ხალხური მედიცინა: ლიმონი მარილით და შავი პილპილით

ხალხური მედიცინა: ლიმონი მარილით და შავი პილპილით
ლიმონის წვენი საკმაოდ პოპულარული ძმრის შემცვლელია ბოსტნეულის და ხორცის კერძებში. დამეთანხმებით, რომ ის ბევრად სასარგებლო და არომატულიცაა. ყველაზე პიკანტური ტრიო – მარილი, შავი პილპილი და ლიმონი – სამივე საკმაოდ ხშირად გამოიყენება სალათებში, სადილებში და წასახემსებლებში.

როგორც აღმოჩნდა ეს კომბინაცია არა მხოლოდ გემოს გასაუმჯობესებლად, არამედ უამრავი დაავადების პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. ერთი შეხედვით უბრალო პროდუქტები ქრონიკული დაავადებების შემთხვევაშიც კი დაგეხმარებათ.

ხალხური მედიცინა: ლიმონი მარილით და შავი პილპილით

როგორ გამოვიყენოთ ლიმონი, მარილი და შავი პილპილი

1. ყელის ტკივილი

1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. მარილი და 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი. მიღებული სითხე გამოივლეთ ყელში დღეში 2-3 ჯერ.

2. ნაღვლის ბუშტის კენჭებისგან გაწმენდა

გამოიყენეთ ყოველდღე შემდეგი ნარევი: 3 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ. შავი პილპილი, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი.

3. გულისრევა და საჭმლის მონელების დარვევა

შავი პილპილი ცნობილია როგორც ეფექტური საშუალება საჭმლის მონელების დარღვევის და დიარეის დროს, ხოლო ლიმონის სუნი გაგიქრობთ გულისრევის შეგრძნებას. ამ სიმპტომების გაჩენის დროს დალიეთ შემდეგი ნარევი: 1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ.კ. შავი პილპილი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი.

4. კბილის ტკივილი

ტკივილისგან გასანთავისუფლებლად დაგეხმარებათ პილპილის და მიხაკის ზეთის ნარევი. გადაურიეთ ერთმანეთს შემდეგი პროპორციით 1:2 და გაიხეხეთ კბილები დღეში 2-ჯერ.

5. ცხვირიდან სისხლდენა

ცხვირიდან სისხლდენას შეაჩერებს 5-6 წვეთ ლიმონის წვენში დასველებული ტამპონი. მოითავსეთ ის ცხვირის ნესტოში სისხლდენის შესაჩერებლად. ეს მეთოდი ასევე კარგია თავის ტკივილისგან და გულისრევის შეგრძნებისგან გასანთავისუფლებლად.

6. სტომატიტის მკურნალობა

ტკივილის მოსახსნელად და ბაქტერიების გასანადგურებლად გამოივლეთ პირის ღრუში მარილიანი თბილი წყალი: 1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ს.კ. მარილი.

7. წონის დაკლება

საჭმლის მონელების მოწესრიგებაში და წონის დაკლებაში დაგეხმარებათ სასმელი, რომელიც უნდა მიიღოთ უზმოზე. აიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი, დაუმატეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1/4 ჩ.კ. შავი პილპილი და 1 ს.კ. თაფლი. ლიმონი და შავი პილპილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ციტრუსის შემადგენლობაში მყოფი პოლიფენოლი ხელს უშლის წონის მატებას და ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს.

ხალხური მედიცინა: ლიმონი მარილით და შავი პილპილით

ასეთი სამკურნალო საშუალებების მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში. ეს რეცეპტები განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა არ გაქვთ წვდომა სააფთიაქო საშუალებებთან, ამიტომ აუცილებლად ჩაინიშნეთ ისინი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ხალხური მედიცინა: ლიმონი მარილით და შავი პილპილით
შვიდი წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც პირის ღრუში 526 კბილი აღმოაჩნდა