როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე

წლიდან წლამდე მოუთმენლად ველი იმ რამოდენიმე კვირას, როცა შემიძლია დავტკბე მარწყვის უგემრიელესი არომატით. სახლთან ახლოს გამოვიყავი კიდეც ადგილი ამ კენკრას. თუმცა დღეები მალე მიფრინავენ და მოხედვასაც ვერ მოასწრებთ ისე გადის სეზონი. ამ დროს ჩნდება კითხვა: როგორ შევინახოთ მარწყვი მაქსიმალურად დიდი ხნით?

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე
პირველი რაც გვახსენდება ეს არის გაყინვა. თუმცა გალღვობის შემდეგ კენრის უმეტესი ნაწილი კარგავს გემოს. დესერტებში ან ჩაიში ასეთი მარწყვის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ცოცხალი სახით მას ნამდვილად ვერ მიირთმევთ. საბედნიეროდ არსებობს შენახვის კიდევ ერთი მეთოდი, რომლის წყალობითაც მთელი წლის მანძილზე დატკბებით ცოცხალი მარწყვით.

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი გაყინვის ან მოხარშვის გარეშე

დაგჭირდებათ:

  • 3 კგ. მარწყვი
  • 3 კგ. შაქარი

მომზადების წესი:

1. გემოს შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მაქსიმალურად ახალი და დაუზიანებელი კენკრა. ჩაყარეთ მარწყვი დიდ ჯამში და დაასხით ცივი წყალი. დატოვეთ 10 წუთი და შემდეგ ფრთხილად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. ეს გაანთავისუფლებს კენკრას პარაზიტებისგან.

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე

2. მოაცილეთ მარწყვს კუდები და თუ ისინი მსხვილია, გაჭერით შუაზე.  ჯამის ან ქვაბის ძირში ჩაყარეთ შაქარი, შემდეგ დაყარეთ მარწყვი, შემდეგ ისევ შაქარი და ასე ფენა-ფენა მოათავსეთ მთელი მაწყვი ჯამში. 300-400 გრ. შაქარი კი შემოინახეთ.

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე

3. ეხლა საჭიროა, რომ კენკრამ გაუშვას წვენი. ამისთვის ის უნდა დადგათ 3 საათით ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად ფრთხილად მოურიოთ, რათა არ გაჭყლიტოთ მარწყვი. შაქარი ნელ-ნელა გადნება და დაგრივდება სიროფიც.

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე

4. აავსეთ გასტერილებული და მშრალი ქილები მიღებული მასით, ზევიდან კი დატოვეთ ცოტა ადგილი. დარჩენილი ადგილი ამოავსეთ შაქრით. მხოლოდ ისღა დაგრჩათ, რომ მოხუფოთ ქილები თავსახურით.

როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე

მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში ან ნებისმიერ ცივ ადგილზე. არ არის საჭირო დროის დაკარგვა მის ხარშვაზე ან საყინულის გადავსება. ამ მეთოდის საშუალებით თქვენ მთელი წლის მანძილზე შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მარწყვის არომატით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ შევინახოთ ცოცხალი მარწყვი მთელი წლის მანძილზე გაყინვის გარეშე
Alergia alimentar mediada por anticorpos IgE - Science Play
თუ გსურთ ალერგიას თავი დააღწიოთ გაითვალისწინეთ ეს რჩევები!