კბილების და ღრძილების გასათეთრებელი ყველაზე ძლიერი პროდუქტები

კბილების და ღრძილების გასათეთრებელი ყველაზე ძლიერი პროდუქტები

ყველი, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო, სხვა რძის პროდუქტებთან ერთად მეტნაკლებად სასარგებლოა ღრძილების და კბილების გასაუმჯობესებლად. ამ თემაზე ექიმი სტომატოლოგი მიხეილ ზასლავსკი ამომწურავდ საუბრობს.

ექიმი განსაკუთრებით გამოყოფს იმ პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია მაგნიუმით, ფოსფორით, ფთორით, კალციუმით, უჯრედისით. ასევე, ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი ეფექტის მქონე პროდუქტები.როგორიცაა: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ნიახური, წიწაკა, კიტრი. ექიმის აზრით, ეს პროდუქტები გამოირჩევიან შაქრის დაბალი კონცეტრაციით, ასევე, მდიდარი არიან – უჯრედისით. ამიტომ მათი მიღების შედეგად კბილების ზედაპირი საკმაოდ თეთრდება , სუფთავდება და პირის ღრუში მჟავე-ტუტეს ბალანსი აღსდგება.

ასევე, მწვანე ჩაი პირის ღრუს მდგომარეობას აუმჯობესებს. ის შეიცავს ნივთიერება – კატეხინს, რომელიც კბილის ემალზე  წარმოუდგენლად დადებით გავლენას ახდენს (ანეიტრალებს კარიესის ბაქტერიებს). ამის გარდა, მწვანე ჩაი ღრძილებს აძლიერებს და სუნთქვას აჯანსაღებს.

ექიმი, ასევე, გვირჩევს რძის პროდუქტებსაც, რომლებიც კალციუმის საუკეთესო წყაროა. ეს უკანასკნელი კი კბილებისა და ძვლებისთვის პირველი მინერალია. იოგურტი, რძე, ყველი და ხაჭო შეიცავს ცოტაოდენ მჟავას, რომელიც კბილებს ანადგურებს, მაგრამ, ასევე შეიცავს სასარგებლო მიკრიელემენტების მთელ კომპლექსს, რომელთაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

შეაფასეთ სტატია
კბილების და ღრძილების გასათეთრებელი ყველაზე ძლიერი პროდუქტები
ეს 5 ვარჯიში დაგავიწყებთ ზურგის ტკივილს და გაგიუმჯობესებთ ხერხემლის მდგომარეობას