პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

დაკავშირებული სურათი
დაკავშირებული სურათი

ზაფხულში ადამიანს წყლის დიდი რაოდენობით დალევა სჭირდება. ხშირად, ბოთლს, რომლითაც წყალს ყიდულობენ, კვლავ ავსებენ წყლით და მრავალჯერადად იყენებენ, თუმცა ყველა ბოთლის ბევრჯერ გამოყენება არაა სასურველი. გასათვალისწინებელიაბოთლის ძირზე (ზოგჯერ გვერდით), ისრებისგან შეკრულ სამკუთხედში ჩაწერილი ციფრები.

1 სამკუთხედში – პლასტმასის ეს სახეობა ყველაზე ხშირად გამოიყენება წარმოებაში. ეს ყველაზე სახიფათო ნიშანია. ამ ბოთლის გამოყენება მრავალჯერადად არ შეიძლება, რადგან ის შეიცავს მძიმე მეტალებს და ბაქტერიებისთვის „სასარგებლო“ გარემოა. მძიმე მეტალებია ტყვია და მანგანუმი. ადამიანის ორგანიზმისთვის ორივე ძალიან საშიშია. ტყვია იწვევს ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების გამწვავებას. მაგალითად, ასთმური, გულსისხლძარღვთა დაავადება და ის შეიძლება გახდეს ონკოლოგიური დაავადების განვითარების მიზეზიც. ძირითადად, ის აზიანებს სასუნთქ სისტემას და შეიძლება, ჩამოყალიბდეს ფილტვისა და ღვიძლის კიბო. რაც შეეხება მანგანუმს; ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს თავის ტვინის უჯრედების კვდომას და ე.წ. დემიელინიზაციის პროცესს უწყობს ხელს. მაგალითად, გაფანტული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს მანგანუმის ჭარბმა რაოდენობამ. ის ასევე იწვევს კანქვეშა რბილი ქსოვილების ნეკროზს და შეიძლება, კუნთოვანი სისტემის სერიოზული პრობლემები განავითაროს.

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

2 სამკუთხედში – ბოთლები ამ ნიშნით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. ამ ტიპის პლასტმასა ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს არ შეიცავს და მისი მრავალჯერადად გამოყენება შეიძლება. 

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

3 და 7 სამკუთხედში – პლასტმასა (1-იანით მონიშნული ბოთლის შემთხვევაში არსებულ მძიმე მეტალებთან ერთად) შეიცავს მრავალ ტოქსიკურ ნივთიერებას და მისი გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამ ტიპის პლასტმასა რბილი და ელასტიკური მასალაა. 

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

4 სამკუთხედში – ეს ბოთლები უსაფრთხოა მრავალჯერადად გამოყენებისთვის, თუმცა ისიც შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, რომელიც ბოთლში ცხელი წყლის ჩასხმისას აქტიურდება და გამოიყოფა. ამიტომ, მასში მხოლოდ ცივი წყლის ჩასხმაამიზანშეწონილი. 

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

5 სამკუთხედში – ამ ტიპის პლასტმასა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. ისაა თეთრი შეფერილობის და მზეს არ ატარებს. 

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

6 სამკუთხედში – შეიცავს მავნე ელემენტებს და არ შეიძლება მრავალჯერადად გამოყენება. 

პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას

თუ ბოთლზე საერთოდ არაა დატანილი ნიშანი, პლასტმასა შეიცავს ბისფენოლ A-ს. ესაა მავნე ნივთიერება, აირი, რომელიც აქტიურად გამოიყენება პლასტმასის ბოთლის შექმნაში. ბისფენოლი იხსნება თბილ ნივთიერებაში და ალკოჰოლის შემცველ სითხეში. ბისფენოლს შეუძლია, დააზიანოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, რადგან ესაა ჰორმონული აირი. შეუძლია, გამოიწვიოს კუნთოვანი დაავადებები. ბოთლების წარმოებაში ეს ნივთიერება აკრძალულია აშშ-ში, კანადაში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. განსაკუთრებით იკრძალება მისი გამოყენება ბავშვების საკვები ბოთლების წარმოებისას.

შეაფასეთ სტატია
პლასტმასის რომელი ბოთლის მრავალჯერადად გამოყენება ვნებს ჯანმრთელობას
ძვლოვანი და ხრტილოვანი მასის აღსადგენი საშუალება: 3 რეცეპტი