როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან
ზაფხული ღია ტანსაცმლის სეზონია. წელიწადის ამ დროისთვის მზადებისთვის ჩვენ დიდ ენერგიას ვხარჯავთ, უარს ვამბობთ საყვარელ ტკბილეულზე, ვცდილობთ ცხოვრების აქტიური რიტმის შენარჩუნებას და ყურადღბას ვაქცევთ წონას.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

როგორ მოვიშოროთ შებერილი მუცელი

განათავსეთ 4 თითი ჭიპის ზედა მხარეს ჰორიზონტალურად. წერტილი, რომელიც უნდა დაიმასაჟოთ. იმყოფება სწორედ ზედა თითის ზევით. დაიმასაჟეთ წრიულად საათის ისრის მიმართულებით 2-3 წუთის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ მომატებულ ნერწყვის გამოყოფას და ამის შემდეგ შებერილობაც გაივლის.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

კუჭის ტკივილის დროს გაიკეთეთ შემდეგი მასაჟი: წერტილი, რომელიც უნდა დაიმასაჟოთ, იმყოფება ჭიპის ზევით 2 თითის დაშორებით. დაიმასაჟეთ ის 2-3 წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით და პირიქით.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

ეს მასაჟი კი მოაწესრიგებს ნაწლავების მუშაობას: საჭირო წერტილი იმყოფება ჭიპის ქვედა მხარეს. დაიდეთ 4 თითი ჰორიზონტალურად და დაიმასაჟეთ ნეკა თითთან მდებარე ადგილი 2-3 წუთის განმავლობაში, როგორც საათის ისრის მიმართულებით, ასევე მის საწინააღმდეგოდ.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ დალიოთ თბილი ლიმონიანი წყალი ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ განთავისუფლდებით გულძმარვისგან.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

არ დალიოთ ყავა და რძე საუზმეზე. უპირატესობა მიანიჭეთ იოგურტს ან კეფირს. ამ სასმელებში არის პრებიოტიკები, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების მონელებაში.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

არ მიაყოლოთ საკვებს წყალი, რადგან ეს ხელს უშლის საკვების ნორმალურად მონელების პროცესს.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

არ მიიღოთ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე. ალკოჰოლის შემცველი სასმელი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას. თუ მას მიიღებთ მშიერ კუჭზე, კუჭის წვენი იწყებს მისი კედლების დაზიანებას.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

მიირთვით კოჭას ჩაი. ის დაამშვიდებს კუჭს, შეამცირებს აირების დაგროვებას და ნაწლავების აქტიურობას.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

ნუ მიიღებთ ზედმეტად ცხიმიან საკვებს. ამის გამო კუჭი იძულებულია გამოიმუშავოს ზედმეტი აირები.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

არ მიირთვათ საკვები სიარულისას ან ნუ ისაუბებთ ბევრს, რადგან ამ დროს ყლაპავთ ზედმეტ ჰაერს, რომელიც იწვევს შებერილობას.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

ნუ მიიღებთ ზედმეტი რაოდენობით უჯრედისის შემცველ საკვებს. ის აძნელებს ნაწლავების მუშაობას, რადგან რთული მოსანელებელია.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

ეცადეთ არ მოექცეთ სტრესის ქვეშ, რადგან მას შეუძლია ნაწლავების მოტორიკის დარღვევა. ისწავლეთ მოდუნება. შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციას, რომელიც დაამშვიდებს თქვენს გონებას და კუჭს.

როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
როგორ განვთავისუფლდეთ შებერილობისგან
ამ არომატულმა სასმელმა წნევის ცვლილება საერთოდ დამავიწყა…