გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

Male hands harvesting fresh organic potatoes from soil, working hands

Male hands harvesting fresh organic potatoes from soil, working hands

ალბათ ყველას გვიყვარს ახალი კარტოფილი, მაგრამ ყვითელმა „მატლებმა“– ტკაცუნა ხოჭოს ლარვებმა შესაძლოა გაგვიფუჭოს მოსავალი.
დღეს ჩვენ გასწავლით თუ როგორ დავიცვათ კარტოფილი და ამ მავნებლის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.

მავნებლის აღწერა

დაახლოებით 12 000 ( თორმეტი ათასი) სახეიობა შედის ტკაცუნა ხოჭოების ოჯახში.  ხოჭოები 3-5 წელში განვითარების სრულ ციკლს გადიან, იზამთრებენ როგორც მოზრდილი , ასევე საკმაოდ უხეში საფარის მქონე ჭიის მსგავსი ლარვებიც.

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

ტკაცუნა ხოჭოს ლარვა  ყველაზე მეტად კარტოფილს და სტაფილოს აზიანებს, თუმცა მისგან ბევრი სხვა მცენარის ფესვები და ბოლქვებიც ზიანდება. ის საკმაოდ გავრცელებული მავნებელია.

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

ყველაზე მეტად მცენარეებს აზიანებს ზრდასრული, 30 მმ. ლარვა. ისინი ნაყოფში თხრიან გრძელ ხვრელებს და მოსავალს გამოუსადეგარს ხდიან.
ზრდასრული ხოჭო უშუალოდ კარტოფილს აღარ აზიანებს, ისინი  ყვავილების მტვრით იკვებებიან. (იშვიათად ფოთლებით ან ცხოველების და მწერების ნარჩენებით)
კვერცხებს ზაფხულის პირველ ნახევარში დებს, რომლიდანაც 2–3 კვირაში იჩეკება მატლები. მებოსტნეებს მათთან გამკლავება წლების განმავლობაში უწევთ, რადგან ჭუპრის წარმოქმნამდე მიწაში 50 სმ სიღრმეში გამოზამთრება 5-ჯერ შეუძლიათ.

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

უპირატესობას ანიჭებენ ზომიერად სველ და მჟავე მიწას. ზედა ფენის გამოშრობისას არ კვდება, უბრალოდ 1 მ–ით უფრო ღრმად ჩადის და მორწყვას ან წვიმას ელოდება.

 

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

ტკაცუნა ხოჭოს ლარვებისგან კარტოფილის დაცვის მეთოდები

 

დღეს, ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მეთოდებს გაგაცნობთ:

– კარტოფილის თესლის დამუშავება ქრისტესსისხლას ნაყენით. ეს მეთოდი სხვებთან შედარებით ნაკლებ ეფექტურია.

– დარგვისას თითოეულ ორმოში ჩაყარეთ  ხმელი მდოგვი, მდოგვის ჩენჩო ან ხახვის ფურცლები.

– კარტოფილის მოყვანამდე და შემდეგ დარგეთ მწვანე სასუქი დარგეთ. შესანიშნავი მეთოდია, რადგან ასე მიწასაც გაანაყოფიერებთ და მავნებლებსაც შეამცირებთ. ამ შემთხვევაში ეფექტურია: მდოგვი, ბარდა და ფაცელია.
მათ შემდეგ არა მხოლოდ ტკაცუნა ხოჭოების, არამედ სხვა მიწის მავნებლების რიცხვიც მცირდება.

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

 

– ხავერდას და გულყვითელას დარგვა კარტოფილის ნაკვეთთან ახლოს მშვენიერი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ მცენარეების ფესვების განსაკუთრებული გამონადენი აფრთხობს ბევრ მავნებელს, მათ შორის მიწაში მყოფთ.

– შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. ტკბილი სატყუარა. ლარვების სავარაუდო ბინადრობის ადგილას დადეთ შაქრიანი სიროფით ან ჯემით სავსე თასები. დილით დაჭერილი მატლები შეაგროვეთ.

ყველაზე ეფექტური მაინც, მიწის სპეციალური პრეპარატებით დამუშვებაა. („კლუბნეშიტი“, „პრესტიჯიტატოტი“) ეს პრეპარატები კარტოფილს მთელი სეზონის განმავლობაში იცავენ.
აუცილებლათ ინსტრუქციის მიხედვით გააზავეთ და ფრთხილად დანამეთ ყველა მხრიდან სარგავი მასალა (ისე რომ არ დააზიანოთ). დამუსავებული ბოლქვები დაუყოვნებლივ დარგეთ.

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

 

თუ ბოლქვებს მხოლოდ ერთხელ დაამუშავებთ, იცოდეთ რომ ახალი სეზონისთვის ხოჭო ახალ კვერცხებს დადებს, რადგან მიწაში რამდენიმე თაობა ლარვები იზრდება, რომელთაც ხოჭოები ყოველ წელს დებენ. ამიტომ ეცადეთ დაიცვათ ყოველწლიური თესლბრუნვა.

ამ მავნებლის სრულად მოსაშორებლად ბოლქვები  ზედიზედ რამდენიმე წელი უნდა დაამუშავოთ სპეციალური საშუალებებით. მხოლოდ ხალხური მეთოდით მათი დაფრთხობა ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს.

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

„კლუბნეშიტი“ –  მწერ–ფუნგიციდური შესაწამლი საშუალებაა, რომელიც შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: 140 გ.ლ. იმიდაკლოპრიდი და 150 გ.ლ. პენციკურონი.
გამოიყენება დარგვამდე ბოლქვების დასამუშავებლად.

25 მლ. ბოთლი 25 კგ. ბოლქვების დასამუშავებლად საკმარისია. საკმაოდ ეკონომიური და მოსახერხებელი საშუალებაა. ამ მეთოდით დამუშავებისას ახლომდებარე კულტურებს (ბოსტნეული ან მწვანილი, კენკრა, ბუჩქი) პრეპარატის მოხვედრა არ ემუქრებათ.

აგროტექნიკური ზომები ტკაცუნა ხოჭოს ლარვების წინააღმდეგ

როგორ იცით ტკაცუნა ხოჭოს ლარვები ნიადაგში არიან.
თუ გვიან სემოდგომაზე მიწას ღრმად მოთოხნით, ისინი მიწიდან ამორებისას გაიყინებიან. ხოლო გაზაფხულზე მიწის გაფხვიერებისას, მზის მარალი ტემპერატურა ანადგურებს მათ.

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ხოჭოს ლარვებს ყველაზე მეტად სარეველა ბალახების მახლობლად უყვართ დაბუდება. სწორედ ამიტომ ერთ–ერთი ეფექტური სვლა, ნაკვეთიდან  სარეველების ძირ–ფესვიანად მოშორებაა

გასწავლით როგორ დავიცვათ კარტოფილი ტკაცუნა ხოჭოს მატლებისგან.

 

როგორც გითხარით, მათ უყვართ მჟავე ნიადაგი. ამიტომ ყოველ 3–4 წელიწადში მიწა გაანაყოფიერეთ კირით, დოლომიტის ფქვილით ან ნაცრით.

სწრაფი ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რადგან ტკაცუნა ხოჭოს ლარვა საკმაოდ რთულად მოსაშორებელი მავნებელია და მხოლოდ ხალხური მეთოდით მათი სრულად მოშორება გაგიჭირდებათ.

 

შეაფასეთ სტატია