როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები

როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები
მომატებული ტენიანობა და არასწორი მოვლა –  ეს არის სააბაზანოში ობის და ფილებს შორის დაშორებებში სიყვითლის გაჩენის მთავარი მიზეზი. მნიშვნელოვანია ეფექტური საწმენდი საშუალებების შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ სოკოს გაჩენის საშიშროება. რადგან თქვენ უკვე შეეჯახეთ ამ პრობლემას, მაშინ უნდა გაიგოთ როგორ მოაგვაროთ ის.

ფილებს შორის დაშორებების გასაწმენდად საკმაოდ ბიუჯეტური საშუალებები დაგეხმარებათ, რომლის მომზადებასაც თავს ყველა გაართმევს. ობის აღმოჩენისას არ არის აუცილებელი მაღაზიაში გაქცევა ძვირადღირებული ქიმიური საშუალებებისთვის, რადგან არსებობს რამოდენიმე მარტივი რეცეპტი.

როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები

როგორ გავათეთროთ ფილებს შორის დაშორება და მოვაშოროთ ობი

მეთოდი 1

სიყვითლის მოსაშორებლად ჩვეულებრივი მათეთრებელი დაგეხმარებათ. 1 ლიტრ წყალში გახსენით 5 ს.კ. გამათეთრებელი. კარგად გადაურიეთ და გადაიტანეთ პულივიზატორიან ბოთლში. შეასხურეთ ეს საშუალება გაყვითლებულ ადგილებს და იქაც, სადაც ობი გაჩნდა. ძლიერ დაბინძურებულ ადგილებს გადაუარეთ კბილის ჯაგრისით, დაიაცდეთ 10-15 წუთი და ამის შემდეგ ჩამორეცხეთ სველი ტილოს დახმარებით.

მეთოდი 2

სითეთრის დასაბრუნებლად და სოკოს მოსაცილებლად გამოიყენეთ ამიაკი. 2 ლიტრ წყალში გახსენით 1 ს.კ. ამიაკი. მიღებული სითხე გადაიტანეთ პულივიზატორიან ბოთლში, მოასხით დაბინძურებულ ადგილებს და დატოვეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ გაწმინდეთ სველი ღრუბელით და კარგად ჩამოწმინდეთ სითხე.

როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები

მეთოდი 3

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი სააბაზანოდან ობის მოსაცილებლად არის წყალბადის ზეჟანგი. გადაურიეთ ის წყალს პროპორციით 1:2-თან და მიღებული ხსნარით კარგად დაამუშავეთ დაბინძურებული ადგილები. დაელოდეთ 15 წუთი და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

მეთოდი 4

ეს ბევრ კომპონენტიანი საშუალება უნაკლო სისუფთავეს შეიტანს თქვენს სააბაზანოში. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა საკვები სოდა, 70 მლ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. კბილის პასტა და 1 ს.კ. მდოგვი. გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაუსვით ღრუბელის დახმარებით დაბინძურებულ ადგილებზე. დაელოდეთ 30 წუთი და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები

მეთოდი 5

ბოლო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 150 გრ. საკვები სოდა, 25 გრ. ლიმონის მჟავა, 50 მლ. 9%-იანი ძმარი და 1,5 ლ. თბილი წყალი. გადაურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. მიღებული სითხით და კბილის ჯაგრისით დაამუშავეთ დაბინზურებული მონაკვეთები, დაელოდეთ 20 წუთი და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.

როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები
ამ საშუალებების გამოყენებისას გირჩევთ რეზინის ხელთათმანების ჩაცმას და არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ნორმები.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვაშოროთ ობი და გავათეთროთ სააბაზანოს ფილებს შორის დაშორებები
2 აბი ანალგინისა და იოდის დახმარებით თქვენ სამუდამოდ გათავისუფლდებით სახსრების ტკივილისგან