იცოდით, რომ სისხლის თითოეულ ჯგუფს სპეციალური დიეტა ესაჭიროება? შეგიძლიათ ძალიან მარტივად გახდეთ, თუ გაითვალისწინებთ…

Эффективная диета по группе крови для похудения: таблица продуктов питания, примерное меню для каждой группы крови и рекомендации диетологов | QuLady

Эффективная диета по группе крови для похудения: таблица продуктов питания, примерное меню для каждой группы крови и рекомендации диетологов | QuLady

ჭარბი წონა თანამედროვე საზოგადეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სასწაულმოქმედი დიეტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ჭარბი წონის მქონე ადამიანთა რიცხვი არა.  წონის დასაკლებად უამრავ მეთოდს მივმართავთ: ფიზიკური დატვირთვა, საკვების რაოდენობის შემცირება, ანტიცელულიტური კრემები და ა.შ.

 

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გამოსავალი მდგომარეობს სისხლის ჯგუფის მიხედვით სწორად შერჩეულ კვების რაციონში. ეს დიეტა შეიმუშავა ექიმმა-ნატუროპათმა პიტერ დ,ადამმა. ეს იდეა ეფუძნება იმ მოსაზრებას რომ, სისხლი არის გასაღები თითოეული ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილების გასაგებად.

იცოდით, რომ სისხლის თითოეულ ჯგუფს სპეციალური დიეტა ესაჭიროება? შეგიძლიათ ძალიან მარტივად გახდეთ, თუ გაითვალისწინებთ...

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით

მეცნიერმა ჩაატარა უამრავი სამედიცინო თუ ისტორიული კვლევა და დაადგინა რომ, ადრე ჩვენს წინაპრებს მხოლოდ ერთი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ. ხოლო დანარჩენები შემდეგ წარმოიქმნა, ევოლუციის პროცესში კვების რაციონის გამრავალფეროვნებასთან ერთად.

 

диета по группе крови

 

პირველი ჯგუფის სისხლი О(I)

პიტერ დ’ადამოს თქმით, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებმა უმეტესწილად უნდა მიირთვან ხორცი. მათთვის სასარგებლო პროდუქტების სიაში შედის: წითელი ხორცი, ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი, მაგრამ არა მჟავე. მათთვი ასევე სასარგებლოა ბალახეულის ჩაი და წითელი ღვინო.

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ციტრუსებს, კარტოფილს, ნაყინს, მარცვლეულს, პარკოსნებს და კომბოსტოს. (ბრიუსელის, ყვავილოვანი და თეთრი)

 

მეორე ჯგუფის სისხლი А(II)

ამ ჯგუფის ადამიანებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა ვეგეტარიანული კვების რაციონი. ასეთი საკვები ხელს შეუწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდებას. იშვიათად შეიძლება ქათმისა და ინდაურის ხორცის მიღება.

მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ხორცს, ლობიოს, ნაყინს, შოკოლადს, შაქარს და არაქისის კარაქს. სალათების შეზავებას გირჩევთ ზეითუნის ან სელის ზეთით. გაზირებული სასმელები და შავი ჩაი შეაფერხებს გახდომის პროცესს.

 

მესამე ჯგუფის სისხლი В(III)

ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ძალიან გაუმართლათ, რადგან მათ თითქმის ყველაფრის მიღება შეუძლიათ. თუმცა წონაში კლების პროცესის გასაუმჯობესებლად უკეთესია თუ მოერიდებიან სიმინდს, მიწის თხილს, პომიდორს, წიწიბურას, ღორის ხორცს, ხორბალს, ოსპს, სეზამს და ტომატის წვენს.

 

მეოთხე ჯგუფის სისხლი АВ(IV)

ამ იშვიათი ჯგუფის სისიხლის მქონე ადამიანები ცუდად ითვისებენ ცილებს. პროფესორი მათ ურჩევს ზომიერ და მრავალფეროვან კვებას. თუმცა რაციონში საჭიროა ისეთი პროდუქტების შემცირება, როგორიცაა: წითელი ხორცი, ლობიო, სიმინდი, მზესუმზირა და წიწაკა. სასურველია გაზარდოთ რაციონში მწვანე ბოსტნეულის ზღვს პროდუქტების და რძის პროდუქტების რაოდენობა.

ეს დიეტა გამორიცხავს ყველანაირი მავნე საკვებისა და სასმელის მიღებას. ისინი, ვინც უკვე გამოსცადეს ასეთი კვების სისტემა, ნამდვილად კმაყოფილები არიან და ურჩევენ სხვებსაც.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
იცოდით, რომ სისხლის თითოეულ ჯგუფს სპეციალური დიეტა ესაჭიროება? შეგიძლიათ ძალიან მარტივად გახდეთ, თუ გაითვალისწინებთ…
get rid of heel pain-ის სურათის შედეგი
თავიდან აიცილეთ ფეხების ტკივილი! ეს მარტივი მეთოდები შვებას ნამდვილად მოგგვრით