გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები

ადამიანის ორგანიზმი ეს ხომ ერთი დიდი მექანიზმია. გარკვეული დეტალების გამოცვლა ან მოშორება შესაძლებელია. თუ მწყობრიდან ძრავი გამოვიდა აი მაშინ კი გაუჭირდება ორგანიზმს მუშაობის გაგრძელება. აი ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ გულს. ის ხშირად ზიანდება არასწორი კვების მავნე ჩვევებისგან. გულ-სისხლსძარღვთა სისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვსვავთ. არის გარკვეული სასმელები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ორგანოს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები
დროთა განმავლობაში ყველაზე ძლიერი ძრავიც კი იცვითება. მთელი სისტემის გასაძლიერებლად გირჩევდით ნატურალური სასმელების მიღებას, რომელიც თავად ბუნებამ გვიბოძა. აი ტკბილი შუშხუნა სასმელებისგან კი სამუდამოდ განთავისუფლებას გირჩევდით. გთავაზობთ გულისთვის სასარგებლო სასმელების სიას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლო სასმელები

წყალი

ჩვენი ორგანიზმი ძირითადად წყლისგან შედგება. მისი უკმარისობა ნამდვილი სტრესია ორგანიზმისთვის. წყლის არასაკმარისი რაოდენობის როს სისხლი სქელდება, რაც ართულებს მის მოძრაობას. ორგანიზმს ამ დროს უწევს დამატებით დატვირთვის მიღება, რათა გაართვას თავი მუშაობას.

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წყლის სწორად მიღება ამცირებს ინფარქტის მიღების რისკს 70%-ით. ამ დროს ორგანიზმი ბევრად მარტივად თავისუფლდება ტოქსინებისგან და ჭარბი ცხიმისგან.

მწვანე ჩაი

1 ჭიქა მწვანე ჩაი დილიდან აგავსებთ ენერგიით და ხელს შეუწყობს ორგანიზმის ძრავის მუშაობას. ამ სასწაულ სასმელში არის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, რომელიც იცავს გულს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, ანთებისგან და ონკოლოგიური დაავადებებისგან. მათი განვითარების რისკი მცირდება 2-ჯერ.

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები

დღეში 4 ჭიქა მწვანე ჩაის მიღება სისხლძარღვების კედლებს ხდის ბევრად ელასტიურს. ეს სასმელი შესანიშნავად არეგულირებს წნევას.

წითელი ღვინო

მშრალი წითელი ღვინო ბუნებრივი კარდიოპროტექტორია. მის შემადგენლობაში მყოფი პოლიფენოლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს.

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები
მშრალი ღვინის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და ორგანიზმის გაწმენდაში. გახსოვდეთ, რომ ის ალკოჰოლური სასმელია და დღეში მხოლოდ 50 გრამის მიღებაც საკმარისი იქნება.

ბროწეულის წვენი

დიდი ხნის მანძილზე ბროწეულის წვენი არ შედიოდა გულისთვის სასარგებლო სასმელთა სიაში. თუმცა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის შეიცავს 3-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტებს ვიდრე ნებისმიერი სხვა სასმელი. კალიუმი და მაგნიუმი ამაგრებს გულის კუნთს.

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები

ბროწეულის წვენი ამცირებს წნევას და შესანიშნავი საშუალებაა სკლეროზის პროფილაქტიკისთვის. დღეში მხოლოდ 1 ჭიქა წყალში გახსნილი წვენი საკმარისია. თუმცა იცოდეთ, რომ ეს სასმელი კბილებისთვის არც ისე სასარგებლოა. მჟავიანობის დიდი დონის გამო ის აძიანებს კბილის ემალს, ამიტომ ეცადეთ მიირთვათ საწრუპით.

ყავა

ყავის მოყვარულებს შეუძლიათ თავისუფლად ამოისუნთქონ. ახალმა კვლევებმა როგორც იქნა აანთო მწვანე შუქი. ყავის მოხმარება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლოც კი გახდა. ყავის შემადგენლობაში მყოფი კოფეინი ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. გამონაკლისი მხოლოდ ჰიპერტონიკები არიან. მათთვის საშიშია ყავის მიღება, რადგან ის წნევის აწევას იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს დღეში 4 ჭიქა ყავის მიღება შეუძლია.

გულის გამართული მუშაობისთვის სასარგებლო სასმელები

ყურადღებით დააკვირდით რას სვავთ მთელი რის მანძილზე. უხარისხო სასმელი დააზიანებს თქვენს გულს. ასევე მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ამა თუ იმ სასმელზე. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, ჯობია მიმართპთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია