წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ…

წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ...

რატომღაც არსებობს მოსაზრება, რომ აუცილებელია ხორციანი საკვების ყოველდღე მიღება. სულ ერთია ეს სადილი იქნება, გარნირი თუ სხვა რამ. არადა ადამიანს ამდენი ნამდვილად არ ჭირდება. რაციონის გასამრავალფეროვნებლად მე წიწიბურის კატლეტებს ვამზადებ, რომელიც ძალიან შეუყვარდათ ჩემი ოჯახის წევრებს.

ეს სამარხვო კატლეტები მზადდება მხოლოდ ერთი ჭიქა წიწიბურისგან. მისგან გამოდის დაახლოებით 18-20 ცალი კატლეტი. მინდა ავღნიშნო, რომ ის ხორცის კატლეტზე ბევრად უკეთ გადამუშავდება და არ ტოვებს არანაირ სიმძიმის შეგრძნებას.

წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ...

როგორ მოვამზადოთ წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე

წიწიბურის კატლეტის მოსამზადებლად მე ვიყენებ შებოლილ პაპრიკას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სხვა სანელებლები გამოიყენოთ. გარდა ამისა, წიწიბურის ფარშში შეგიძლიათ გადაურიოთ როგორც ცოცხალი, ასევე გამომშრალი მწვანილი.

დაგჭირდებათ:

  1. წიწიბურა 220 გრ.
  2. წყალი 500 მლ.
  3. კარტოფილი 350 გრ.
  4. ნიორი 3 კბილი
  5. პაპრიკა 1 ჩ.კ.
  6. მარილი გემოვნებით
  7. მცენარეული ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • დაასხით წიწიბურას წყალი, მოაყარეთ მარილი და დადგით ცეცხლზე მოსახარშად.

წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ...

  • გაასუფთავეთ კარტოფილი, გახეხეთ და გაწურეთ ზედმეტი სითხისგან.
  • გადაურიეთ კარტოფილი მოხარშულ წიწიბურას.

წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ...

  • კარტოფილის და წიწიბურის ნარევს დაუმატეთ გახეხილი ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, პაპრიკა, მარილი და პილპილი. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ...

  • მიღებული მასით გაამზადეთ კატლეტები და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ...

ეს კატლეტები საკმაოდ პოპულარული გახდა ჩემს სახლში. მეუღლე და ბავშვები უკვე ყოველდღე მთხოვენ მის მომზადებას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
წიწიბურის კატლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე. რეცეპტი იხილეთ აქ…
როგორ გავწმინდოთ უთო ჩამჯდარი ჭუჭყისგან და მტვრისგან?