ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

ნიორი უკვე საუკუნეების მანძილზე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ამ პროდუტში არის 70-ზე მეტი ნივთიერება რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს, აქვთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და ამაგრებენ გულის კუნთს. ნიორი კარგად კომბინირდება ისეთ პროდუქტებთან, როგორიც არის: ლიმონი, რძე და წითელი ღვინოც კი. დღეს სწორედ წითელი ღვინის და ნივრის სასარგებლო თვისებებზე გესაუბრებით.

წითელი ღვინო მოქმედებს ორგანიზმზე როგორც კარდიოპროტექტორი. მისი მცირე დოზებით მიღების სასარგებლო თვისებები მეცნიერულად არის დამტკიცებული. ნივრის და ღვინის ნაზავი აძლიერებს ორივე პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. მხოლოდ ამ სამკურნალო ნაყენის მომზადებისას არის საჭირო აუცილებლად ნატურალური ღვინის გამოყენება.

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

ღვინის და ნივრის ნაყენის სასარგებლო თვისებები

ეს საშუალება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ საჭირო ყველა სისტემაზე:

  • ამაგრებს იმუნიტეტს;
  • არეგულირებს არტერიულ წნევას;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  • წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას;
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაჩენის რისკს;

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

  • გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები და მარილები;
  • ანადგურებს დაავადებების გამომწვევს ბაქტერიებს;
  • ხსნის ანთებით პორცესებს, განსაკუთრებით გინეკოლოგიის კუთხით;
  • დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

დაგჭირდებათ:

  • 1 თავი საშუალო ზომის ნიორი
  • 0,7 ლ. ნატურალური წითელი ღვინო

გაასუფთავეთ ნიორი და დააქუცმაცეთ (სასურველია ხის დაფაზე და ხის საჭყლეტით). ეს მნიშვნელოვანია, რადგან რკინასთან შეხებისას პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამის შემდეგ გადაიატნეთ ნივრის ფაფა შავი მინის ჭურჭელში და დაასხით ღვინო. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილზე 7-8 დღით.

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

დღეში 2-ჯერ კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი და 7-8 დღის შემდეგ გადაწურეთ. სითხე მოათავსეთ მინის ბოთლში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:

ნაყენი უნდა მიიღოთ 1 ან 2 თვიანი კურსით შეუსვენებლად. დღეში უნდა მიიღოთ 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 15 მლ.

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

ცოცხალი ნივრისგან განსხვავებით, ეს ნაყენი რაც უფრო დიდხანს ინახება, მით უფრო ძლიერდება მისი სამკურნალო თვისებები. ყველაზე სასარგებლო არის 2-3 წლიანი დაძველებით. ასე რომ შეგიძლიათ დაამზადოთ დიდი რაოდენობით და შეინახოთ ცივ ადგილზე.

უკუჩვენება: გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება. ორსულებისთვის და მეძუძურთათვის ალკოჰოლის ნებისმიერი სახით მიღება აკრძალულია. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ნივრიანი ღვინო აძლიერებს მადას.

ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად
აი რატომ არ უნდა დალიოთ დილით უზმოზე ყავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!