სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

ჩვენ პატარობიდან გვასწავლეს, რომ სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლოა ჩვენითვის. ბებიები კი გვიმტკიცებდნენ, რომ სტაფილოს ჭამა გაგვიუმჯობესებდა მხედველობას. სინამდვილეში ეს ბოსტნეული არა მხოლოდ თვალებისთვისაა სასარგებლო. მოდით უკეთ გავეცნოთ რაში მდგომარეობს სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები.

სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნებისთვის სტაფილოსგან ამზადებენ ფრეშს, რომელიც უკეთესად და ბევრად სწრაფად ათვისებადია, ამასთან ერთად ის მდიდარია სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით. ჩვენ შევარჩიეთ 7 ყველაზე გამორჩეული თვისება, რომელიც დაგარწმუნებთ სტაფილოს წვენის დალევის აუცილებლობაში. მისი გამოყენება საჭიროა კურსების მიხედვით: 2 კვირა სვავთ ყოველდღე, ხოლო 4 კვირა ისვენებთ.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

1. იმუნიტეტის გაძლიერება

იმუნიტეტის გასაძლიერებლად უკეთეს საშუალებას ვერც იპოვით. ის შეიცავს დიდი რაოდენობთ სხვადასხვა ვიტამინებს: C, A, PP, E. დალიეთ, აიმაღლეთ იმუნიტეტი და თავიდან აირიდეთ ავადმყოფობას.

2. აღკვეთს გულის დაავადებების განვითარების რისკს

სტაფილოს წვენში არის დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინი, რომელიც არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

3. აუმჯობესებს მხედველობას

სტაფილო ნამდვილად აუმჯობესებს მხედველობას. ყველაფერი A ვიტამინის წყალობით ხდება, რომელიც ხელს უშლის თვალის რამოდენიმე დაავადების განვითარებას და ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

4. ონკოლოგიის პროფილაქტიკა

უკვე უამრავმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ სტაფილოს წვენის გამოყენება ამცირებს მსხვილი ნაწლავის, ფილტვების და სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების რისკს. სტაფილოს წვენი ანელებს დაბერების პროცესს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის ჟანგვით პროცესებს.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

5. დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე

თუ თქვენი კანი გამომშრალი და გაღიზიანებულია, აღინიშნება სიწითლე და ანთებითი პროცესები ე.ი. ორგანიზმს აკლია A ვიტამინი. ის იცავს კანს კანს გარემო ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენისგან და ხელს უშლის კანის ადრეული დაბერების პროცესს.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

6. აძლიერებს ნერვულ სისტემას

სტაფილოს წვენი კიდევ ერთი ნერვების დასამშვიდებელი საშუალებაა. წვენი ძალიან კარგია გადაღლილობის, ნერვული დაძაბულობის, სტრესის და ჰიპერტონიის დროს.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

7. ღვიძლის აღდგენა

ორგანიზმის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სტაფილოს წვენი. თუმცა მასთან ერთად სასურველია ჭიქაში დაუმატოთ ნაღები ან არაჟანი. ამ შემთხვევაში A ვიტამინი უკეთ ათვისებადი ხდება.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

მიუხედავად ასეთი სასარგებლო თვისებებისა, არ ღირს სტაფილოს წვენის დიდი რაოდენობით და ყველასთვის მიღება. თუ თქვენ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული, გასტრიტი, მომატებული მჟავიანობა, მაშინ უარი უნდა თქვათ სტაფილოს წვენზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა კი აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სტაფილოს წვენი შეგიძლიათ მიიღოთ სხვა ბოსტნეულის ან ხილის წვენთან ერთად: ლიმონი, ჭარხალი, ნიახური.

სტაფილოს წვენის სასარგებლო თვისებები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ

შეაფასეთ სტატია