მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე – 9 რეცეპტი

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დიეტის დაცვა საკმაოდ რთულია. ამ დროს გვიწევს უარი ვთქვათ ჩვენს საყვარელ საკვებზე და ჩავანაცვლოთ ის თითქმის უგემური საკვებით. საკვები ნივთიერებების, ცილების და ნახშირწყლების უკმარისობის გამო კი გვაწუხებს მუდმივი შიმშილის შეგრძნება, რაც დამატებით სტრესთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ 9 უმარტივესი რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა მოამზადოთ დიეტური სენდვიჩი გლუტენის გარეშე.

სენდვიჩის რეცეპტები

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

აქ თქვენ ნახავთ სხვადასხვა სახის სენდვიჩების რეცეპტებს, რომლებიც მოგანიჭებენ ბევრად მეტ ენერგიას ვიდრე პურიანი სენდვიჩები. ყველაფერთან ერთად ისინი არის დიეტური და ძალიან გემრიელი.

კიტრის სენდვიჩი

აიღეთ დიდი ზომის კიტრი, გაჭერით შუაზე და მოწერით ბოლოები. გაანთავისუფლეთ ორივე ნაწილი რბილი ნაწილისგან. განთავისუფლებული გული ამოავსეთ თინუსით და გადაუსვით ცოტაოდენი კრემ-ყველი. თქვენი საზაფხულო ნოყიერი წასახემსებელიც მზადაა!

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

პამიდვრის ბურგერი

აიღეთ დიდი ზომის პამიდორი, გაჭერით შუაზე და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ასევე თხელ ნაჭრებად დაჭრით მოცარელას ყველი. დადეთ ერთმანეთზე ფენა-ფენა პამიდორი, მოცარელა, ბაზილიკი და სატაცური. გემოს გასაძლიერებლად ბოლოს მოასხით ცოტაოდენი ღვინის ძმარი.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

Мясной рулет с зеленьюА вы знали, что калорийность постной ветчины — 145 ккал на 100 г? Сытно и малокалорийно. А потому нарежьте ее тонкими кусочками и заверните внутрь немного шпината и болгарского перца. Не забудьте про ложечку дижонской горчицы и щепотку соли.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

ქათმის სენდვიჩი

უამრავი დიეტის დროს ქათმის მკერდი (ფილე) მთავარი ინგრედიენტია. 200 გრ. სავსებით საკმარისია ერთი ჭამისთვის, მაგრამ რასთან ერთად მივირთვათ ის? გირჩევთ გამოაცხოთ ის გრილზე ან ღუმელში ცხიმის გარეშე. შეაზავოთ სანელებლებით, გაჭრათ შუაზე და მოათვსოთ იქ რუკოლა, ნაღების ყველი და ცოტაოდენი მდოგვი.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

ბულგარული წიწაკის სენდვიჩი

აიღეთ მოზრდილი ბულგარული წიწაკა და გაჭერით შუაზე. გულში გამოიყენეთ მოცარელა, ისპანახი და თხლად ადჭრილი ავოკადო. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

საზამთროს სენდვიჩი

კიდევ ერთი საზაფხულო წასახემსებელი. უბრალოდ დაჭერით ის თხელ სამკუთხედ ნაჭრებად, წაუსვით ყველი, დაუმატეთ პიტნა და მოასხურეთ ბალზამის სოუსი.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

კომბოსტოს რულეტი

აირჩიეთ სასურველი კომბოსტო და დაამარინადეთ ის თაფლში და ლიმონის წვენში. იმისთვის, რომ ის მარტივად გადაახვიოთ, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. გულსართისთვის აიღეთ ქინძი, სეზამის მარცვალი, ცოტაოდენი ჭარხალი და ჰუმუსი. სიმწარისთვის დაუმატეთ კოჭა.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

სალათის ფოთლის რულეტი

კრევეტები დიეტის დროს ჩვენთვის ყველაფერია. მოხარშულ მდგომარეობაში მათი კალორიულობა 100 გრ-ზე არ აღმატება 95 კკალ-ს. მისი კილოგრამობით მისი შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ რამოდენიმე გემრიელი სენდვიჩის გამზადება. გულსართისთვის გამოიყენეთ ისპანახი, მწვანე ზეთის ხილი, კრევეტები და ნაღების ყველი.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

ბადრიჯნის სენდვიჩი

ბადრიჯანი ერთ-ერთი ყველაზე დიეტური პროდუქტია. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია ბუნებაშიც გრილზე. გამოაცხვეთ 2 ნაჭერი (დაახლოებით 1 სმ. სისქის), მოაყარეთ მარილი, პილპილი და გაუკეთეთ გულსართი: მოთუშული სოკო, ყაბაყი, პამიდორი და ცოცხალი სალათის ფოთოლი.

მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე - 9 რეცეპტი

ამ სენდვიჩების მომზადება საკმაოდ მარტივია. ის გემრიელია და სასარგებლო, ამასთან ერთად დიეტურიც. ნაღების ყველი მაგარ ყველზე დაბალ კალორიულია, მაგრამ მისი ჩანაცვლებაც შეგიძლიათ ბერძნული იოგურტით. ამ სენდვიჩების გამოყენება თამამად შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზეც.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
მოამზადეთ სენდვიჩები პურის გარეშე – 9 რეცეპტი
ჩიას თესლი: სასარგებლო თვისებები და მომზადების წესი