როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

ქალბატონების 90%-მა იცის რა არის ცელულიტი. ”ფორთოხლის” კანისგან იტანჯებიან არა მხოლოდ სრული, არამედ გამხდარი ქალბატონებიც. მეტიც, ეს პრობლემა მამაკაცებისთვისაც საკმაოდ ნაცნობია. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ არ კარგავს აქტუალურობას ცელულიტის მოშორების საკითხი.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება
ადრე ჩვენ გაგიზიარეთ უნივერსალური პროცედურა, რომლის განმეორებაც შეგეძლოთ სახლის პირობებში. სამწუხაროდ ეს არა არის საკმარისი ცელულიტისგან სამუდამოდ გასანთავისუფლებლად. ფორთოხლისებური კანის პრობლემისადმი საჭიროა კომპლექსური მიდგომა. პირველ რიგში საჭიროა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება, მეორე – არ დაგვავიწყდეს ფიზიკური დატვირთვის შესახებ. რაღა თქმა უნდა არ უნდა გამოგვრჩეს სწორი კვება და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალი

სალა

თითქოს რა სარგებელი უნდა მოგვიტანოს ხომ ამ პროდუქტმა?  თუმცა ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია მის ხარისხზე. დღის პირველ ნახევარში ერთ ცალ თხელ ნაჭერ სალას თქვენი თქვენი დახმარება შეუძლია. სალა მიეკუთვნება ცხიმების კატეგორიას, რომელიც მარტივად ათვისებადია. ამიტომ ამ პროდუქტს შეუძლია ორგანიზმში ზედმეტი ცხიმის დაწვა. ჩვენ გირჩევთ სალას ჩართვას თქვენს რაციონში.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

თხილი

პირველ რიგში თხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. მეორე ის, რომ ის მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ებრძვის მყარ ცხიმს. თუმცა გახსოვდეთ, რომ დღეში 100 გრამზე მეტის მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

მთელმარცვლოვანი პური

ასეთი პურის შემადგენლობაში არის B ჯგუფის ვიტამინები, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის წვას. გარდა ამისა ეს პროცესი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

ზეითუნის ზეთი

ეს პროდუქტი შეიცავს პოლიუჯერ ცხიმებს და ოლეინის მჟავას. მათ შეუძლიათ ცხიმის ათვისება და დაწვა. მიუხედავად პროდუქტის კალორიულობისა, ის სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

საზიანო პროდუქტების სია

მსხალი

ერთი შეხედვით გვგონია, რომ მსხალი ისევე სასარგებლოა როგორც ყველა ხილი. გაგიკვირდებათ და ეს ასე არ არის. 100 გრამი მსხალი შეიცავს 5,2 გრამ ფრუქტოზას. ამ ხილის დღის მეორე ნახევარში მიღება პირდაპირი გზაა ცელულიტისკენ.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

დაკონსერვებული პომიდორი და კიტრი

როგორ წესი ზამთრისთვის გადანახულ კონსერვებში ჭარბობს მარილი და ძმარი. სწორედ ეს პროდუქტები აკავებენ ორგანიზმში სითხეს და ხელს უწყობენ შეშუპების წარმოქმნას.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

მანის ფაფა

100 გრ. მანი შეიცავს 73,3 მარტივ ნახშირწყლებს. ისინი მაშინვე გაიწოვება პირის ღრუში, ამ დროს ინსულინი ვერ ასწრებს განეიტრალებას. ამიტომ ზედმეტი ნახშირწყლები მარტივად გარდაიქმნება ცხიმად.

გამომშრალი ხილი

ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მატებას. დღეში 400 გრამზე მეტი გამომშრალი ხილის მიღება ხელს უწყობს ცელულიტის გაჩენას. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კურაგის და შავი ქლავის ჩირის მიღების რაოდენობას.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

კარტოფილი

ამ შემთხვევაში ყველაფერი მისი მომზადების მეთოდზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული. შემწვარი კარტოფილის რეგულარული მიღება მიგვიყვანს ცელულიტამდე. თუმცა კვირაში ორჯერ ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი კარტოფილის მირთმევის შემთხვევაში შეგვიძლია აღარ შეგვეშინდეს.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

წვენები

ყოველდღიურად 200 მლ. მაღაზიაში შეძენილი წვენის მიღება მიგვიყვანს ცელულიტის გაჩენამდე ან სიტუაციის გაღრმავებამდე. ყველაფერი დამოკიდებულია არომატიზატორებზე, გემოს გამაძლიერებლებზე და ტოქსიკურ საღებავებზე. გარდა ამისა ასეთი წვენები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.

როგორ განვთავისუფლდეთ ცელულიტისგან: კვება

როგორც ხედავთ ზოგიერთი პროდუქტის სასარგებლო თვისებებს შესახებ ინფორმაცია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. დააბალანსეთ თქვენი კვების რაციონი, ამ შემთხვევაში ცელულიტის მოშორება ბევრად გაგიადვილდებათ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია