როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

ღვიძლი არის ჯირკვალი, რომელიც ორგანიზმისთვის არის ფილტრი ტოქსიკური ნივთიერებებისთვის. ის ალერგენებს და შხამებს აქცევს შედარებით უვნებელ და ადვილად გამოდევნად ნივთიერებებად. ზოგჯერ საჭიროა ღვიძლის გაწმენდა, რათა მოვახდინოთ სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკა. თუ თქვენ არ იცით როგორ გაიწმინდოთ ღვიძლი მსუბუქად და ქიმიის გარეშე, მიაქციეთ ყურადღება გამომშრალ ყურძენს – ქიშმიშს.

ღვიძლის გაწმენდა ქიშმიშით, ეს არის ყველაზე მსუბუქი საშუალება, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს მტკივნეული პროცედურები და შემაწუხებელი დიეტები. გამომშრალ ნაყოფში არის დიდი რაოდენობით ინსულინი. სწორედ ის გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებაში და ღვიძლის დატვირთვის შემსუბუქებაში.

ქიშმიშის წყალი ღვიძლისთვის

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

ქიშმიშის წყალს იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებისთვის: შაკიკი, ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, სისხლის ნაკლებობა. ამასთან ერთად ის არაჩვეულებრივ დეტოქს საშუალებად ითვლება. ის ეფექტურად და მსუბუქად ასუფთავებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, თირმკელებს და ღვიძლს.

ქიშმიშის წყლის რეცეპტი ძალიან პოპულარულია აიურვერდის პრაქტიკებში. მას იქ იყენებენ არა მხოლოდ ორგანიზმის გასაწმენდად, არამედ გასაახალგაზრდავებლად, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებლად.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

ეს ყველაფერი ბიოლოგიის თვალსაზრისით შეიძლება აიხსნას. ქიშმიში შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტონუტრიენტებს. ისინი ხელს უშლიან დაბერების პროცესს, ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნალწავის სისტემის მუშაობას. ღვიძლისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ქიშმიშის შემადგენლობაში მყოფი ინსულინი.

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შავი და კარგად გამომშრალი ქიშმიში. სწორედ ის შეიცავს ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

დაგჭირდებათ:

  • 100 გრ. ქიშმიში
  • 200 მლ. თბილი წყალი
  • 350 მლ. გადადუღებული ცივი წყალი

მომზადების წესი:

  • დაასხით ქიშმიშს თბილი წყალი და დატოვეთ 15 წუთით. ამის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და გარეცხეთ. ისევ დაასხით ცივი გადადუღებული წყალი და დატოვეთ 24 საათი.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

გამოყენების წესი:

მიიღეთ ეს საშუალება დილით უზმოზე. აუცილებელია მთელი სითხის დალევა და ასევე მთელი ქიშმიშის მირთმევა. ამის შემდეგ დაწექით გვერდულად და დაიდეთ ღვიძლზე სათბურა, ამ მდგომარეობაში უნდა გაჩერდეთ 2 საათი. პროცედურის ჩატარება საჭიროა 1 თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ.

30 დღის შემდეგ ეცადეთ მიიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები: უმი ბოსტნეული, ხილი და მარცვლოვანი პური. არ დაგავიწყდეთ დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ თქვენ იგრძნობთ სიმსუბუქეს და სამუდამოდ განთავისუფლდებით პირში მომწარო გემოს შეგრძნებისგან.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია