თინუსის მავნე თვისებები

თინუსის მავნე თვისებები

თინუსის ხორცს ტყუილად არ უწოდებენ ”ზღვის ღბოს ხორცს”. მას აქვს მსუბუქი და თევზისთვის არა დამახასიათებელი გემო. მის შემადგენლობაში არის 25%-ზე მეტი ცილა, ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მისგან ამზადებენ იაპონიაში სუშის, რადგან თინუსის ხორცი ფაქტიურად არ ექვემდებარება პარაზიტებით დაინფიცირებას. სწორედ აქედანაა გამოწვეული მისი ასეთი პოპულარობა მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

თუმცა საკვებში თინუსის გამოყენებას შეუძლია არა მხოლოდ სარგებელის მოტანა, არამედ ზიანისაც. მოდით უფრო დეტალურად გავერკვიოთ ამ საკითხში. ამ სტატიაში გაიგებთ თუ რა ფარულ საფრთხეს მალავს თინუსი და რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მისი გამოყენებისას.

თინუსის მავნე თვისებები

რა საფრთხეს შეიძლება მოიცავდეს თინუსის ხორცი

დიდი რაოდენობით ნატრიუმის შემადგენლობა

მხოლოდ ერთი ქილა დაკონსერვებული თინუსი შეიძლება შეიცავდეს 600 მგ. ნატრიუმს. ეს ხშირად ხდება ჰიპერტონიის და ინსულტის გამომწვევი მიზეზი.

მძიმე მეტალები

რადგან თინუსი მტაცებელია, ის იკვებება მცირე ზომის თევზებით. ისინი შთანთქავენ ბევრ მძიმე მეტალს, რაც უკვე დაგროვილია კვების ჯაჭვში. ამ მეტალების რიცხვში შედის ვერცხლის წყალიც. მისი კონცენტრაცია თევზში ძალიან მცირეა და ითვლება, რომ ის არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ადამიანებისთვის, მაგრამ ყოველთვის არის გამონაკლისი. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ვერცხლის წყალი აზიანებს ნერვულ და იმუნურ სისტემას, საკვების მომნელებელ ორგანოებს, გულს და ტვინს.

თინუსის თითქმის ყველა სახეობა სეიცავს ვერცხლის წყლის მცირე რაოდენობას მაინც. ყველაზე დიდი რაოდენობით ის არის დიდი ტანის წარმომადგენლებში. სწორედ ამიტომ უპორატესობის მინიჭება ჯობია პატარა სახეობის თევებისთვის, მაგალითად სკუმბრისებური თინუსისთვის.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ფუკუსიმაზე ავარიის შემდეგ მოიმატა არა მხოლოდ ვერცხლის წყლის კონცენტრაციამ, არამედ რადიოაქტიური ნივთიერების ცეზია-137. მისი რაოდენობა დასაშვებ ნორმას 10-ჯერ აღემატება.

თინუსის მავნე თვისებები

მავნე ქიმიური ნივთიერებები

ოკეანეების ძლიერ დაბინძურებას მივყავართ იქამდე, რომ თევზები შთანთქავენ ძალიან დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება: პოლიქლორირებული ბიფენილები და დიოქსინები. სამწუხაროდ ამ კანცეროგენების აღმოჩენა სხვადასხვა სახეობის თევზის ქსოვილებშიც არის შესაძლებელი. მათ შორის გამონაკლისს არც თინუსი წარმოადგენს.

სამწუხაროდ ცალკე გამოყვანილი თინუსიც ყოველთვის არ არის უსაფრთხო, რადგან მის საკვებში არაკეთილსინდისიერი მომშენებლები უმატებენ ანტიბიოტიკებს და ჰორმონებს.

თინუსის მავნე თვისებები

მოწამვლის რისკი

თუ თინუსი დაჭერისთანავე არ დამუშავდა, მის ხორცს შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ სერიოზული მოწამვლა. ეს პროდუქტი ძალიან მალე ფუჭდება და ხდება მომწამვლელი. ახალი თინუსის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ხორცს: თუ მასზე არის შავი ან პირიქით, გაუფერულებული ლაქები, ჯობია უარი თქვათ ასეთ პროდუქტზე. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ვაკუუმში მოთავსებულ პროდუქტს. ზიანის მიყენება დაკონსერვებულ თინუსსაც შეუძლია, თუ ის დამუშავებული იყო არასწორი გზით ან არ იყო დაცული შენახვის პირობები.

თინუსის მავნე თვისებები

ვინ არ უნდა მიირთვას თინუსის ხორცი?

  1. ექიმები უკრძალავენ თინუსის ხორცის მიღებას:
  2. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს;
  3. ქალებს ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პერიოდში;
  4. სკუმბიისებრთა თევზზე ალერგიის მქონე ადამიანებს;
  5. 3 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებს.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროდუქტის ზომაზე მეტის მიღებამ შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანიზმი. არ დაივიწყოთ დაბალანსებული კვების შესახებ!

თინუსის მავნე თვისებები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია