როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით

როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით

სააღდგომო კვერცხი აღდგომის დღესასწაულის შეუცვლელი ატრიბუტია. მისი შეღებვა ძალიან უყვართ ბავშვებსაც. თითოეულ ოჯახს აქვს თავისი მეთოდი, თუ როგორ უნდა გახადონ სააღდგომო კვერცხი უჩვეულო შეფერილობის. ზოგიერთი მათგანი იყენებს საკვებ საღებავებს და სხვადასხვა დეკორაციებს, ხოლო ზოგი უპირატესობას ნატურალურ საღებავს ანიჭებს: გაყინული კენკრა, ხახვის ფუჩეჩი და ა.შ. ასეთი პროდუქტების დახმარებით კვერცხს მიანიჭებთ უჩვეულოდ ლამაზ და განსხვავებულ შეფერილობას. დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა შეღებოთ კვერცხი ყავის და ღვინის დახმარებით.

თუ თქვენ არ ხართ მკვეთრი ფერების მოყვარული, მაშინ ეს მეთოდი სწორედ თქვენთვისაა. ყავა და ღვინო კვერცხს ღებავს ღია და ნაზ ფერებში.

როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით

როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: დეტალური ინსტრუქცია

ნაბიჯი 1

მოათავსეთ ქვაბში 12 ცალი კვერცხი, დაასხით წყალი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გააციეთ. 700 მლ. ადუღებულ ცხელ წყალში გახსენით 50 გრ. ყავა და კარგად გადაურიეთ. სითხე გადაწურეთ და გადაანაწილეთ ორ ცალ ღრმა ჭურჭელში. თითოეულ მათგანს დაუმატეთ 2-3 ჩ.კ. ძმარი.

როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით

ნაბიჯი 2

2 ცალ სხვა ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 400-400 მლ. ღვინო. აქაც თითოეულ მათგან დაუმატეთ 2-3 ჩ.კ. ძმარი. კვეცხებს შემახვიეთ სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ქსოვილი, ბადე ან უბრალოდ ძაფი.

როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით

ნაბიჯი 3

6 ცალი კვერცხი მოათავსეთ ყავიან ჭურჭელში და გააჩერეთ 30 წუთი. დანარჩენი კვერცხი კი ჩაუშვით ღვინოში და გააჩერეთ 10 წუთით. სითხემ აუცილებლად ბოლომდე უნდა დაფაროს კვერცხი. ამის შემდეგ მოხსენით ქსოვილი, ბადე ან ძაფი. გადაიტანეთ კვერცხი ქაღალდის ხელსაწმენდზე და გაშრობის შემდეგ გააპრიალეთ მცენარეული ზეთის და ბამბის დისკის საშუალებით. მზადაა!

როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით
ჩაატარეთ ექსპერიმენტი ამ წელს!  ეცადეთ სააღდგომოდ ნატურალური საღებავების საშუალებით მოემზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ცოტაოდენი ყავა, ღვინო და დრო.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ შევღებოთ კვერცხი ყავით: ვემზადებით სააღდგომოდ ნატურალური საღებავების დახმარებით
გაამზადეთ საკუთარი ხელებით ორქიდეისთვის იდეალური ნიადაგი