გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე

გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე

ვფიქრობ უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახლში კომფორტული ტემპერატურის არსებობაა და არა  ტენიანობის დონით დაინეტერსება. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ალერგიის გაძლიერება, ხშირი გაციება და თავის ტკივილები სწორედ ტენიანობის დონის თამაშზე მიუთითებს.

გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე
ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ტენიანი ჰაერი ერთნაირად ცუდად აისახება თქვენს მდგომარეობაზე. ტენიანობის არასწორი დონე არის სახლში სოკოს და ობის გამომწვევი. ამ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ ოპტომალური ტენიანობის დონე თქვენს სახლში.

რაზეა დამოკიდებული ჰაერის ტენიანობის დონე

გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე
ამ საკითხზე რამოდენიმე ფაქტორი მოქმედებს. გაგაცნოთ ძირითად გამომწვევ ფაქტორებს:

  1. წელიწადის დრო. ზამთარში ტენიანობა ნორმაზე დაბალია, რადგან სიცივეში ნაკლებად ხდება წყლის ორთქლის შენარჩუნება;
  2. საყოფაცხოვრებო პირობები. არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, რომ გამათბობელი მოწყობილობები იწვევს ჰაერის გამოშრობას, აი დამატენიანებელი კი პირიქით;
  3. გეოგრაფიული მდებარეობა. ტროპიკულ დონეზე ტენიანობა ყოველთვის მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთ მხარეებში. სახლის ახლოს წყლის რეზერვუარის არსებობა ხელს უწყობს ტენიანობის დარეგულირებას.

როგორ გავზომოთ ტენიანობის დონე

სახლში ტენიანობის დონე შეგიძლიათ გაზომოთ დამოუკიდებლად ან სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.

გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე

  • დასაწისისთვის ჩაასხით ჭიქაში წყალი და შედგით მაცივარში 3 საათით. ამის შემდეგ დადგით რაც შეიძლება შორს გამათბობელისგან. თუ 10 წუთის შემდეგ ჭიქის კედლებზე არ გაჩნდა კოონდენსატი ე.ი. ოთახი ზედმეტად გამომშრალია, ხოლო თუ განდა ე.ი. ყველაფერი ნორმაშია. აი მომატებულ ტენიანობაზე კი მიანიშნებს მაშინ, როცა ჭიქის ძირში გაჩნდება წყლის გუბე.
  • გარეცხეთ საწოლის თეთრეული და ნახეთ რამდენი ხანი დაჭირდება ოთახში გასაშრობად. თუ ამას 1,5-2 საათზე ნაკლები დრო დაჭირდა ე.ი. ოთახის ტენიანობიდ დონე დაბალია.
  • გამათბობლებისგან შორს დადეთ ნაძვის გირჩი. 2 საათის შემდეგ შეამოწმეთ და ნახეთ თუ უფრო გაშლილია ე.ი. ოთახში ჰაერი მშრალია, ხოლო თუ შეკუმშულია ე.ი. ტენიანობა ზედმეტია.
  • თუ სინთეტიკური ქსოვილის სამოსი დაელექტროებულია ე.ი. ჰაერი გამომშალია.
  • ყურადღება მიაქციეთ მცენარეებს. მშრალ გარემოში მათ დისკომფორტი ექმნებათ. ფოთლის ბოლოები ყვითლდება, შრება და უსიცოცხლო ხდება.

ჰაერის როგორი ტენიანობა ითვლება ნორმად

  • კარგ მაჩვენებლად ითვლება 30-60 %. ეს ციფრები რაღა თქმა უნდა განზოგადებულია, რადგან ჰაერის ტენიანობა დამოკიდებულია მიმდინარე წელიწადის დროზე.
  • ზაფხულში 65%-იანი მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია. თბილ სეზონზე სახლში ჰაერის ტენიანობა შეიძლება იყოს ბევრად ნაკლები (30-45%). ხოლო გამათბობლების მუშაობის პერიოდში ეს მაჩვენებელი არც კი ადის 60%-მდე. გირჩევთ მაჩვენებელი არ დასვას 30%-ზე დაბლა და არ ავიდეს 65%-ზე მაღლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად შეგექმნებათ დისკომფორტი.

გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე
ტენიანობის ნორმა ოთახის ტიპზეც არის დამოკიდებული:

  • მისაღები – 40-60%. აქ არავის არ სძინავს, ამიტომ რომელიმე ზღვართან მიახლოება არ არის პანიკის ატეხვის საბაბი.
  • საძინებელი – 40-55%. არ გირჩევთ ამ მაჩვენებლის მომატებას, რადგან ეს ხელს შეიშლის ძილის ხარისხს და გაგიფუჭებთ ჯანმრთელობას. თუ გარეთ ტენიანი ამინდია, გირჩევთ დაიძინოთ ღია ფანჯარაში.
  • სამზარეულო – 40-60%. ამ ოთახის დატენიანება ძალიან მარტივია. თუმცა ნესტის თავიდან ასაცილებლად ჯობია დრო და დრო მისი განიავება.
  • სააბაზანო – 40-60%. სოკოს გაჩენის რისკი აქ განსაკუთრებით დიდია. სიტუაციის გამოსწორება შეუძლია პირსახოცების საშრობს.
  • კაბინეტი – 35-40%. აქ მაჩვენებლები დაბალია, რადგან არ არის საცხოვრებელი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მაჩვენებელი არ ჩამოვიდეს 30%-ზე დაბლა.
  • ბავშვის ოთახი – 45-60%. ბავშვებს მგრძნობიარე ორგანიზმი აქვთ, ამიტომ არ უნდა დაუშვათ ჰაერის გამოშრობა. ასე ლორწოვანი გარსი არ გამოუშრებათ, უკეთესად იმუშავებს ტვინი და კონცენტრაციის უნარიც ნორმაში ექნებათ.

გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე
როგორც ხედავთ სახლში ტენიანობის დონე დიდ როლს თამაშობს. ზამთარში გირჩევთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობის გამოყენებას და ოთახებში რეგულარულად ჰაერის გაწმენდას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რითი არის საშიში სახლში ჰაერის არასწორი ტენიანობის დონე
როგორ მივიღოთ ადრეული ჟოლოს მოსავალი