პომიდვრის კონსერვი ნივრითა და მწვანილებით – ყველა დიასახლისის საყვარელი რეცეპტი

დაკავშირებული სურათი

დაკავშირებული სურათი

ინგრედიენტები 1 ლიტრიანი ქილისთვის:

  • პომიდორი – 0.7 კგ
  • ნიორი – 1 თავი
  • ცხარე წიწაკა – 1 ც.
  • ოხრახუში – 1 კონა
  • პირშუშხას ფოთოლი – 1 ც.
  • ცერეცოს თავთავი – 1 ც.
  • დაფნის ფოთოლი – 2 ც.
  • შავი პილპილის მარცვლები – 5 ც.
  • მცენარეული ზეთი – 2 ს/კ.
  • ძმარი 9% – 1 ს/კ.
  • წყალი – 0.5 ლ.
  • შაქარი – 1 ს/კ.
  • მარილი – 1 ს/კ.

პომიდორი 4 თანაბარ ნაწილად გაჭერით. დანაყეთ ნიორი. მსხვილად დაჭერით ოხრახუში. ქილის ძირში ჩაფინეთ პირშუშხას ფოთლები, კამა, ცხარე წიწაკა, დანა და შავი პილპილის მარცვლები. ზევიდან პომიდვრის ფენა დააწყეთ და მოაყარეთ მწვანილი და ნიორი. დაამატეთ შაქარი, მარილი, ძმარი და მცენარეული ზეთი. ქილა მდუღარე ჭყალში ჩადგით. გაასტერილეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის მანძილზე. შემდეგ კი გადააგორ-გადმოაგორეთ ქილა, შეხვიეთ პირსახოცში და ადროვეთ გაგრილება. 

შეაფასეთ სტატია
პომიდვრის კონსერვი ნივრითა და მწვანილებით – ყველა დიასახლისის საყვარელი რეცეპტი
თმები, სახსრები, კანი: წაბლის სასარგებლო თვისებები