როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე
თუ მე თქვენ გიხსენებთ ბრინჯს, პირველი რა გაგახსენდებათ? თავს დავდებ, რომ რაიმე გემრიელის მომზადებაზე დაიწყებთ ფიქრს. მართალია მისგან უამრავი გემრიელი რამ მზადდება, მაგრამ ის ასევე ძალიან კარგი ადსორბენტია. ჩვენმა რედაქციამ დღეს უნდა გაგაცნოთ არაჩვეულებრივი ხრიკი კარადიდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად.

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ბრინჯის დახმარებით

იმის გამო, რომ კარადა ძირითადად დახურულია, მასში არ ხდება წესივრად ჰაერის ცირკულაცია. ხოლო სიცივე და ნესტი საბოლოოდ იწვევს სოკოს გაჩენას ზედაპირებზე.

ობთან ერთად ჩნდება უსიამოვნო სუნიც. ეს ნამდვილად ძალიან დიდი დისკომფორტია, რადგან კარადაში მოთავსებული ტანსაცმელი ახლიდან ხდება გასარეცხი. ამასთან ერთად ეს ყველაფერი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

სწორედ ამ დროს უნდა გაგახსენდეთ ბრინჯი, რომელიც ძალიან კარგად იწოვს სინესტეს და მასთან ერთად უსიამოვნო სუნსაც. კარადის დასამუშავებლად გეყოფათ მხოლოდ 100-200 გრ. ბრინჯი.

ბრინჯის ტენიანობის შთამნთქმელი

მაშ ასე, აიღეთ ყველაზე დაბალ ფასიანი თეთრი ბრინჯი. ერთი მუჭა ჩაყარეთ ჭიქაში ან რაიმე თასში. ჭურჭლის თავზე გადაჭიმეთ მარლა და დაამაგრეთ. მოათავსეთ ის რომელიმე თაროზე რაც შეიძლება ღრმად.

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

უკეთესი და ბევრად სასიამოვნო შედეგისთვის დაუმატეთ 20-30 წვეთი თქვენთვის ასურველი ეთერზეთი. თუ თქვენ აირჩევთ ლავანდის, პიტნის ად გერანის ეთერზეთს იცოდეთ, რომ ისინი აფრთხობენ ჩრჩილს. ხოლო ვარდის და ჟასმინის ეთერზეთის გამოყენებისას თქვენი ტანსაცმელი მუდამ სასიამოვნო სურნელის მატარებელი იქნება.

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

შეგიძლიათ დაამზადოთ ბრინჯის სურნელოვანი პაკეტებიც. ამისთვის რამოდენიმე ნაჭრის პატარა ტომარა დაგჭირდებათ. ჩაყარეთ მასში ერთი მუჭა ბრინჯი და რამოდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთი. მოუკარით თავი ტომრებს და ჩამოკიდეთ კარადაში.

ბრინჯის გამოცვლა საჭიროა თვეში ერთხელ და არ დაგავიწყდეთ კარადების განიავებაც. თქვენ აღარასდროს შეგაწუხებთ უსიამოვნო სუნი, ობი ან სოკო თქვენ კარადაში.

როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე

ეხლა უკვე იცით, რომ არანაირი ქიმიური ან ძვირადღირებული საშუალებები არ არის საჭირო კარადიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. საკმარისია მხოლოდ რამოდენიმე მუჭა ბრინჯი, ცოტაოდენი ეთერზეთი და მინიმალური დრო.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ მოვაშოროთ კარადიდან უსიამოვნო სუნი ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე
კეფირი და კოჭა: წონის დაკლება მარტივად და უსაფრთხოდ…