ხაჭო – სასარგებლო თუ მავნებელი რძის პროდუქტი?!

ხაჭო მიიღება რძის დამჟავების დროს შრატის მოშორებით, ის ფერმენტირებული პროდუქტია. ხაჭოს სასარგებლო თვისებებზე ზოგადად ყველას გვსმენია. თუმცა რატომ არის ის სასარგებლო, ამის ფორმულირება ბევრს არ შეუძლია.

თუ ხართ დიეტაზე ან ხართ სპორტსმენი და მიირთმევთ ღამის საათებში ხაჭოს, დარწმუნებული ხართ რომ ამით თქვენს ორგანიზმს სარგებელს მოუტანთ? დღემდე საკამათო თემაა ხაჭოს ინსულინის ინდექსი, თუ რატომ ამას აუცილებლად გაგაცნობთ…


ხაჭოს სასარგებლო თვისებები

ზოგადად ხაჭოს, როგორც კალცის საბადოს ისე იცნობენ. თუმცა გეტყვით, რომ ეს პროდუქტი კალცის გარდა შეიცავს: ამინომჟავებს, მაგნიუმს, რკინას და A, B, E, P ვიტამინებს. გარდა ამისა ის შეიცავს ადვილად ათვისებად ცხოველურ ცხიმებს და არ შეიცავს ლაქტოზას.

Უცხიმო ხაჭო: CALORIC კონტენტი 100 გრამი. ხაჭო არაჟნით: CALORIC კონტენტი 100 გრამი. Dumplings ერთად ხაჭო: CALORIC კონტენტი 100 გრამი

მასში შემავალი კაზეინის წყალობით ის ითვლება ნელ ცილად. თუმცა ის კომპლექსურ პროტეინია, რადგან კაზეინის ცილის ნაწილი 50%–ია დანარჩენი კი სწრაფი ცილაა.

შეიძლება გაიფიქროთ, რომ ცილები ხორცსა და პარკოსან პროდუქტებშიც ხომ არის, მაგრამ მათ შემთხვევაში ცილების ნორმალურად შეწოვა ხდება ბოსტნეულის და მწვანილის დამატების შემთხვევაში. ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება გამოიწვიონ გაზების წარმოქმნა, ნაწლავების შეშუპება და კუჭში დუღილი. ამიტომ ხაჭო ცილების საუკეთესო წყაროდ რჩება.

1. ხელს უწყობს სახსრებისა და ძვლების გამაგრებას

ხაჭო მდიდარია ფოსფორით და კალციუმით, რომლებიც ძვლების ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობენ. ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით კი ასაკის მატებასთან ერთად სასარგებლოა მისი მიღება ძვლებისა და სახსრების გასამაგრებლად.

2. აუმჯობესებს განწყობას

D ვიტამინის დეფიციტი საგრძნობლად აისახება ადამიანის განწყობაზე. ხაჭოში კი ეს ვიტამინი საკმარისი რაოდენობითაა, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი შეავსოთ ორგანიზმში. როგორც კვლევებმა აჩვენა, ხაჭო ორგანიზმზე სტრესის მოქმედებას ასუსტებს აქრობს  უძილობას და შფოთვას აქრობს.

ღიმილი ადამიანს აახალგაზრდავებს - 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაიღიმოთ უფრო ხშირად?

3. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

4. აგავსებთ ენერგიით

როცა ხართ მოდუნებული ან უბრალოდ დაღლილი, მიირთვით დაახლოებით 200 გრ. ხაჭო და თავადვე იგრძნობთ შედეგს. იმდენად აივსებით ენერგიით, რომ ვარჯიშსაც შეძლებთ და დაწყებულ საქმესაც დაასრულებთ.

5. ზრდის კუნთოვან მასას

ყველაზე პოპულარულია ხაჭო სპორტსმენებს შორის, რადგან დაბალკალორიულია და ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო ცილებით.

კუნთების ატროფია - მიზეზები, სახეები და მკურნალობა - მკურნალი.გე~

6. ზრდის მამაკაცის ძალას

ხაჭო მამაკაცის ჰორმონალურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, რადგან ზრდის ორგანიზმში ტესტოსტერონის წარმოქმნას. ამასთან ერთად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, სელენიუმს და თუთიას.

7. აფერხებს პროსტატის სიმსივნის წარმოქმნას

ხაჭოში შემადგენელი სელენიუმი იცავს დნმ–ს და უჯრედებს დაზიანებისაგან. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ამ პროდუქტის მიაღება აფერხებს სიმსივნის წარმოქმნას.

ხაჭოს მავნებელი თვისებები

ხაჭო ნამდვილად სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რამოდენიმე მომენტიც…

1. მოწამვლის რისკი

აუცილებლად შეამოწმეთ მისი შენახვისა ვადა და პირობები, რადგან ეს ნაწლავური ინფექციის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მაღაზიაში ნაყიდი ხაჭოს ვადა 5 დღე უნდა იყოს (როცა საუბარი ნამდვილად სასარგებლო პროდუქტზე გვაქვს), ხოლო სახლში დამზადებულის ვადა 36 საათია.

მოწამვლა: სიმპტომები, მკურნალობა, პირველადი დახმარება მოწამვლისთვის

2. თირკმლებზე დატვირთვა

ხაჭოში შედის ბევრი ცილა, ის იწვევს ორგანიზმიდან გამოსადევნი სისტემების დატვირთვას. ამიტომ თუ თირკმელების პრობლემა გაქვთ, ეცადეთ დიდი რაოდენობით ხაჭო არ მიიღოთ.

3. ხაჭოზე ალერგია

ზოგადად ხაჭო ულაქტოზო პროდუქტია, მაგრამ არსებობს ამ პროდუქტზე ინდივიდუალური აუტანლობა.

4. ჭარბი მოხმარება

ხაჭოს ჭარბი მოხმარება არაა რეკომენდირებული, რადგან შეიძლება სისხლძარღვებზე და ღვიძლზე იმოქმედოს ცუდად. რეკომენდირებულია კვირაში 3 ჯერ 100–200 გრამის მიღება.

ხაჭოს ინსულინის ინდექსი

ჯანსაღი ცხოვრების წესის დროს ისეთ გაგებასთან გიწევთ შეჯახება, როგორიცაა პროდუქტების გლიკემიური ინდექსი. ეს გარკვეული პროდუქტების სისხლში შაქრის დონის გავლენის მაჩვენებელია. რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო სწრაფად იწევს სისხლში შაქრის დონე და პანკრეასი ინსულინის წარმოებაზე უფრო სწრაფად რეაგირებს.

ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (gi) აქვს ხაჭოს, დაახლოებით 30 ერთეული. ასეთივე შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ უტკბილო ხილს  და ბოსტნეულს.

კუნთოვანი მასის ზრდისა და შიმშილის გრძნობის შესამცირებლად მას ადრე დიეტოლოგები ნიშნავდნენ ძილის წინ საჭმელად. თუმცა დროთა განმავლობაში ეს მეთოდი ეჭვქვეშ დადგა.

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯენეტ ბრანდ–მილერმა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ რომ მის წარმოებას არა მხოლოდ ნახშირწყლები ზრდის. მაგალითად: ხორცს და თევზს არ აქვთ ნახშირწყლების მაღლი დონე, მაგრამ ისინი ზრდიან ინსულინის დონეს.

გამოვლინდა მცნება ინსულინის ინდექსი (ii), რომელიც კვების პროდუქტებზე ინსულინის რეაქციას განსაზღვრავს.

როგორც აღმოჩნდა, ყველა პროდუქტს ერთნაირი გლიკემიური და ინსულინის ინდექსი არ აქვთ. ძალიან ხშირად ამ ინდექსების მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვევა.

მაგალითად: თეთრი ბრინჯის (gi) –65 ხოლო (ii) – 79
ვაშლის (gi) – 30; (ii) – 59
ხაჭოს (gi) -30; (ii) – 120

გამოდის რომ 100 გრ. ხაჭოში მხოლოდ 1,2 გრ. ნახშირწყლებია, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და სისხლში შაქრის დონეს არ ზრდის და ინსულინის ძლიერი მწარმოებელია.

ხაჭოს მაღალი (ii)–ის მაჩვენებელი გახდა მიზეზი იმისა, რომ წონაში დაკლების მსურველებსა და სპორტსმებისთვის მისი საღამოს მოხმარება რეკომენდებული არაა. ხაჭოს მიერ გამოწვეული ინსულინის წარმოება მთავარი ცხიმის მწველი ფერმენტის, ლიპაზის მოქმედებას აფერხებს. ლიპაზი კი ცხიმების დაშლასა და გათავისუფლებაზე არის პასუხისმგებელი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხაჭოთი ვერ მოიმატებთ, მაგრამ წონის შემცირების პროცესი შენელდება.

როგორ შევამოწმოთ ხაჭოს ხარისხი?

ზოგადად რაც უფრო ნაკლებია ვადა, პროდუქტიც უფრო ნატურალური და სასარგებლოა. მწარმოებლები ძირითადად ამზადებენ ისეთ ხაჭოს, რომელსაც შენახვის ვადაც საკმაოდ დიდი აქვს, რადგან ასე უფრო მომგებიანია. სამწუხაროდ ასეთ პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებები ნაკლებადაა. იდეალურ შემთხვევაში კი მისი შენახვის ვადა 72 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

Nutrilac protein tackles problem of 'runny' cottage cheese: Arla Foods Ingredients

კარგად დააკვირდით ხაჭოს შემადგენლობას, შეიძლება საკმაოდ ბევრი ორგანიზმისთვის არასასარგებლო დანამატები ქონდეს.

გასწავლით რამოდენიმე მარტივ მეთოდს, თუ როგორ შეამოწმოთ სახლის პირობებში ხაჭოს შემადგენლობა. ძირითად სემთხვევაში უმატებენ სახამებელს და მცენარეულ ზეთს.

სახამებელი

ფხვნილი ხაჭო ფხვნილი როგორ განვასხვავოთ. რძის პროდუქტები - ბუნებრივი და ყალბი: როგორ განვასხვავოთ? როგორ შეამოწმოთ თუ არის ხაჭოში ...

თეფშზე დადეთ ცოტაოდენი ხაჭო და დააწვეთეთ იოდი. დაელოდეთ რეაქციას. ხაჭოს გალურჯება ნიშნავს რომ მასში არის სახამებელი, ხოლო ღია მოყვითალო ფერი ნიშნავს რომ არააა და ნატურალურია.

მცენარეული ზეთი

როცა შემადგენლობაში აქვს მცენარეული ზეთი, პირშიც ტოვებს უსიამოვნო შეგრძნებას და დაკრავს კიდეც ზეთის გემო. გარდა ამისა, შეგიძლიათ 1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყაროთ 1 ჩ.კ. ხაჭო და დაელოდოთ. თუ არის მცენარეული ზეთი, ის აუცილებლად ზედაპირზე გაიკეთებს ცხიმოვან ლაქას. ყველაზე ეფექტური მეთოდი კი მისი ბლენდერში მოთავსებაა. დალენდერების შემდეგ ნატურალური სქელი ხდება, ზეთის შემცველი კი თხევადი.

ხაჭო ნამდვილად სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ სარგებელის მისაღებად ყოველთვის გაითვალისწინეთ მისი მოხმარებისა და შენახვის პირობები.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია