კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

სტომატოლოგიური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში. კბილის ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია და მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გავიყუჩოთ. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი რაღა თმა უნდა ექიმტან ვიზიტია, მაგრამ როცა ამას ვერ ვახერხებთ რა გზას მივმართვათ?

 

ამ მტანჯველი ტკივილისგან განთავისუფლება შესაძლებელია ხალხური მედიცინის საშუალებითაც, თუმცა რამდენადაა ყველა მათგანი უსაფრთხო და რეალურად სარგებელის მომტანი თქვენი ჯანმრთელობისთვის? დღეს ჩვენ სწორედ ამაზე გესაუბრებით, თუ რომელი ხალხური საშუალების გამოყენება არ ღირს კბილის ტკივილის დროს.

ხალხური საშუალებები კბილის ტკივილისთვის

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

1. წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ხსნარს, თანაფარდობით 1:1-თან იყენებენ კბილის ტკივილის დროს. ეს ხსნარი ნამდვილად ამცირებს ტკივილს და აფერხებს გინგივიტის განვთარებას, მაგრამ რეალურად უფრო მეტ ზიანს გაყენებთ. წყალბადის ზეჟანგი იწვევს კბილის მინანქრის დაზიანებას და შესაძლებელია გამოიწვიოს პირის ღრუს დამწვრობა. ასეთი ხსნარის გადაყლაპვა სასტიკად დაუშვებელია.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

2. მიხაკის ზეთი

ამ საშუალებას ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. ის ნამდვილად აყუჩებს ტკივილს, თუმცა ეს დროებითი ეფექტია. მიხაკის ზეთი ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, იმ ადგილის გაბუჟებას და გაშეშებას იწვევს. ამ ეფექტის გასვლისთანავე სავსებით შესაძლებელია ათმაგი ტკივილი იგრძნოთ.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

3. პიტნის ჩაი

ცივ პიტნის ჩაის პაკეტს იდებენ ღრძილზე 15 წუთით. ეს არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი, მაგრამ პროცედურის დასრულებისთანავე რამოდენიმე წუთში ტკივილი ისევ ბრუნდება.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

4. მარილიანი სავლები

 

მარილიანი სავლები ნამდვილად ეფექტურია ანთების პროცესისი შესამცირებლად, ბაქტერიების წინააღმდეგ და პირის ღრუს გასაწმენდად. თუმცა რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს და ეფექტი მხოლოდ დროებითია.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

5. სპირტი

ალკოჰოლი ნამდვილად იწვევს ტკივილის რეცეპტორების გაბრუებას, თუმცა მისი ეფექტურობაც დროებითია. რამოდენიმე წუთში ტკივილი ისევ ბრუნდება. ერთი შეხედვით უსაფღთხო მეთოდი საკმაოდ დიდი ზიანის მომტანია და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ნებისმიერი ალკოჰოლი იწვევს მოწამვლას, ბავშვებში კი თავბრუსხვევას და ღებინებას.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

6. ნიორი

ნიორი ცნობილია თავისი ანტიბიოტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ის მოგიგვარებთ ინფექციურ პრობლემებს და დაგეხმარებათ სტომატიტის შემთხვევაში. პირის ღრუსთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან კი უძლურია.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

7. ვანილის ექსტრაქტი

 

არა მხოლოდ ვანილის, არამედ ნებისმიერი ესქტრაქტი შეიცავს ალკოჰოლს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასეთი საშუალებები განსაკუთრენით საშიშია ბავშვებისთვის. ისინი მტკივნეული ადგილის მხოლოდ დროებით გაბუჟებას იწვევენ.

კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.

ხალხური მედიცინა ნამდვილად არის ეფექტური ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლაში, მაგრამ არა კბილების შემთხვევაში. პრობლემის დროებით მიყუჩებით თქვენ უფრო დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოთ საკუთარ თავს, ამიტომ კბილის ტკივილის დროს ნამდვილად გირჩევთ მაშინვე მიაკითხოთ სტომატოლოგს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კბილის ტკივილის დროს ხალხურ საშუალებებს მიმართავთ? გაიგეთ, სინამდვილეში რომელი მათგანია სასარგებლო და რომელი საზიანო.
კურკუმა თაფლთან ერთად: სასწაულმოქმედი საშუალება თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად