B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის

B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის

საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ. მაშინაც კი, თუ არაფერი არ გაწუხებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება კვების, ფიზიკური დატვირთვის და ძილის რეჟიმს. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთ-ერთი კვლევა, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის უმნიშვვნელოვანესია B9 ვიტამინი.

ეს არის B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც არის საკვები პროდუქტის შეადგენლობაში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანში შესულმა ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ორგანიზმში ამ ვიტამინის რაოდენობას და გეტყვით რატომ…

B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის

B9 ვიტამინი: რატომ არის საშიში მისი ნაკლებობა

ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერები მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს დემენციის და ხანდაზმულ ასაკში სიკვდილის მიზეზი. მკვლევარები 4 წლის განმავლობაში აგროვებდნენ ინფორმაციას დაახლოებით 27 000 ხანდაზმული ადამიანის შესახებ. ამ კვლევაში მონაწილეებიდან დემენციით იტანჯებოდნენ ისინი, ვისაც აღენიშნებოდა ფოლიუმის მჟავის დეფიციტი.

B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის
არ აურიოთ ერთმანეთში ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B9. ვიტამინი არის საკვებ პროდუქტებში, ხოლო ფოლიუმის მჟავა ამ ვიტამინის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხელოვნურადაა სინთეზირებული. ჩვეულებრივ ის საკვები დანამატის სახით გამოიყენება.

B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის
ორგანიზმში ამ ვიტამინის დონის მოსამატებლად, საკმარისია რაციონში იქონიოთ ის პროდუქტები, რომელიც მდიდარია B9 ვიტამინით. ეს არის კვერცხი, კივი, ლობიო, ფორთოხლის წვენი, მარცვლოვანი პროდუქტები, არაქისის კარაქი და ასპარაგუსი.

B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის
B9 ვიტამინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის და ახალი ერითროზიტების წარმოსაქმნელად. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა საკმაოდ მძიმეა ორგანიზმისთვის, ამიტომ ჯობია არ მიიყვანოთ საქმე ამ დონემდე. მიიღეთ ის საკვები დანამატის სახით ან საკვები პროდუქტების მეშვეობით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
B9 ვიტამინის ნაკლებობა: სერიოზული პრობლემები ხანში შესული ადამიანებისთვის
ნაყენი, რომელიც 4 დღეში საშვილოსნოს კისტას სრულიად აქრობს