ჯადოსნური მკურნალი თქვენს ეზოშია! მოამზადეთ კაკლის ფოთლებისგან ჩაი და…

ჯადოსნური მკურნალი თქვენს ეზოშია! მოამზადეთ კაკლის ფოთლებისგან ჩაი და...

აქამდე გსმენიათ ბერძნული კაკლის ფოთლების სამკურნალო თვისებების შესახებ? ის ნამდვილი ბიოქიმიური კომბინატია.

კაკლის ფოთლებს მედიცინაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის მდიდარია ვიტამინებით, ფლავანოიდებით, კარატინოიდებით და ეთერზეთებით. სამკურნალოდ ყველაზე ხშირად იყენებენ ფოთლებს და მკვახე ნაყოფის კანს.

ჯადოსნური მკურნალი თქვენს ეზოშია! მოამზადეთ კაკლის ფოთლებისგან ჩაი და...

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე რეცეპტს და გასწავლით როგორ გამოიყენოთ კაკლის ფოთლები.

1. ფოთლების ნაყენი

მოათავსეთ ჭურჭელში 1 ს.კ. მშრალი და დაქუცმაცებული ფოთლები. დაასხით1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით 2 საათით. 2 საათის შემდეგ გადაწურეთ.

მიღების წესი: ბავშვებს – 1 ჩ.კ. უფროსებს – 1 ს.კ.
უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს ნაყენი კარგია ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ანთების დროს გამოსავლებად.

 

2. ფოთლების ჩაი

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ერთმანეთს კაკლის ნორჩი გამომშრალი ფოთლები, იაჟუჟუნასა და ორკბილას ყვავილები. ნარევი დააქუცმაცეთ. 0,5 ლ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ნარევის 1 ჩ.კ., დააყენეთ და გაწურეთ. ეს ჩაი უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში. სლავი მონაზვნები კანის დაავადებების, საყმაწვილოს და შაქრიანი დიაბეტის დროს წარმატებით იყენებდნენ ამ რეცეპტს.

 

3. ფოთლების ნახარში გარეგანი გამოყენებისთვის

1 კგ. ნორჩ, გამომშრალ და დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 3–4 ლ. წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე 30 წუთით და ურიეთ. გამოიყენეთ კანის დაავადებების დროს აბაზანის სახით. უნდა შეურიოთ ცხელ წყალს პროპორციით 1:1.

 


4. ფოთლების ნახარში შინაგანი გამოყენებისთვის

ჯადოსნური მკურნალი თქვენს ეზოშია! მოამზადეთ კაკლის ფოთლებისგან ჩაი და...

მოათავსეთ ჭურჭელში 1 ს.კ. დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააფარეთ თავსახური. ჭურჭელი მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 6–12 დღის მანძილზე 1 ს.კ. დღეში 3–ჯერ ჭამის შემდეგ 10–15 წუთში.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ჯადოსნური მკურნალი თქვენს ეზოშია! მოამზადეთ კაკლის ფოთლებისგან ჩაი და…
როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი