: ვარდის წყალს და ვარდის ეთერზეთს უმატებენ სხვადასხვა კრემში, საპონსი, აბაზანის ბურთულებში, თმის მოვლის საშუალებებში და ა.შ. გარდა ამისა, ეს პროდუქტი გამოიყენება სხვადასხვა კულინარიული შედევრის მოსამზადებლად. დღეს ჩვენ გაგაცნობ ვარდის წყლის თვისებებს და აგიხსნით, თუ როგორ მოამზადოთ ის სახლის პირობებში.

ვარდის წყალი სახისთვის

ვარდის წყალი

ვარდის წყალი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის. გარდა ამისა, წყალს იყენებენ ბავშვებისთვის და ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაც. ვარდის წყალი არის ძალიან კარგი დამატენიანებელი და მატონიზირებელი საშუალება.

მოხმარების წესი:

  • ვარდის წყლის გამოყენება შეგიძლიათ პარსვის შემდეგ ან მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, რადგან ამ საშუალებას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ხსნის წვის შეგრძნებას და სიწითლეს.
  • თუ გაქვს მშრალი კანი ან გაწუხებთ ეგზემა, ატარეთ თან ვარდის წყალი. ის არის შესანიშნავი სახის გამაგრილებელი საშუალება.
  • ყვავილის წყლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ კანის PH ბალანსის შენარჩუნება, რომელსაც იწვევს საპნის ან სახის გამწმენდი საშუალებების ხშირი გამოყენება.
  • ვარდის წყალს იყენებენ სახის ტონიკის მაგივრად. ის დაგეხმარებათ ფორების შემცირებაში და სახიდან ჭუჭყის ბოლომდე მოშორებაში.
  • ანტიოქსიდანტების შემადგენლობის წყალობით მას ეფექტურად მოიხმარენ კანის ახალგაზრდობის შენასარჩუნებლად.
  • ვარდის წყალს აქვს აღმდგენი ეფექტი და ეფექტურია დაზიანებული კანის აღსადგენად, ნაწიბურების და დამწვრობის შემდგომ დარჩენილი ლაქების და დალურჯებების მოსაშორებლად.

ვარდის წყალი კოსმეტოლოგიაში

ვარდის წყალი

ვარდის წყლის გამოყენება არა მხოლოდ სახის კანისთვის, არამედ სხვა დანუშნულებითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გამოყენების წესი:

  • ვარდის წყალს უმატებენ სუნამოებს ან იყენებენ დამოუკიდებლად ტანის გამაგრილებელი სპრეის სახით. ეს წყალი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და ცხელი დღეების დროს, რადგან ჩვეულებრივი სუნამოს გამოყენება ამ დროს არ გვინდა.
  • თუ თქვენ თმას ხნით იღებავთ ან დამოუკიდებლად ამზადებთ სხვადასხვა ნიღბებს მშრალი ნაზავისგან, თამამად გამოიყენეთ ვარდის წყალი ჩვეულებრივი წყლის მაგივრად. ის აძლიერებს ნიღბის დადებით ეფექტს, არბილებს და ამაგრებს თმას.
  • ვარდის წყალს იყენებენ არა მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. შეინახეთ ბოთლით მაცივარში და დალიეთ მაშინ, როცა იგრძნობთ დაღლილობას ან თავის ტკივილს.

ვარდის წყალი კულინარიაში

ვარდის წყალი

ამ უნივერსალური საშუალების გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად. ვარდის წყალი შესანიშნავი დანამატია ნებისმიერი სახის დესერტისთვის. ვარდის წყალი ასევე კარგია პუდინგებისთვის, შაქრის გლაზურისთვის და ტკბილი სოუსებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროდუქტი ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებაა, ამიტომ გამოიყენეთ ზომიერად.

როგორ გავაკეთოთ ვარდის წყალი

ვარდის წყალივარდის წყლის დამზადება ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ 40-50 წუთი დაგჭირდებათ.

დაგჭირდებათ:

3 ცალი ვარდის ფურცლები

200 მლ. გამოხდილი წყალი

მომზადების წესი:

  • ფაქიზად მოაცილეთ ვარდებს ფურცლები და გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
  • მოათავსეთ ფურცლები ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ ბოლომდე დაფაროს.
  • დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, სანამ ფურცლები ფერს არ დაკარგავენ.
  • გადაწურეთ წყალი და გადაიტანეთ შუშის ბოთლში.

ვარდის წყალი

ვარდის წყლის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ ახლად დაკრეფილი ვარდები. მთავარია, რომ ისინი არ იყოს ქიმიურად დამუშავებული. აარჩიეთ არომატული ყვავილები, ეს მნიშვნელოვანია ვარდის წყლის სურნელებისთვის. თუ არ გაქვთ ახალი ყვავილები, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარიც.

ვარდის წყალი უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილზე. მისი შენახვის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წყლით დაამზადებთ მას: გამოხდილი წყლის შემთხვევაში შეგიძლაით შეინახოთ 1 თვე, ხოლო ონკანის წყლის გამოყენებისას აუცილებელია მისი მაცივარში შენახვა ვადის გასახანგრძლივებლად. ვარდის წყლის გაყინვაც კი შეგიძლიათ, ეს არ მოქმედებს მის სასარგებლო თვისებებზე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია