სახის პილინგი თაფლის დახმარებით

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

უძველესი დროიდან თაფლს იყენებდნენ არა მხოლოდ როგორც სასარგებლო პროდუქტს, არამედ როგორც კოსმეტიკურ და სამკურნალო საშუალებას. ის გეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ანთებითი პროცესის შეჩერებაში, დაბერების პროცესის შენელებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში. აი ამიტომ არის ის № 1 საშუალება სახის კანისთვის.

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, კანი ნებისმიერ დროს საჭიროებს რეგულარულ მოვლას. სახის დაბანა და კრემის გამოყენება არ ითვლება. აუცილებელია პილინგის და ნიღბების გამოყენება, რომლებიც იცავენ სახის კანს, ამდიდრებენ მას სასარგებლო ნივთიერებებით და ხელს უშლიან დაბერების პროცესს. თაფლის პილინგი ერთ-ერთი ასეთი სახეობაა, რომელიც ძალიან ეფექტურია.

რომელი თაფლი ავირჩიოთ

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

რომელი თაფლიც არუნდა აირჩიოთ, ეფექტს მიაღწევთ ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ჩაის ხის თაფლი. რატომ? საქმე იმაშია, რომ ის ყველაზე ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტისეპტიკური საშუალებაა.

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

შეგიძლიათ ასევე დაამზადოთ ჩაის ხის თაფლის ნიღბებიც, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა თქვენი სახის კანისთვის: ის არბილებს, ატენიანებს, კვებავს ვიტამინებით და მინერალებით, ებრძვის სიწითლეებს, გამონაყარს, ცხიმის საცობებს და აქვს მატონიზირებელი ეფექტი.

თაფლის პილინგი სახლის პირობებში

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 1,5 ს.კ. თაფლი. პირველ რიგში სახე უნდა დაიორთქლოთ, რადგან ასე პროცედურა ბევრად ეფექტური იქნება. ამისთვის გვირილის აბაზანა ყველაზე ეფექტურია.

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

წაისვით თაფლი მთელს სახეზე, მაგრამ არა თვალის და თუჩების გარშემო. განსაკუთრებით პრობლემურ ზონებზე წაისვით ორი ფენა. გაიჩერეთ 10 წუთი. ეს დრო სავსების საკმარისია რათა თაფლი მოხვდეს ფორებში.

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

შემდეგ დაიწყეთ სახეზე თითებით მსუბუქად დატყაპუნება. პროცედურა უნდა გაგრძელდეს 10 წუთი. ამ დროის მანძილზე თქვენ მარტივად განთავისუფლდებით შავი წერტილებისგან და გაუხეშებული კანისგან.

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პირველივე პროცედური შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ კანი გახდება გლუვი და სუფთა. კიდევ ერთი უპირატესობა: სალონური პროცედურებისგან განსხვავებით, ამ პროცედური შემდეგ თქვენი კანი ნამდვილად არ დაემსგავსევა პამიდორს.

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

თუ თქვენ გნებავთ თაფლის პილინგის ეფექტურობის გაძლიერება, მაშინ დაუმატეთ მას ცოტაოდენი სოდა და რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ამ შემთხვევაში მისი გამოყენების წესი იგივე რჩება.

ვინ არ უნდა გამოიყენოს თაფლის პილინგი

სახის პილინგი თაფლის დახმარებით

თუ თქვენ ძალიან ნაზი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ თაფლის გამოყენება კოსმეტოლოგიური მიზნებისთვის არაა რეკომენდირებული. ეს პროდუქტი ასევე იწვევს ალერგიულ რეაქციას. ამ პილინგის გამოყენება ასევე არაა რეკომენდირებული სისხლძარღვების გაფართოების, კაპილარების და სახეზე ჭარბთმიანობის დროს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია