ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

პოდაგრისგან განკურნება, ამ პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრა, ყველა გვერდითი ეფექტის მოცილევა… შეწყვიტეთ ამაზე ოცნება. ყველა ექიმი ერთხმად ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელია და ჩვენც ვეთანხმებით მათ. უამრავი სამკურნალო საშუალება უბრალოდ ეხმარება ადამიანს დაავადებასთან ერთად ცხოვრებაში. თუმცა ხშირად ხდება ის, რომ აბები იწვევს მიჩვევას და მათი ეფექტურობაც აღარ არის ისეთი ძლიერი. ყველაზე უსაფრთხო მაინც ხალხური საშუალებები და დიეტაა, რომელიც დაგეხმარებათ პრობემის შიგნიდან გამკლავებაში და არა სიმპტომების მიძინებაში.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

პოდაგრას თან ახლავს საკმაოდ ძლიერი სახსრების ტკივილი, ართრიტის შემოტევები, კოლიკები თირკმელებში და კანქვეშა წანაზარდები. საჭიროა რეგულარული კონტროლი, რათა პრობლემამ უფრო მძიმე სახე არ მიიღოს. ჩვენ გთავაზობთ შინაურულ თერაპიას.

დიეტა პოდაგრის დროს

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

სპეციალისტები გვირჩევენ ვეგეტარიანულ დიეტას. ჩართეთ თქვენს რაციონში ხილის წვენი, რძე, ბოსტნეულის წვნიანი, რაც შეიძლება მეტი რძემჟავა პროდუქტები. აუცილებლად მიირთვით ხაჭო და ყველის რბილი სახეობები, მაკარონი და მარცვლეული.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად ითვლება სტაფილო, თეთრი კომბოსტო, ყაბაყი, კარტოფილი, კიტრი და ბადრიჯანი. სასურველია შეამციროთ მენიუში ნიახურის, ისპანახის, ბოლოკის და ასპარაგუსის რაოდენობა.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

თუ თქვენთვის ძნელია მარილზე უარის თქმა, ეცადეთ შეამციროთ მაინც მისი მოხმარების რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი სასმელი წყლის მიღება დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ბალახის ჩაი ლიმონით, ნატურალური ბურახი, ახლად დაწურული ხილის წვენი და ასკილის ნახარში.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

დაავადების გამწვავება იმის ნიშანია, რომ რაციონიდან უნდა ამოიღოთ თევზი და ხორცი. ყოველი მესამე დღე უნდა იყოს განტვირთვის (ხილი და ბოსტნეული, კეფირი, უცხიმო ხაჭო).

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

თევზის და ხორცის გარდა ასევე სასურველია უარი თქვათ ძლიერ ყავაზე და ჩაიზე, ნებისმიერი სახის პარკოსნებზე, კრემიან ტკბილეულზე, ლეღვზე, ყურძენზე და ჟოლოზეც კი. ცხარე საკვებიც ასევე აკრძალულია.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

დიეტა გეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, რომელიც პოდაგრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. აი გარეგან სიმპტომებთან გამკლავებაში კი სხვა საშუალება დაგეხმარებათ – სოდა. ამ ჩვეულებრივ თეთრ ფხვნილს პატარა სასწაულების მოხდენა შეუძლია.

სოდა პოდაგრის დროს

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

სოდიანი აბაზანა ხსნის სახსრების დაღლილობას, რომლის მიზეზიც გახდა წამონაზარდი. გააზავეთ 3 ლ. თბილ წყალში 3 ს.კ. სოდა და 9 წვეთი იოდი. ჩააწყვეთ ფეხები წყალში და გააჩერეთ 5-7 წუთით. დაღლილობა მაშინვე გაქრება ისე, თითქოს არც ყოფილა.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

მოამზადეთ სპეციალური მალამო – აურიეთ ერთმანეთს 1/2 ს.კ. სოდა, 30 გრ. გახეხილი სარეცხის საპონი, 100 მლ. მზესუმზირის ზეთი და 50 მლ. ნავთი. უნდა შეინახოთ ბნელ ადგილზე 72 საათით. წაისვით მალამო სახსრებზე და გადაიხვიეთ ბინტი, რათა გაათბოს. დაწექით ასე 30 წუთით მაინც.

ფეხებზე პოდაგრის მკურნალობა

ზოგი ადამიანი ეფექტურობის გასაზრდელად სვავს სოდიან წყალს, თუმცა ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის. გირჩევთ დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ ამ მხრივ სოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. აუცილებლად გაითვალისიწნეთ ექიმის რჩევები და დაიცავით დიეტა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ

შეაფასეთ სტატია