მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე
მიკრო მწვანილი ჯანსაღი კვების ახალი ჰიტია. სახელგანთქმული სუპერფუდები: ჩიას თესლი, კინოა და ავოკადო ადგილს უთმობენ ბოლოკის, მზესუმზირის, მწვანე ბარდის და მდოგვის ახალგაზრდა ყლორტებს.

რისთვის არის საჭირო მიკრო მწვანილი?

რისთვის არის საჭირო მიკრო მწვანილი როცა ნორმალური ზომის კამა, რეჰანი და ოხრახუში ისედაც გვაქვს მთელი წლის მანძილზე? საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ყლორტები ბევრად დიდი რაოდენობით შეიცავენ სასარგებლო ნივთიერებებს. ამერიკელმა დიეტოლოგებმა შეისწავლეს ეს საკითხი, მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება.

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

აღმოცენების პროცესში მცენარე აძლიერებს თავდაცვის ფუნქციებს. მისი ახლად აღმოცენები ნორჩი ყლორტები შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და თან მარტივად ათვისებად ფორმაში. აი ზრდასრული მცენარე კი უკვე აღარ არის იმდენად მდიდარი სასრგებლო ნივთიერებებით.

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

მიკრო მწვანილის სახეობები და სასარგებლო თვისებები

ბაზილიკი

ბაზილიკის ყლორტები შეიცავს A, C და PP ვიტამინებს და ეთერზეთებს, რომელიც სასარგებლოა იმუნიტეტისთვის და საჭმლის მონელების პროცესისთვის. შეგიძლიათ დაუმატოთ ყველა ბოსტნეულს, ხორცის და თევზის კერძს.

ბარდა

ბარდის მიკრო წვანილი მდიდარია პროტეინებით, ფოსფორით და რკინით. ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე CC, PP, E და K.

წყალმცენარე

ახალგაზრდა წყალმცენარის მიღება ყველასთვის სასარგებლოა, ვისაც აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ის იოდის შემცველობით ნამდვილი ჩემპიონია.

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

შვრია

შვრიის ყლორტები უძლიერესი იმუნოსტიმულატორია. ის აუცილებელია ანემიის, ავიტამინოზის, ნერვული სისტემის გამოფიტვის და ვურუსული დაავადების გადატანის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად. ის დისბაქტერიოზთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ.

მზესუმზირა

მზესუმზირის ყლორტებს რუსულ ჟენშენს უწოდებენ. ის მდიდარია მცენარეული ცილით და ანტიოქსიდანტებით.

წიწიბურა

წიწიბურის ყლორტები აუცილებელია დიაბეტის დროს. მის შემადგენლობაში მყოფი რუტინი აძლიერებს სისხლძარღვებს, ხოლო ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ჰემატოპოეზში.

ხორბალი

ხორბალი უნდა მოამზადოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ახლად აღმოცენებული ჯეჯილის წვენის ერტი ყლუპიც კი მომენტალურად ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და გამოყავს ტოქსინები. ჯეჯილი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალციუმს და ფოსფორს.

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

ბოლოკი

ბოლოკი შეიცავს სილამაზისთვის საჭირო ყველა ვიტამინის ნაკრებს. გამოიყენეთ ბოლოკის ყლორტები თმების გაასძლიერებლად და კანის გასაახალგაზრდავებლად.

როგორ გავზარდოთ მიკრო მწვანილი

როგორ გავზარდოთ მიკრო მწვანილი კორპუსში? არაფერია ამაზე მარტივი! აირჩიეთ ნებისმიერი (ჯობია რამოდენიმე) ფანჯრის რაფა. მიწა არ დაგჭირდებათ, ჰიდროპინიკა ჩვენი ყველაფერია. თესლების გასაღვივებლად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ჭურჭელი ან დაამზადოთ ის საკუთარი ხელით სახლის პირობებში.

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

ერთი ჭურჭლის ძირში ჩაასხით წყალი, ზევიდან დაადეთ მეორე ჭურჭელი წყლის აბაზანის პრინციპით, რომელსაც წინასწარ გაუკეთებთ ძირზე რამოდენიმე ნახვრეტს. გადააფარეთ ჭურჭელს 2-3 ფენად გადაკეცილი მარლა და გადაანაწილეთ ზედ თესლი. კონსტრუქციას გადააკარით საკვები პოლიეთილენის პარკი და სულ ეს არის!

ყოველდღე მოხსენით პარკი და შეასხურეთ თესლს თბილი წყალი. უკვე 4-7 დღის შემდეგ შეგიძლიათ პირველი მოსავლის აღება. ყლორტები დროულად უნდა მოჭრათ: ფოთლების მეორე პარტიამ ვერ უნდა მოასწროს ამოსვლა. აგროვებული მიკრო მწვანილის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 7 დღის განმავლობაში თავდახურული პლასტმასის კონტეინერით.

მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე

დაამატეთ ყლორტები ყველა კერძს: ხორცის, თევზის, სალათებს, სენდვიჩებს და დესერტებსაც კი! მიკრო მწვანილის თითოეულ სახეობას აქვს თავისი გემოვნური თავისებურებები. გაამდიდრეთ თქვენი ორგანიზმი სასარგებლო მიკრო ელემენტებით მთელი წლის მანძილზე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მიკრო მწვანილი თქვენს ფანჯრის რაფაზე
ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!