დიეტა ” 5 სუფრის კოვზი”

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ სუფრიდან სასურველია ადგეთ მსუბუქი შიმშილის გრძნობით, რადგან ორგანიზმი მოგვიანებით მიხვდება, რომ დანაყრებულია. ამ რჩევის უპირატესობა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ არ მივიღოთ საკვები ზედმეტი რაოდენობით, რაც თავისთავად გამოიწვევს წონის მატებას და კუჭის გადიდებას.

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

სწორედ ბოლო პრობლემასთან საბრძოლველადაა ეფექტური 5 კოვზის დიეტა. ეცადეთ შეამციროთ საკვების რაოდენობა და ნახავთ თუ რამდენად სწრაფად დაიკლებთ წონაში. პროპორციის კონტროლი უზრუნველყოფს კუჭის მოცულობის ეფექტურ დაპატარავებას, ამასთან ერთად აღარ შეგაწუხებთ მუდმივი შიმშილის გრძნობა.

როგორ დავიკლოთ წონაში

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

ერთი პორცია უნდა შეადგენდეს 150-200 გრამს ან 5 სუფრის კოვზს. არ არსებობს კვებაში მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ საუკეთესო შედეგის მისაღებად ჯობია რაციონიდან ამოიღოთ შოკოლადი, ტკბილი გაზიანი სასმელები და პურ-ფუნთუშეული. ასევე დაივიწყეთ შაქრიანი ჩაის ან ყავის მიღება. საკვების მიღებას შორის აუცილებელია 3 საათიანი ინტერვალის დაცვა. საკვების მიღების შემდეგ წყლის ან რაიმე სახის სასმელის მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან ეს იწვევს კუჭის კედლების გაჭიმვას.

დიეტის მოსალოდნელი შედეგები

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

მაჩვენებლები ნამდვილად გასაოცარია. დიეტის პირველი კვირის შემდეგ თქვენ განთავისუფლდებით დაახლოებით 3 კილოგრამისგან. ეს არის ორგანიზმის სწორ მუშაობაზე გადაწყობის პერიოდი: ბევრი საკვების მიღების ჩვევა გარკვეულ წილად შეგახსენებთ თავს, რადგან ყოველი საკვების მიღების შემდეგ შეგაწუხებთ მსუბუქი შიმშილის გრძნობა.

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

მეორე კვირიდან იწყება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგება. სხეულის სიმსუბუქე, ძალების მომატება, მბრწყინავი კანი და კიდევ მინუს 4 კილოგრამი. მესამე კვირის ბოლოს მეტაბოლიზმის სიჩქარე საჭირო დონეზე იქნება, ტკბილისადმი მიდრეკილება ფაქტიურად სულ გაქრება და თქვენ ისევ დაკლებული გაქვთ 4 კილოგრამი.

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

მეოთხე კვირას გადამწყვეტს უწოდებენ. თქვენი სხეულის გარშემოწერილობა საგრძნობლად არის შემცირებული, დიდი პორციებით საკვების მიღება უკვე აღარც გინდებათ და კიდევ 3 კილოგრამით ნაკლები ხართ წონაში. საერთო ჯამში ერთი თვის მანძილზე თქვენ დაიკლებთ 14 კილოგრამს. რა ხდება შემდეგ? თქვენ უბრალოდ ვეღარ ჭამთ დიდი პორციებით, ვახშამი არა უგვიანეს 19:00 საათისა და ბევრი წყალი.

დღის მენიუს მაგალითი

7:00 – 5 ს.კ. შვრიის (ბრინჯის, წიწიბურის, მიუსლი, ხორბლის, ოსპის) ფაფა. 30 წუთის შემდეგ უშაქრო ჩაი ან რძიანი ყავა (ან კაკაო).

10:00 – ნებისმიერი ხილი, ხილის სალათი, იოგურტი ხილით.

13:00 – 5 კოვზი წიწიბურა (კარტოფილის პიურე, ბრინჯი, ბოსტნეულის რაგუ, ბარდის ფაფა). ცილიოვანი საკვები – 200 გრ. თევზი ან 200 გრ. საქონლის ხორცი. შეგიძლიათ შეუთავსოთ პროდუქტები: მაგალითად 3 ს.კ. წიწიბურა და 2 ნაჭერი ქათამი.

16:00 – 200 გრ. კეფირი ან კიტრი და პამიდორი ან 5 კოვზი ცოცხალი სალათის ფოთოლი. შეგიძლიათ წაიხემსოთ თხილეულით და ჩირით, შეგილიათ მოამზადოთ სენდვიჩი ლავაშით და მაგარი ყველით.

19:00  – 5 კოვზი წიწიბურა ან 200 გრ. თევზი ან 1 ჭიქა კეფირი ან 5 ს.კ. ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული.

დიეტა '' 5 სუფრის კოვზი''

ამ დიეტას არ აქვს არანაირი უკუჩვენება. მისი შეთავსება ჩვეულებრივ შეგიძლიათ ორგანიზმის თავისებურებების, აუტანლობის ან ალერგიის დროს გარკვეული პროდუქტების მიმართ. ასეთი რაციონი მარტივად გადადის ჩვევაში და დაკლებული წონა ფიზიკურად ვეღარ ბრუნდება თქვენთან.

თუ თქვენ 14 კილოგრამზე მეტის დაკლება გსურთ, შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს დიეტა, მაგრამ მხოლოდ 3 თვის შემდეგ. მეორე ეტაპის დროს თქვენ ოდნავ უფრო ცოტას დაიკლებთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად გექნებათ. 5 კოვზის დიეტა ყველაზე უიმედო შემთხვევის დროსაც კი დაგეხმარებათ. სცადეთ და თავად დარწმუნდით ამაში!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია