7 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავაგდოთ ავოკადოს კურკა

არსებობს ძალიან ბევრი სასარგებლო პროდუქტი, რომელთა სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენ ნაკლები ვიცით, ერთ-ერთი მათგანია ავოკადოს კურკა. რამდენჯერ გადაგიდიათ იგი თქვენ?

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სარგებელზე, რომელიც შეიძელბა ავოკადოს კურკამ მოგიტანოთ.

7 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავაგდოთ ავოკადოს კურკა

სასარგებლო თვისებები

ავოკადოს კურკას აქვს ბაქტერიციდული და ფუნგიციდური თვისებები, ანუ მას შეუძლია შემციროს სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმების მოქმედება. გარდა ამისა, ბირთვი შეიცავს საპონინებს (რთული ორგანული უაზოტო ნაერთები მცენარეული გლიკოზიდების ჯგუფის), რომლებიც აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს და ათავისუფლებენ ორგანიზმს “ცუდი” ქოლესტერინისგან. ამასთან ერთად, იგი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს და C ვიტამინს.

მომზადების წესები

7 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავაგდოთ ავოკადოს კურკა

გამოყენების წინ, კურკა კარგად უნდა გასუფთავდეს და გამოშრეს. ამის გასაკეთებლად, გაასუფთავეთ იგი გარე გარსისგან და გააჩერეთ დაბალ ტემპერატურაზე ღუმელში, დაახლოებით 1 საათით. ასევე, შეგიძლიათ გაუფცქვნელი კურკა ღუმელში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გააჩეროთ. ამ პროცედურების გარეშე კურკის მიღებას არ გირჩევთ.

გარეგანი გამოყენების წესები

7 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავაგდოთ ავოკადოს კურკა

ეს პროდუქტი დადებით გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებზე, მაგალითად თმაზე, კანზე სახეზე და სხვა. პროდუქტის კოსმეტიკურად მიღება ატენიანებს კანს და სძენს ტონალობას.

  1. სკრაბი. კურკის ფხვნილი აურიეთ ყავაში, დაამატეთ ზღვის მარილი და წაისვით სახეზე. ნაზავი თქვენს კანს შესძენს კონტრასტსა და ლამაზ ფერს.
  2. საშრობი საშუალება. აურიეთ ერთმანეთში დაქუცმაცებული კურკა და თბილი წყალი, თუ გნებავთ, შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის ხის ზეთის ზეთიც. მიღებული პროდუქტი შეგიძლიათ წაისვათ გაღიზიანებულ კანზე და გაიჩეროთ 4-6 წუთით.
  3. სახის ნიღაბი. აურიეთ წვრილად დაჭრილი კურკა თიხის ფხვნილში, დაასხით ნარევს თბილი წყალი და წაისვით იგი თვალების ირგვლივ. 15 წუთის შემდეგ, მოიბანეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  4. თმის ხსნარი. გაზქურაზე დადგმულ 1 ლიტრ წყალს, დაუმატეთ გახეხილი კურკა და წამოადუღეთ იგი 30 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და გამოიყენეთ თმაზე დაბანის შემდეგ.

გარეგანი გამოყენების წესები

7 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავაგდოთ ავოკადოს კურკა

ავოკადოს კურკის გამოყენება რეკომენდირებულია ჭარბი წონის, ათეროსკლეროზისა და წნევის პრობლემებისთვისაცანთებითი პროცესებიცა და მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებიც ამ პროდუქტის გამოყენების ინდიკატორებია. ავოკადოს გახეხილი კურკა გამოიყენება სალათებში და მსგავსი კერძების დანამატებში.

რეცეპტები:

  • სალათები.  ავოკადოს კურკა უხდება თითქმის ყველა ტიპის სალათს, მაგრამ ყველაზე კარგია თვითონ ავოკადოსა და ბოსტნეულის სალათებთან ერთად. მოამზადეთ თქვენი სასურველი სალათი და მოაყარეთ თავზე გამზადებული კურკის ნახეხი. სურვილის შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული კვერცხი, ხორცი ან თევზი.
  • ხილ-ფაფა. 2 ჭიქა ნუშის რძე, ბანანი, ნიახური, ისპანახი და 1 ს/კ ავოკადოს კურკის ფხვნილი მოათავსეთ ბლენდერში. (შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ინგრედიენტის ხილ-ფაფა) გაითვალისწინეთ, რომ ნახეხი საკვებს შესძენს მომწარო გემოს, ამიტომ გირჩევთ რომ დაუმატოთ ტკბილი ინგრედიენტები.
  • კრემ-სუპი. ავოკადოს კურკა კერძებს სძენს საკმაოდ მძაფრ გემოს, მაგალითად ავოკადოს სუპს. ცეცხლზე შემოდგით ხახვი, ავოკადოს რბილობი და სხვა ბოსტნეული. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ბლენდერში გადაიტანეთ და დააბლენდერეთ. ნარევის თეფშზე დასხმის შემდეგ, თავზე მოაყარეთ ავოკადოს გახეხილი კურკა.

დაეხმარეთ საიტს, რომ განაგრძოს არსებობა – გააზიარეთ ეს სტატია. თითოეული გაზიარება საიტის არსებობის გაგრძელების ტოლფასია.

შეაფასეთ სტატია
7 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავაგდოთ ავოკადოს კურკა
15 წუთიანი პროცედურა, მოგაშორებთ ხელებიდან გაუხეშებული კანს. რეცეპტი იხილეთ აქ…