მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა

თუ ამ მახასიათებლებიდან ერთ-ერთი მათგანი მაინც შეგინიშნავთ თქვენს თავზე, ამ სტატიამ შესაძლოა ყველაზე გულახდილ კითხვებზეც კი გაგცეთ პასუხი. დავუშვათ დილით გიჭირთ ადგომა (საუბარი არ არის უბრალოდ ,,არ მინდა”-ზე, არამედ აშკარა ფიზიკურ სისუსტეზე), ან თუ თქვენ თბილი ამინდის მიუხედავად მაინც იყინებით. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ თქვენ ებრძვით ჭარბ წონას, საჭიროა მიაქციოთ ყურადღება კოჭას და პიტნას.

სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელსაც თქვენ სტატიაში შეხვდებით, სიცივის შეგრძნება და დილით ადგომის პრობლემა შესაძლოა შენელებულ მეტაბოლიზმზე მეტყველებდეს. ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძვის მის შედეგებს: სიმძიმე კუჭის არეში, ჭარბი წონის შენელებული კლება. თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი მარტივი შინაურული საშუალებით.

კოჭა და პიტნა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა
პირველ რიგში გავიაროთ სიმპტომები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს შენელებულ მეტაბოლიზმზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პრობლემა და მიზეზი ბევრად სიღრმისეულია ვიდრე უბრალოდ ზედმეტი ჭამა.

  • რთული, შენელებული საკვების მონელების პორცესი და ხშირი ყაბზობა.
  • წონის სწრაფად აკრეფა მიუხედავად საკვების მიღების რაოდენობისა.
  • წელის არეში მომატება! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცხიმს უყვარს დაგროვება წელზე და თეძოებზე.

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა

  • ძილისკენ მიდრეკილება, დაღლილობა და დილით ადგომის პრობლემა.
  • გამძაფრებული მგრძნობელობა სიცივის მიმართ.
  • წონა ადგილზეა გაყინული იმის მიუხედავათ, მიირთმევთ თუ არა საკვებს.

თუ ამ პუნქტებიდან თქვენთვის უმეტესობა ნაცნობია, საჭიროა დაფიქრდეთ ორგანიზმის გაძლიერებაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში, როცა დაღლილობა და ძილისკენ მიდრეკილება ცხოვრების ნაწილი ხდება უმეტესობისთვის. საკუთარი თავის ტონუსში მოსაყვანად ხშირად საკმარისია დალიოთ უბრალოდ კოჭას და პიტნის სასწაულმოქმედი ჩაი.

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა
პიტნის სასარგებლო თვისება განპირობებულია მისი დადებითი მოქმედებით ნერვულ სისტემაზე. ამ სამკურნალო მცენარეს ხშირად იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ის მარტივად უმკლავდება შებერილობას და აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს. ის ასტიმულირებს ორგანიზმს ისეთი გვერდითი მოვლენის გარეშე, როგორიცაა ნერვოზულობა.

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა
კოჭას არა მხოლოდ კარგად ერწყმის არომატით პიტნას, არამედ აძლიერებს ოფლის გამოდევნას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, სასარგებლოა საკვების მონელების პროცესისთვის და აქვს ბაქტერიციდული თვისებები.

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა

კოჭას და პიტნის სასმელი

დაგჭირდებათ:

  1. პიტნის ტოტი (სასურველია ცოცხალი)
  2. 6 გრ. კოჭა
  3. 1 ლიტრი წყალი
  4. ნატურალური დამატკბობელი სურვილისამებრ (სტევია ან თაფლი)

აადუღეთ წყალი და მოხარშეთ ინგრედიენტები. საჭიროა წინასწარ ინგრედიენტების დანაკუწება. დატოვეთ სასმელი სრულ გაციებამდე და გადაწურეთ. სასმელის მიღება სასურველია დილით უზმოზე ან საკვების მიღებებს შორის.

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად გამოიყენეთ კოჭა და პიტნა
ამ სასმელის ეფექტურობის გარდა გახსოვდეთ ძილის რეჟიმის და სუფთა ჰაერზე სეირნობის შესახებაც. აქვე გეტყვით, რომ შენელებული მეტაბოლიზმი მედიკამენტების მიღებისგანაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად ჩასახვის საწინააღმდეგო. კოჭას და პიტნის ჩაის მიღება დიეტის გარდა სხვა დროსაც არის რეკომენდირებული. ორგანიზმის ტონუსის დასაჭერად კი შეგიძლიათ რამოდენიმე წვეთი ჩინური ლიმონის ექსტრაქტი დაუმატოთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია