ბუნება დაავადებების წინააღმდეგ: ვაშლის ძმრის მეშვეობით სახსრების მკურნალობის 5 მეთოდი…

лечение артрита яблочным уксусом

лечение артрита яблочным уксусом

ვაშლის ძმრის სამკურნალოდ გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს. მას იყენებენ დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სახსრების სამკურნალოდ. ვაშლის ძმარი ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის და წონაში დასაკლებად.

რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთია იმ დაავადებებს შორის, რომელსაც მკურნალობენ ვაშლის ძმრის დახმარებით. ის ეფექტურად ხსნის ტკივილს და სახსრების ქრონიკულ ანთებას.

 

სახსრების მკურნალობა ვაშლის ძმრის დახმარებით

5 მეთოდი

 

1. მატონიზირებელი სასმელი

მოამზადეთ 1 ჭიქა პიტნის ან კოჭას ჩაი, დაუმატეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ.კ. თაფლი და მწიკვი დარიჩინი. უნდა დალიოთ დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა, რომ შეიმსუბუქოთ ტკივილი ართრიტის დროს.

 

2. ძმრიანი წყალი

1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. სასმელი გაყავით ორად და მიიღეთ ჭამის დროს დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი თაფლი.

 

3. ძმარი ვაშლის წვენთან ერთად

240 მლ.-იან ჭიქაში ჩაასხით 1 ს.კ. ვაშლის ძმარი და დანარჩენი გაავსეთ ალუბლის წვენით. ასეთი სასმელი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ.

4. კომპრესი და აბაზანა ვაშლის ძმრით

ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 6 ჭიქა ცხელი წყალი და 1 ჭიქა ვაშლის ძმარი. მიღებულ სითხეში დაასველეთ ქსოვილი და დაიდეთ მტკივან ადგილზე 30 წუთით. შეგიძლიათ აბაზანაც გაიკეთოთ.

5. ძმრის ზეთი

შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი ვაშლის ძმართან, პროპორციით 1:2-თან. შეგიძლიათ დაუმატოთ 1-2 წვეთი სასურველი ეთერზეთიც. წაისვით დღეში 2-ჯერ მტკივან ადგილზე თხელი ფენა.

 

ვაშლის ძმარი არის უნივერსალური საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ბუნება დაავადებების წინააღმდეგ: ვაშლის ძმრის მეშვეობით სახსრების მკურნალობის 5 მეთოდი…
ავოკადოს ზეთის სასარგებლო თვისებები