პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს

პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს

პაპილომა ინფექციურ დაავადებათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის მაპროვოცირებელ ფაქტორსაც ადამიანის პაპილომა ვირუსი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის მუშაკები პაპილომას კეთილთვისებიან სიმსივნედ მოიაზრებენ და თვლიან, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მისი მკურნალობა მაინც მიზანშეწონილია.

პაპილომა ვირუსის ასობით სახე არსებობს დ შესაბამისად, არსებობს მათგან განთავისუფლების ხალხური გზებიც.

ხალხური მედიცინა პაპილომას წინააღმდეგ

1. ქრისტესისხლა

ქრისტესისხლა პაპილომის მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული საშუალებაა. ამ მიზნით, მოჭერით ახალი მცენარე ფესვიდან 5 სმ-ის სიგრძეზე და გამოადინეთ წვენი.

წვენი პრობლემურ ადგილზე წაისვით და გადაიკარით სამედიცინო წებოვანი ლენტი, ან სტერილური ბინტი, რომელიც ამავე წვენით უნდა იყოს გაჟღენთილი. საფენი 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

ამ პროცედურის გამეორება დღეში 2-3 ჯერ სასურველია. მკურნალობის წარმატებით დასასრულებლად რაციონიდან ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები დროებით გამორიცხეთ.

2. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთში შემავალი მჟავა პაპილომების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს. წაისვით ზეთი სასურველ ადგილას თითის მასაჟური მოძრაობებით 5-7 წუთის განმავლობაში. კომპრესორად ქრისტესისხლას წვენში გაჟღენთილი ბინტი დაიდეთ და 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

3. ნიშადურის სპირტი

პაპილომას წინააღმდეგ ბრძოლა ნიშადურის სპირტის მეშვეობითაც შეგიძლიათ – ყურის საწმენდ ბამბიანი ჩხირი ნიშადურის სპირტით გაჟღინთეთ დ 5-10 წამით პაპილომაზე დაიდეთ. არ მოიხვედროთ ნიშადური ჯანმრთელ კანზე.

პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს

4. ბალახის ნაყენი პაპილომასთვის

ამ საშუალების მოსამზადებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობით: ბაბუაწვერა, მელისას და ცხენკუდას გამხმარი ფესვები, მრავალძარღვას და ჭინჭრის ფოთლები, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ მინის ჭურჭელში.

აიღეთ 3 ს/კ ზემოთაღნიშნული ინგრედიენტების კომბინაცია, მოათავსეთ ემალის ქვაბში, დაასხით 3-5 ჭიქა ცივი სასმელი წყალი და დაბალ ცეცხლზე 7-9 წუთი ადუღეთ.

ნახარში თავდახურულ ქვაბში ბნელ ადგილას 3 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ წვრილ საწურში და გააზავეთ გადადუღებულ, გაგრილებულ წყალთან.

ნახარში დღეში სამჯერ 3 ს/კ ოდენობით მიიღეთ, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსი 7-10 დღე გრძელდება.

5. ნივრის მალამო

მალამოს მომზადება მარტივია: წვრილად დაჭერით ნივრის კბილები და დაჭყლიტეთ. აიღეთ ხელის ნებისმიერი კრემი, 2 ს/კ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ნივრის ფაფა და ორივე ინგრედიენტი შუშის კონტეინერში კარგად აურიეთ.

მზა მასალა სტერილურ ბინტზე მოათავსეთ და სახვევი სხეულის პრობლემურ მონაკვეთზე დაიდეთ.

პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს

6. ქრისტესისხლას ნაყენი მცენარეულ ზეთზე

ყვავილობის პერიოდში მოკრიფეთ ქრისტესისხლა, ბალახი რაც შეიძლება წვრილად დაჭერით ხელით (რეზინის ხელთათმანების გამოყენებით).

დაქუცმაცებულ მცენარეს შუშის ქილაში მცენარეული ზეთი 1:1 პროპორციით დაასხით. 1 თვის განმავლობაში ეს საშუალება ბნელ და გრილ ადგილას დატოვეთ. მიღებული მზა ნაყენი პაპილომაზე დღეში 2-3ჯერ შეიზილეთ.

პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს

7. კალანჰოეს ფოთლები

კალანჰოეს ახალი ფოთლების რეგულარული დადება პაპილომაზე ბინტის საშუალებით პრობლემის მოშორებაში დაგეხმარებათ. სრული კურსი 15 პროცედურას მოიცავს.

ნებისმიერი მეთოდის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან!

დაეხმარეთ საიტს, რომ განაგრძოს არსებობა – გააზიარეთ ეს სტატია. თითოეული გაზიარება საიტის არსებობის გაგრძელების ტოლფასია.

შეაფასეთ სტატია
პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ხალხური მედიცინა სასწაულებს ახდენს
ჟელატინი ნაოჭების წინააღმდეგ: სასწაულმოქმედი რეცეპტები თქვენთვის…