რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

ალბათ ყველას გიგრძვნიათ დისკომფორტი გაპარსვის შემდეგ ფეხის კანის გაღიზიანებით. არავის სიამოვნებს ასეთი ფეხების გამოჩენა. ნელ-ნელა გვიახლოვდება ზაფხული, ზღვის სეზონი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ფეხის კანის გაღიზიანებას.

რატომ გვიღიზიანდება ფეხის კანი გაპარსვის შემდეგ

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

დაზიანების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა ორი ზონა, ესენია: ბიკინი და იღლია. თუმცა ფეხებიც ხშირად იტანჯებიან შეწითლებით და წვრილი წითელი გამონაყარითაც კი. არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც გაპარსვის შემდეგ იწვევს კანის გაღიზიანებას:

  • ბლაგვი საპარსი. დერმატოლოგები გვირჩევენ ყოველი მეხუთე გამოყენების შემდეგ მის გამოცვლას. ამასთან ერთად ის არ უნდა გვემსახუროს ერთ თვეზე მეტ ხანს.
  • ხშირი პარსვა. დაზიანებული კანი ვერ ასწრებს აღდგენას. ეს პროცედურა განსაკუთრებით ძნელია მგრძნობიარე კანისთვის.
  • რეაქცია მტკივნეულ შეგრძნებებზე. თუ თქვენ ფეხს სწრაფად იპარსავთ, ძალიან აწვებით კანს ან გავიწყდებათ მისი დამუშავება.

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

  • გაპარსვა მომზადების გარეშე. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გაპარსვა ჯობია ფეხების დაორთქვლის შემდეგ.
  • ინფექციის შეტანა. ასეთი პრობლემა მაშინ გაჩნდება, თუ თქვენ არ ითვალისწინებთ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს. სტერილურობა და დელიკატურობა მნიშვნელოვანია.

ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ კანის გაღიზიანება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. თუ სიწითლზე და გამონაყარი არ გადის ერთი კვირის განმავლობაში, გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს.

ხალხური საშუალებები გაპარსვის შემდეგ ფეხის კანის გაღიზიანებისთვის

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

პარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება მამაკაცებსაც აწუხებთ. მათ ძირითადად ეს აწუხებთ სახის და კისრის არეზე. სიწითლეს და წვრილ წითელ გამონაყარს ეფექტურად აგვარებს მცენარეული ნაყენის კომპრესები. მუქის ქერსი, ოხრახუში, გვირილა, ჭინჭრის ფოთლები და ორკბილა – ეს ის საშუალებებია, რომელიც გამოგადგებათ კანის დასამშვიდებლად.

გარდა ამისა, სიწითლეებს ეფექტურად უმკლავდება ბოსტნეულის ნიღბები. ბლენდერის საშუალებით გააკეთეთ კარტოფილისგან ან კომბოსტოსგან ფაფისებური მასა და დაიდეთ კანზე 30 წუთის განმავლობაში. ქაცვის ზეთს და ალოეს წვენსაც აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, მაგრამ ისინი იწვევენ ოდნავ წიწკვნის შეგრძნებას.

როცა ფეხზე წითელი წერტილები ნელ-ნელა გადადის გამონაყარში, საჭიროა რაც შეიძლება მალე მიიღოთ შესაბამისი ზომები. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ იაფიანი სააფთიაქო საშუალება – ჰიდროკორტიზონი. ამ მალამოს აქვს როგორც ანტისეპტიკური, ასევე ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი.

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

წითელი წერტილების წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოეს წვენი და რბილობი. ისინი თავიდან აგაცილებენ ინფექციის ფორებში მოხვედრას. დაამატეთ რბილობს 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და თქვენი კანი იქნება საკმარისად დატენიანებული.

სიწითლის და გამონაყარის იღლიის ზონიდან მოცილებაც საკმაოდ მარტივია ხალხური საშუალებების დახმარებით. პირველ რიგში მოამზადეთ ოხრახუშის ნახარში. 1 კონა მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, გააციეთ, დაასველეთ ბაბმა და გაიწმინდეთ იღლიები.

მრავალძარღვას ნაყენს ვამზადებთ შემდეგნაირად: 2 ს.კ. ფოთოლი დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ 1 ჭიქა რძეში. დატოვეთ 30 წუთით. მიღებულ ნაყენში დაასველეთ ქსოვილი და დაუდეთ გაწითლებულ ადგილებზე.

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

საკმაოდ ეფექტურია კანიდან გაღიზიანების მოსახსნელად პიტნის და გვირილის კომპრესი. 1-1 ს.კ. მცენარეებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალო. როცა გაცივდება დაასველეთ მასში ბამბის დისკი და დაიდეთ იღლიებზე.

ბიკინის ზონაშიც საკმაოდ ხშირად ჩნდება წითელი წერტილები და გამონაყარი. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ იქ კანი ყველაზე მგრძნობიარეა. კანის გაღიზიანებისგან გასანთავისუფლებდალ გამოიყენეთ პიტნის ზეთი. დაამატეთ 2 წვეთი ზეთი ლოსიონს და წაისვით.

როგორ ავირიდოთ თავიდან გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

იმისთვის, რომ გაპარსვის შემდეგ კანი არ გაგიღიზიანდეთ, გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:

  1. გაპარსვის წინ რეკომენდირებულია კანის სკრაბით დამუშავება. ეს პროცედურა გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ასევე მოგვაშორებს კანიდან წვრილ-წვრილ ამობურცულ ნაწილებს.
  2. რაზეც არ უნდა დაზოგოთ თანხა, ეს არის თავად საპარსი. უპირატესობა მიანიჭეთ უკვე კარგად გამოცდილ კომპანიას. საპარსის ხარისხი ასევე მოქმედებს პარსვის ხარისხზე.
  3. პარსვის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც წინასწარი მომზადება, ასევე პარსვის შემდეგ მოვლის პროცედურები. უნდა გვახსოვდეს, რომ პარსვის შემდეგ კანი ძალიან მგრძნობიარეა. საჭიროა ნაზად შეიმშრალოთ პირსახოცით და წაისვათ დამარბილებელი ან კანის დამამშვიდებელი კრემი. მთავარია, რომ ის ღ შეიცავდეს სპირტს ან მენთოლს.

რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება

კანის გაღიზიანება ყველაზე არასასურველია დასვენების პერიოდში. უბრალოდ წარმოიდგინეთ: იღებთ რუჯს სანაპიროზე ლამაზ საცურაო კოსტუმში, ხოლო ფეხებზე გაქვთ წითელი წერტილები. ამ სიტუაციისთვის ტავის არიდება საკმაოდ მარტივია თუ გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რჩევები ქალბატონებისთვის: როგორ მოვიშოროთ გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება
ალცაიმერის დაავადების პრევენციისთვის პირველ რიგში აუცილებელია გონებრივი აქტივობა! გთავაზობთ 8 ვარჯიშს გონებისთვის, რომელიც…