რა სასწაულების მოხდენა შეუძლია აბუსალათინის ზეთს, განსაკუთრებით ყაბზობის დროს

რა სასწაულების მოხდენა შეუძლია აბუსალათინის ზეთს, განსაკუთრებით ყაბზობის დროს

აბუსალათინის ზეთის უსაფრთხოებაზე ბევრი გვსმენია. ის საფაღარათო ეფექტის მქონე სტიმულატორია, რომელიც შიგნით მიღების დროს გამოხატულ ყაბზობას ამცირებს. თუმცა, კითხვა უჩნდებათ ხოლმე – ყოველთვის უსაფრთხოა ეს საშუალება?

აბუსალათინის ზეთი მიიღება თესლიდან, რომელიც მომაკვდინებელ შხამს, რიცინს შეიცავს. ყაბზობის გარდა, აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ლაქტაციის და მშობიარობის სტიმულაციისთვის. ოსტეოართრიტის დროს აბუსალათინის ზეთს ისვამენ კანზე, ასევე, თვალის გაღიზიანების მოსაშორებლად. კიდევ გამოიყენება სიფილისის და კეთროვანის დროს და ჩასახვის საკონტროლოდაც. კვლევები ადასტურებს, რომ აბუსალათინის თესლის ერთჯერადი დოზა 12 თვიანი კონტრაცეფციისთვის საკმარისია.

აბუსალათინის ზეთზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აბუსალათინის ზეთს აქვს საფაღარათო მოქმედება. მასში შემავალი რიცინოლის მჟავა ნაწლავებს კუნთების შეკუმშვას და ფეკალური მასის გამოღებას აიძულებს. მსგავსად მოქმედებს საშვილოსნოზე, სწორედ ამიტომ მას მშობიარობის შემდეგ უნიშნავენ, ქრონიკული ყაბზობის მქონე ადამიანებმა ამ ზეთის დახმარებით სიმპტომების გაუმჯობესება შეძლეს. მას აქვს მეტად სწრაფი მოქმედების ეფექტი. რეკომენდირებული დოზა ყაბზობის დროს არის 15 მლ. ზრდასრული ადამიანისთვის 1- დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ აბუსალათინის ზეთის ერთჯერადი დოზა უსაფრთხოა პაციენტებისთვის, მაგრამ მისი ხანგრძლივად გამოყენება რეკომენდირებული არ არის სასურველი. მისი გამოყენება 1 კვირაზე მეტ ხანს არაა სასურველი და დღეში მხოლოდ 15-60მლ. მოცულობა. რადგან მან შეიძლება ორგანიზმში სითხისა და კალიუმის დაკარგვა გამოიწვიოს.

ზეთის ხშირი გამოყენება ნაწლავების ტონუსს ამცირებს, რამაც შეიძლება ქრონიკული ყაბზობა გამოიწვიოს. ამას წერს  The Health.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეაფასეთ სტატია
რა სასწაულების მოხდენა შეუძლია აბუსალათინის ზეთს, განსაკუთრებით ყაბზობის დროს
როგორ განვთავისუფლდეთ ფეხზე გაჩენილი ძვლოვანი წამონაზარდისგან? ხალხური საშუალებები და მათი გამოყენების წესი…