ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება

ჟოჟობა საოცარი მცენარეა, რომელიც იზრდება იქ, სადაც ცოცხალი ორგანიზმის უმეტესობა იღუპება. საუბარია უდაბნოზე. მკაცრი კლიმატის პირობებში ეს მცენარე არა მარტო იზრდება, არამედ ჩუქნის სამყაროს სასარგებლო ნაყოფს. ეს კაკლები საკვებად არ გამოდგება, მაგრამ მისგან ღებულობენ ძვირფას ზეთს, რომელიც სახელგანთქმულია თავისი თვისებებით. კოსმეტოლოგიაში ჟოჟობას ზეთი ფართოდ გამოიყენება სახის კანის და თმის მოვლისთვის.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება
ეს კომპონენტი ხშირად შედის სახის კრემის შემადგენლობაში. თუმცა მისი გამოყენება ცალკეც შეგიძლიათ. უკვე მრავალ გზის კვლევებმა დაამტკიცა, რომ ჟოჟობას ზეთი ნამდვილად ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს. დადის ჭორები, რომ თავად კლეოპატრა იყენებდა მას ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. როგორ მივიღოთ სასურველი ეფექტი?

როგორ გამოვიყენოთ ჟოჟობას ზეთი სახისთვის

სიბერისკენ მიმავალი კანისთვის

თავისი მოქმედებით ზეთი კოლაგენს მოგვაგონებს, რომელიც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ეს საშუალება ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას და ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის უნარს. მისი წყალობით ბუნებრივი გზით ხდება კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება.

თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ნიღაბი რამოდენიმე კომპონენტისგან. 2 ს.კ. ეთერზეთს გადაურიეთ 2 წვეთი პაჩულის ზეთი. ნაზავი წაისვით თითების მეშვეობით მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით სახის კანზე. მიეცით ნიღაბს შეწოვის საშუალება. თუ კანზე დარჩა ნიღბის ნაღცენები, მოიშორეთ ქაღალდის ხელსაწმენდით ან ბამბის დისკით.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება
შედარებით ღრმა ნაოჭებისთვის დაუმატეთ გვირილის და სანდლის ზის ზეთი. ისინი კარგად ატენიანებენ,  კვებავენ და ჭიმავენ სახის კანს. ეს კომბინაცია კარგია ასაკში შესული ქალბატონებისთვის.

პრობლემური კანისთვის

ამ ზეთის ანტიბაქტერიული და ანტისპეტიკური თვისება უმკლავდება მთელ რიგ დაავადებებს. ქრება სიწითლე და გამონაყარი, მალე ქრება ჩირქოვანი გამონაყარი. ეს საშუალება მალე კრავს ფორებს და არ იწვევს მათ დაცობას.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ზეთის შემადგენლობა ძალიან გავს კანის ცხიმის შემადგენლობას, ამიტომ კანი ვერ აღიქვამს განსხვავებულად. როცა თქვენ ისმევთ ნიღაბს, ჯირკვლები იღებენ სიგნალს, რომ დატენიანება ნორმაშია. აქედან გამომდინარე ხდება კანის ცხიმის გამომუშავების ნორმალიზება. ეს მნიშვნელოვანია ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის.

აკნესთვის

აკნესგან სწრაფად გასანთავისუფლებლად 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთს დაუმატეთ 1-1 წვეთი ლავანდის და ჩაის ხის ზეთი. წაისვით ნაზავი იქ, სადაც გაქვთ კონკრეტული პრობლემა. ზევიდან ამავე საშუალებაში დასველებული ბამბის დისკი. გაიჩერეთ 20 წუთი და ნარჩენები მოიშორეთ სუფთა ბამბის დისკით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 1-2 ჯერ.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება

თვალის გარშემო ზონისთვის

ყველაზე ნაზი და თხელი კანი არის თვალის გარშემო. ჩვენ ყოველდღე ვწელავთ მას მაკიჟის წასმის ან მოშორების დროს. სწორედ ასე ჩნდება ნაოჭების პირველი ხაზები. ამ ზონას განსაკუთრებული მოვლა ჭირდება.

მდგომარეობის გაუმჯობესებას ჩვენი სასწაულმოქმედი ზეთი შეძლებს. დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი თქვენს თვალის კრემს. პერიოდულად გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი მხოლოდ ჟოჟობის ზეთის დახმარებით. წინასწარ შეამოწმეთ კანი ალერგიულობაზე.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება
თქვენი ქუთუთოები მადლობას გეტყვიან, თუ მათთვის მოამზადებთ რაღაც განსაკუთრებულს. აიღეთ 1 ს.კ. ჟოჟობას და ავოკადოს ზეთი. დამატეთ ნაზავს 1-1 წვეთი ვარდის, პიტნის, სანდალის ხის, კამის და ლიმეტას ზეთი. წაისვით მცირეოდენი რაოდენობა თვალის გარშემო დღეში 1-2 ჯერ. თქვენ მოიხსნით არა მარტო ნაოწებს, არამედ დაღლილობის ნიშნებსაც.

წამწამებისთვის

წამწამების სიხშირის მოსამატებლად და ფერის გასაუმჯობესებლად დაგეხმარებათ ყოველდღიური მოვლა. წაისვით ჟოჟობას ზეთი საღამოს წამწამების სუფთა ჯაგრისით. ეცადეთ არ მოხვდეს ზეთი თვალში.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება

ტუჩებისთვის

ტუჩის კანს საკმაოდ კარგი მოვლა და გაფრთხილება ჭირდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში. დაამზადეთ სახში მალამო: 15 მლ. ჟოჟობას ზეთს გადაურიეთ 2 წვეთი პიტნის ზეთი. თითით ან მსუბუქი კბილის ჯაგრისით კარგად შეიზილეთ ეს საშუალება ტუჩებზე.

ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება
ამ უნივერსალური საშუალების ერთი ბოთლი ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლში. ის დაგეხმარებათ კანთან დაკაშირებული პრობლემების უმეტესი ნაწილის მოგვარებაში. ამის შემდეგ თქვენ სულ მალე უარს იტყვით ბევრ კოსმეტოლოგიურ საშუალებაზე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ჟოჟობას ზეთი სახისთვის: თავის მოვლის უნივერსალური საშუალება
როგორ მოვამზადოთ ბოლოკის სალათი: 5 საუკეთესო რეცეპტი