მსოფლისო მასშტაბით ნებისმიერი ადამიანი ცდილობც გამოუყურებოდეს ბევრად უფრო ახალგაზრდულად და ლამაზად ვიდრე რეალურად გახლავთ. მილიონობით ადამიანი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ წარმატებული ცხოვრების საწინდარი სწორედ სილამაზეზე ზრუნვა გახლავთ. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ადამიანი სხვადასხვა ხერხებით ცდილობს მიაღწიოს სასურველ სრულყოფილებას, ზოდი დიეტის საშუალებით, ზოგი კვებითი რაციონით, ზოგი ცხოვრების ჯანსაღი სტილით და ა. შ
ამ მიმართულებით სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა პრობლემები აქვს, ზოგს გამუქებული კანის გათეთრება სურ, ზოგს ჩაშავებული და ჩამოსიებული თვალის უპეები აწუხებს, ზოგს თმის ცვენა ან და მისი ხარისხი აწუხებს, ზოგისთვის კი უბრალოდ მაკიაჟის მოცილება წარმოადგენს რთულ საქმეს და ა.შ. ამ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება ნებისმიერ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად და ძვირადღირებული პროცედურების ჩატარების გარეშეც შეუძლია.
ყოველდღიური დეოდორანტის გამოყენება მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, იწვევს იღლიის ფერის შეცვლას. ანტიპერსპირანტების ხშირი გამოყენების შედეგად გამუქებული კანის გათეთრებას ადამიანები სხვადასხვა გამწმენდი და ანტისეპტიკური კრემებით ცდილობენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საკმაოდ დიდი დანახარჯის მიუხედავად, სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევენ. თუმაც არსებობს ძალიან იაფი და მარტივი გზა, რისი საშუალებითაც სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია.
აიღეთ რამოდენი კარტოფილი, გახეხეთ და შემდეგ გამოწურეთ. მიღებული სითხე მოათავსეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში. აიღეთ ბამბის ტამპონი და დაასველეთ მიღებული სითხით, შემდეგ გამუქებულ ადგილებში კარგად ჩამოისვით. აღნიშნულ პროცედურას რაც უფრო ხშირად გააკეთებთ შედეგიც მით უფრო მალე მიიღებთ.
იმისთვის, რომ თქვენი თმა ბევრად უფრო ჯანსაღად და ბზინვარედ გამოიყურებოდეს ჩაიტარეთ ეს პროცედურა. საღამოს აიღეთ მუქი ფერის ლუდი, უმჯობესია შავი, რომელსაც მოხდით საცობს და დილამდე დატოვებთ თავმოხდილს, რათა გაზი ბოლომდე გაუვიდეს. დილით ბანაობამდე ლუდი გადაივლთ თავზე და დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში დაიტოვე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. აღნიშნული პროცედურის რტამოდენიმეჯერ გაკეთების შემდეგ შედეგი ნამდვილად გაგაკვირვებთ.
კბილების გასათეთრებათ სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული ქიმიური პროცედურების ჩატარება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტად აზიანებს კბილის ემალს. აიღეთ მწიფე ბანანი და გაფცქვენით. ბანანის კანი შიგნიდან მხრიდან დაიდეთ კბილებზე, როგორც ფოტოშია მითითებული, 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ნელთბილი წყალი გამოივლეთ. პროცედურის ხშირი ჩატარება ბევრად უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.