ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით…

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

ბავშვის ზეთი არა მხოლოდ კარგად ატენიანებს ბავშის კანს, არამედ ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ოჯახშიც სხვადასხვა  საჭიროების მიხედვით.

არსებობს ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელსაც დღეს ჩვენ გაგაცნობთ

როგორ შეგვიძლია ბავშვის ზეთის გამოყენება?

1. მასაჟი

მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის მასაჟის დროს რეკომენდირებულია ბავშვის ზეთის გამოყენება, რადგან ის განკუთვნილია ბევრად დელიკატური კანისთვის.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

2. აქერცლილი ქუსლების აღდგენა

ფეხის დაბანის შემდეგ წაისვით ბავშვის ზეთი კარგად გამშრალებულ ფეხის ქუსლებზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. დაიტოვეთ მთელი ღამე და უკვე დილით ვეღარ იცნობთ თქვენ ქუსლებს. რამოდენიმე დღეში თქვენი ქუსლები იქნება გლუვი და დატენიანებული. აღარ შეგაწუხებთ აქერცლილი ქუსლებით გამოწვეული დისკომფორტის შეგრძნება.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

3. სტრიების მოშორება

სტრიები კანის არასაკმარისი ტენიანობის გამო ჩნდება.  ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ ორსულ ქალებს.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

ორსულობის პერიოდში ბავშვის ზეთის გამოყენება ყველაფერთან ერთად უსაფრთხოა. ორსულობის დასაწყისიდან დაიწყეთ მისი გამოყენება. დღეში ერთხელ დაიზილეთ ბარძაყების და მუცლის კანი. ასე თავიდან აიცილებთ სტრიების გაჩენას. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ დღეში 2-3ჯერ გაიკეთოთ ეს პროცედურა.

 

4. დაგეხმარებათ ბეჭდის მოხსნის შეფერხებისას

ხშირად ხდება სხვადასხვა ფაქტორის გამო ხელების შეშუპება და თუ ამ დროს ხელზე ბეჭედი გვიკეთია, ის უფრო გვიჭერს და იწვევს ტკივილს. ამ დროს ბავშვის ზეთი დაგეხმარებათ. წაისვით ის პრობლემურ თითზე და ნელ-ნელა დაიწყეთ ბეჭდის მოხსნა.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

5. მაკიაჟის მოშორება

მაკიაჟის მოსაშორებლად ბავშვის ზეთი ძალიან ეფექტურია. ბამბის დისკის დახმარებით წაისვით ზეთი სახეზე, დაელოდეთ 2-3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ცხელი წყლით.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

6. წებოს მოშორება

ბავშვის ზეთი იდეალურად აშორებს ეტიკეტებისგან და წებოვანი პლასტირისგან დატოვებულ წებოვან ნარჩენებს. მაგარი სტრუქტურის ქსოვილის და ზეთის დახმარებით შეძლებთ ამ წებოვანი ნარჩენებისგან განთავისუფლებას.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

7. თმის საღებავის მოცილება კანიდან

შეიზილეთ შეღებილ კანის მონაკვეთზე ზეთი, დაელოდეთ რამოდენიმე წუთი და შემდეგ ბამბის დისკის საშუალების მოიწმინდეთ.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

8. ავეჯის გაპრიალება

ხის, ტყავის და უჟანგავი მეტალის ავეჯის გასაპრიალებლად გამოიყენეთ ცოტაოდენი ბავშის ზეთი და რბილი ქსოვილი. ეს პროცედურა დაუბრუნებს ავეჯს პირვანდელ შეხედულებას.
გაითვალისწინეთ! არაა საჭირო ბერი ზეთის გამოყენება, რამოდენიმე წვეთიც საკმარისია.

ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით...

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

წარმატებას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ბავშვის ზეთის გამოყენების რამოდენიმე უცნობი გზა, რომელიც აქამდე არ იცოდით…
ეს მცენარე ნამდვილად ღვთის საჩუქარია! მისი ფოთლები…